დაბა ჩოხატაურთან 4.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, გურიაში, დაბა ჩოხატაურთან 4.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. მათივე ცნობით, მიწისძვრის ბიძგები 14 ნოემბერს, თბილისის დროით 00:27 საათზე დაფიქსირდა, სოფელი ხევიდან 3 კილომეტრში და დაბა ჩოხატაურიდან 9 კილომეტრში.
ტრამპმა მარკო რუბიო წარადგინა სახელმწიფო მდივნის პოსტზე

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატიდან რესპუბლიკელი სენატორი, მარკო რუბიო წარადგინა სახელმწიფო მდივნის პოსტზე. რუბიო “იქნება ჩვენი ქვეყნის ძლიერი დამცველი, ჩვენი მოკავშირეების ნამდვილი მეგობარი და უშიშარი მებრძოლი, რომელიც არასდროს დაიხევს უკან ჩვენს მეტოქეებთან” – ამბობს ტრამპი 13 ნოემბრის განცხადებაში. ოფიციალურ განცხადებამდე პრესაში უკვე გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტისთვის შეარჩია მარკო რუბიო […]
მოგიწოდებთ, სრულ იზოლაციაში მოაქციოთ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება – გოშევსკა ევროკომისიას

ევროპარლამენტარი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფიდან, მალგოჟატა გოშევსკა ევროკომისიას საქართველოს ხელისუფლების “სრული იზოლაციისკენ” მოუწოდებს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა. “2020 წლის შემდეგ, საქართველო უკან, ავტორიტარული რეჟიმისკენ მიიწევს და სამწუხაროდ, ისინი, რომლებიც ქვეყნის სათავეში დგანან, სარგებელს რუსეთისგან იღებენ. დროა, დასკვნები გამოვიტანოთ. მე მოგიწოდებთ, კომისარო, რომ სრულ იზოლაციაში მოაქციოთ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, ევროპული დახმარების […]
მარკეტა გრეგოროვა – პირადად შევესწარი გაყალბების ფაქტებს – 26 ოქტომბრის არჩევნებს სამართლიანს ვერ ვუწოდებთ, გვჭირდება დარღვევების გამოძიება, სანქციები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ

სამი კვირის წინ, მე პირადად შევესწარი მანიპულირებას ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ბიულეტენების ჩაყრის შოკისმომგვრელ შემთხვევებს, გაყალბების ფაქტებს, ამომრჩეველთა ფარულობის არარსებობასა და დაშინებას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა. „2021 წლის საქართველოს არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და პირდაპირი მანიპულირება არ მინახავს. თუმცა, მაშინაც კი ვფრთხილობდით არ გვეთქვა, რომ არჩევნები სამართლიანი […]
ევროპარლამენტარი ჰანს ნოიჰოფი – რომც არ გსურდეთ ამის მიღება, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები კორექტულად იქნა ჩატარებული, ეს დემოკრატიული არჩევნები იყო, მკაფიო გამარჯვებულით

რომც არ გსურდეთ ამის მიღება, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები კორექტულად იქნა ჩატარებული, ეს დემოკრატიული არჩევნები იყო მკაფიო გამარჯვებულით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ჰანს ნოიჰოფმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა. მისი თქმით, ქართველები ჭკვიანი და ამაყრი ხალხია, ისინი ღია არიან ევროპისთვის, მაგრამ მათ „არ სურთ ბრიუსელის ცისარტყელას” დღის წესრიგისთვის დანებება”. „საპარლამენტო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წევრი ვიყავი, იქ ვიყავი […]
საქართველოში 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა მოხდა დაბა ჩოხატაურთან, რომლის მაგნიტუდის სიდიდეც 4.1 (ML) შედგენდა. მიწისძვრა თბილისის დროით 00:27 საათზე დაფიქსირდა.
რასა იუკნევიჩიენე – ევროკავშირში ცხადები უნდა ვიყოთ: საქართველოს არჩევნები არ იყო დემოკრატიული, არ შეგვიძლია მისი აღიარება – ევროკავშირის წევრობა მხოლოდ ქვეყნის “დებიძინიზაციის” შემდეგ არის შესაძლებელი

ევროკავშირის წევრობა მხოლოდ საქართველოს „დე-ბიძინიზაციის” შემდეგ არის შესაძლებელი. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი ცხადი უნდა იყოს, რადგან საქართველოს არჩევნები არ იყო დემოკრატიული და არ შეიძლება მისი აღიარება – “ქართულ ოცნებას არ გაუმარჯვია“. “კორუმპირებული ოლიგარქიული ძალები კრემლის დახმარებით თითქმის ყველგან ცდილობენ ძალაუფლების მოპოვებას პოსტ-საბჭოურ სივრცეში. ეს რამდენიმე წლის წინ […]
კახა კალაძე – გარე ძალებმა, ვინც დღეს მტრობს ჩვენს ქვეყანას, ძალიან მაგრად იმუშავეს, რეალურად, მზადება მიმდინარეობს 2028 წლისთვის

ჩვენ არ ვიქნებით სწორი და მართალი, თუ არ შევაფასებთ ჩვენს მოწინააღმდეგეებს, თუ არ გავაკეთებთ სწორ ანალიზს. ვინც არის ქვეყნის შიგნით, ეს წვრილფეხა რადიკალები, ე.წ. პოლიტიკოსები – მაგათზე არ ვსაუბრობ, იმიტომ, რომ აზრი არ მოეკითხება არცერთს. მინდა, მაგათ პატრონებზე ვთქვა რამდენიმე სიტყვა: გულწრფელად ვიტყვი, რომ სერიოზული შედეგი დადეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის […]
ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი – მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს მათ ბრძოლაში ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის

მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს მათ ბრძოლაში ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა დაინიუს ჟალიმასმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროპის პასუხი ძლიერი უნდა იყოს. “საქართველოში არსებული ვითარების განხილვისას ორ საკვანძო პრინციპს უნდა გავყვეთ. პირველი – მასიური საარჩევნო თაღლითობა, ამომრჩეველთა მოსყიდვა და დაშინება, რომლებიც ძალიან […]
კინოსტუდია “მოსფილმმა” რუსეთის არმიას ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები გადასცა

კინოსტუდია „მოსფილმმა“ რუსულ არმიას ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და სხვა ტექნიკა გადასცა, – ამის შესახებ კონცერნის გენერალურმა დირექტორმა კარენ შახნაზაროვმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა. “წელს რვა მილიონის საქველმოქმედო დახმარება გავწიეთ, მათ შორის საკუთრივ სპეციალური სამხედრო ოპერაციის (ასე უწოდებს კრემლი ომის უკრაინაში.-რედ) საჭიროებებისთვის. სხვათა შორის, 2023 წელს შეიარაღებულ ძალებს გადავეცით 28 ტ-55 ტანკი, რვა […]