ბრაზილიის უზენაეს სასამართლოსთან აფეთქებები იყო

ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს შენობასთან ორი აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქ ბრაზილიის ცენტრში მდებარე სასამართლოსთან 13 ნოემბერს, საღამოს ჯერ ავტომანქანა აფეთქდა, შემდეგ კი, შენობის შესასვლელთან თავი აიფეთქა მამაკაცმა, რომელიც მანამდე სასამართლოში შეღწევას ცდილობდა. მის გარდა არავინ დაღუპულა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, აფეთქებული ავტომანქანაც ამ პირს ეკუთვნოდა. ბრაზილიის გენერალურმა პროკურორმა ხორხე მესიასმა განაცხადა, რომ დასადგენია, ვინ […]
გახარიას თქმით, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს „ოცნებამ“ წინასაარჩევნო პერიოდში შეუქმნა საფუძველი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც ახლა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერია ხელისუფლებაში მყოფ „ქართულ ოცნებას“ აფხაზეთის ანექსიის დაწყების წინაპირობების შექმნაში ადანაშაულებს. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრი ილია დარჩიაშვილი არ უნდა „დუმდენ“. „ფაქტობრივად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს „ოცნებამ“ სამართლებრივი და მორალური ბაზისი შეუქმნა იმ ქმედებებს, რასაც დღეს რუსეთის ფედერაცია ახორციელებს. პირველი იყო „ბოდიში“, […]
რესპუბლიკის მოედანზე საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენება გაიმართება, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ქართველი გულშემატკივრებისთვის 16 ნოემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება. დაგეგმილი ღონისძიების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 15 ნოემბრის 15:00 საათიდან 17 […]
ეკა სეფაშვილი – ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან უსაფუძვლო და უსამართლო კრიტიკა მოვისმინეთ – „დებიძინიზაცია“ სასაცილო ტერმინად მიმაჩნია და ასახავს პირადი სახის მტრობას ამ პიროვნების მიმართ

ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან უსაფუძვლო და უსამართლო კრიტიკა მოვისმინეთ – „დებიძინიზაცია“ ცოტა სასაცილო ტერმინად მიმაჩნია და მხოლოდ და მხოლოდ ასახავს პირადი სახის მტრობას ამ პიროვნების მიმართ, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა ევროპარლამენტში გამართული დებატების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, არის გარკვეული ევროპარლამენტარების ჯგუფი, რომელსაც არ მოსწონთ ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს განვითარება. ამასთან, სეფაშვილმა აღნიშნა, […]
ცხინვალი ახალგორელებს ისევ უზღუდავს გადაადგილებას – DRI

საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი [DRI] ეხმიანება ცხინვალის გადაწყვეტილებას, არ გახსნას ქართულ მხარესთან გამშვები პუნქტები და მოსახლეობას გადაადგილება შეუზღუდოს. ახალგორში, სადაც გადასასვლელები, საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების გამო ჩაიკეტა, დღემდე არ გახსნილა. გადაწყვეტილებას ცხინვალი ხსნის იმით, რომ “დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები, საელჩოები აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში ვითარება კონტროლიდან გამოიყვანონ”. 1. […]
ტრამპმა სახელმწიფო მდივნად მარკო რუბიო დაასახელა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სახელმწიფო მდივნად რესპუბლიკელ სენატორ მარკო რუბიოს წარადგენს. „ის იქნება ჩვენი ერის ძლიერი ადვოკატი, ჩვენი მოკავშირეების ნამდვილი მეგობარი და უშიშარი მეომარი, რომელიც არასოდეს დაიხევს უკან ჩვენს მოწინააღმდეგეებთან“, — განაცხადა ტრამპმა. „როიტერსის“ თანახმად, ეს არჩევანი შეიძლება შვება იყოს აშშ-ის პარტნიორებისთვის, რომლებიც შეშფოთებულნი არიან, რომ „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ მიდგომის გათვალისწინებით, […]
“სალია იჯარით ალბათ ამ ქვეყანაში წავა… გეტყვით, რატომ შეუძლიათ ეროვნულ ნაკრებში მასსა და კვარაცხელიას ერთად თამაში” – ქართველი სკაუტი ახალგაზრდა ტალანტზე

“სალია იჯარით ალბათ ამ ქვეყანაში წავა… გეტყვით, რატომ შეუძლიათ ეროვნულ ნაკრებში მასსა და კვარაცხელიას ერთად თამაში” – ქართველი სკაუტი ახალგაზრდა ტალანტზე “გენტში” მომუშავე 24 წლის ქართველმა სკაუტმა მიხა გაბეჩავამ, რომელიც წარსულში თბილისის “დინამოში” საქმიანობდა, Mag NUFC-სთან ვახტანგ სალიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, 17 წლის ქართველი შემტევი სათამაშო სტილით არა ხვიჩა კვარაცხელიას, არამედ რობერტო ფირმინოს […]
კომპანიების შერწყმა/შეძენის გარიგებები საქართველოში – წელს 11 თანხმობა გაიცა

2024 წელი კომპანიების შერწყმა/შეძენის მიმართულებით საქართველოსთვის განსაკუთრებით დატვირთული და აქტიური იყო. ამ ეტაპზე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 11 კონცენტრაციაზე უკვე თანხმობა გაცემულია, ხოლო 3 საქმესთან მიმართებით პროცესები მიმდინარე რეჟიმშია. საქმეების ყველაზე დიდი წილი ჰორიზონტალურ კონცენტრაციაზე მოდის, როცა ისეთი კომპანიების შერწყმა ხდება, რომლებიც ერთი და იგივე სექტორში ოპერირებენ, თუმცა არის საქმეები, როცა თანხმობა […]
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი, რაფაელ გროსი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის გარდა რაფაელ გროსი ირანელ ოფიციალურ პირებს, მათ შორის ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი თეირანში გუშინ ჩავიდა.
ანა წითლიძე – ოთხივე პარტიას ნათქვამი აქვს, რომ არ შევლენ პარლამენტში – შესაბამისად, ვინ, როდის დაწერს განცხადებას, ერთი დღით ადრე თუ ერთი დღით გვიან, ეს მნიშვნელოვანი არ არის

ოთხივე პარტიას ნათქვამი აქვს, რომ ისინი პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემენ და არ შევლენ პარლამენტში – შესაბამისად, ვინ, როდის დაწერს განცხადებას, ერთი დღით ადრე თუ ერთი დღით გვიან, ეს მნიშვნელოვანი არ არის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ისინი ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ რესურსს გამოიყენებენ იმისთვის, რომ […]