„ქართული ოცნება” იქცა „ქართულ კოშმარად” – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევნები სხვადასხვა მეთოდით გაყალბდა. მისი თქმით, ამ ყველაფერს თავად შეესწრო, როგორც ოფიციალურად მივლენილი საერთაშორისო დამკვირვებელი. ნატალი ლუაზომ ამის შესახებ 13 ნოემბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე ისაუბრა. პლენარულ სესიაზე ლუაზომ საპროტესტო აქციების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქციებზე მოსახლეობა საქართველოსთან ერთად ევროკავშირის დროშებსაც […]

საქალაქომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობები შემაჯამებელი ოქმების ბათილობაზე

მოსამართლე ივერი აბაშიძემ არ დააკმაყოფილა ოპოზიციური პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის არცერთი შუამდგომლობა. საქალაქო სასამართლოში, სადაც საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ბათილობის საქმე განიხილება, მოსარჩელე მხარეებმა ჯამში 11 შუამდგომლობა დააყენეს. მათგან ყველაზე მეტი, 7 შუამდგომლობა “ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ” დააყენა, 3 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), 1 კი “ძლიერმა საქართველომ”. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, უწყების იურიდიული სამსახურის […]

„ბიზნესები მაქსიმალურად ცდილობენ ხელფასები გაზარდონ, რომ კადრების გადინება არ მოხდეს“ – GDBA

„ბიზნესები მაქსიმალურად ცდილობენ ხელფასები გაზარდონ, რომ კადრების გადინება არ მოხდეს“, – ამის შესახებ BM.GE-სთან “საქართველოს დისტრტიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ლაშა რიჟამაძემ საკადრო დეფიციტზე საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, საკადრო დეფიციტი ქვეყანაში ყველა მიმართულებით ზოგადი პრობლემაა. შედეგად, ყველა კომპანია ხელფასების მაქსიმალურად ზრდაზეა ორიენტირებული, რათა კადრების გადინება არ მოხდეს. „ბიზნესები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ხელფასები გაზარდონ, რათა კადრების გადინება […]

ჯონ თუნი აშშ-ის სენატის რესპუბლიკელთა ახალი ლიდერია

შეერთებული შტატების რესპუბლიკელთა უმრავლესობას სენატში დღეიდან ჯონ თუნი უხელმძღვანელებს. 13 ნოემბერს თუნმა, რომელიც კონგრესის ზედა პალატაში სამხრეთ დაკოტის შტატს წარმოადგენს, რესპუბლიკელთა ლიდერისთვის კენჭისყრის მეორე რაუნდში 29 ხმა მიიღო, მისმა მოწინააღმდეგემ ჯონ კორნინმა, რომელიც ტეხასის შტატს წარმოადგენს – 24 ხმა. ფლორიდის სენატორი რიკ სკოტი, რომელსაც უპირატესობას დონალდ ტრამპის მოკავშირეები ანიჭებდნენ, 13 ხმის აღების შემდეგ კენჭისყრის პირველი […]

U21 | საქართველო V ხორვატია – 14 ნოემბრის განრიგი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 15 ნოემბერს, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფის პირველ მატჩს მიხელ მესხზე, ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშებს. 19 ნოემბერს კი ჩვენი რიეკაში გაემგზავრება, სადაც პლეი-ოფის მეორე მატჩს ითამაშებს. დღეს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, 21-წლამდე ნაკრებმა მორიგი ვარჯიში გამართა. ხვალ კი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, მატჩისწინა ვარჯიში გაიმართება, მანამდე კი საპრესკონფერენციო დარბაზში, გუნდის მთავარი […]

დევიდ მაკალისტერი – ქართველებს არ სურთ იყვნენ პუტინის ორბიტაში, არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა უნდა იქნას დაუყოვნებლივ გამოძიებული და პასუხგაცემული

საარჩევნო დარღვევები ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების ღალატს წარმოადგენს. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ქართველებს არ სურთ იყვნენ „პუტინის ორბიტაში“, შესაბამისად, არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა უნდა იქნას დაუყოვნებლივ გამოძიებული და პასუხგაცემული. “გასულ დეკემბერს ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭებინა იმ გაგებით, რომ საჭირო რეფორმები მოჰყვებოდა. ეს […]

სებასტიან ტინკინენი – საქართველოს მმართველი პარტიის უკან მდგომი ოლიგარქი ოპოზიციური პარტიების აკრძალვითაც დაიმუქრა – საარჩევნო ინციდენტები ნამდვილად უნდა იქნას გამოძიებული

საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნებს რუსული სპეცოპერაცია უწოდა, ინციდენტები ნამდვილად უნდა იქნას გამოძიებული , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სებასტიან ტინკინენმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი უდიდესი უმრავლესობით მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ გზას, „მმართველმა პარტიამ ისინი ამ მიზანს დააშორა“. „მან რუსული სტილის კანონები მიიღო, არასამთავრობო ორგანიზაციების „იარლიყის მიკერებასა” და ე.წ. “გეი პროპაგანდაზე”. მმართველი […]

გრეგოროვა: თავად შევესწარი გაყალბების ფაქტებს

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე პირადად შეესწრო გაყალბების ფაქტებს. „მე თავად შევესწარი მანიპულაციებს, შოკისმომგვრელ ბიულეტენების ჩაყრას, ასევე გაყალბების ფაქტებს, ამომრჩეველთა ფარულობის დარღვევასა და ამომრჩევლის დაშინებას. ამ არჩევნებს სამართლიანად ვერ მივიჩნევთ. საჭიროა დარღვევების გამოძიება და პასუხისმგებელი პირების სანქცირება“, – თქვა გრეგოროვამ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე.

უნგრელი ევროპარლამენტარი: არჩევნები საქართველოში თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდა

უნგრელი ევროპარლამენტარი, ვიქტორ ორბანიის „ფიდესის“ წევრი, ანდრას ლასლო ამბობს, რომ საქართველოში არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდა. „საერთაშორისო დამკვირვებელი ვიყავი. საქართველომ ჩაატარა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ოპოზიციონერმა დამკვირვებლებმა მითხრეს, რომ ენდობიან არჩევნებს. პატარა პროვოკაციებს და ინციდენტებს ჰქონდა ადგილი. მაგრამ, არაფერ ისეთს, რაც სხვაგან არ შეიძლებოდა მომხდარიყო. საქართველომ არჩევანი გააკეთა. რომც არ მოგვწონდეს, ამ არჩევანს პატივი უნდა […]

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, “ძლიერი საქართველოსა” და “საიას” სარჩელები არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, “ძლიერი საქართველოსა” და საიას სარჩელები, რითაც მხარეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. სასამართლომ სამივე სარჩელი გააერთიანა და ერთობლივად განიხილა. მხარეები სხდომაზე აცხადებდნენ, რომ ფოტო-ვიდეოს სახით არაერთი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ცესკო-სგან ხმის ფარულად მიცემის პროცედურა დაირღვა. სხდომაზე “ერთიანობა – […]