აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ იემენში ჰუსიტების იარაღის საწყობებს დაარტყა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა იემენში, ჰუსიტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე განლაგებულ იარაღის შესანახ ობიექტებზე ზუსტი საჰაერო დარტყმების სერია განახორციელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ ობიექტებში განთავსებული იყო სხვადასხვა სახის თანამედროვე იარაღი, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები წითელ ზღვასა და ადენის ყურეში მცურავ აშშ-სა და საერთაშორისო სამხედრო და სამოქალაქო გემების წინააღმდეგ […]
საქართველოს ნაკრები წლის ბოლო მატჩებისთვის სრული შემადგენლობით ემზადება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 13 ნოემბერს „ჯვაროსნებმა“ საგურამოში სრული შემადგენლობით ივარჯიშეს. წლის დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები 16 ნოემბერს ბათუმში, უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. 19 ნოემბერს კი ჩვენი გუნდი ჩეხეთს ქალაქ ოლომოუცში ესტუმრება. დისკვალიფიკაციის გამო, უკრაინასთან საშინაო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს. ფეხბურთელი ნაკრებთან ერთად ჩეხეთთან მატჩისთვის მოემზადება. ნოემბრის სანაკრებო შეხვედრებისთვის ვილი სანიოლმა 23 […]
“ის მინდა, სხვა არავინ გვჭირდება!” – უკრაინელმა ჟურნალისტმა გაიხსენა, როგორ და რომელი მატჩის შემდეგ გადაწყვიტა ლობანოვსკიმ კალაძის კიევის “დინამოში” გადაყვანა

“ის მინდა, სხვა არავინ გვჭირდება!” – უკრაინელმა ჟურნალისტმა გაიხსენა, როგორ და რომელი მატჩის შემდეგ გადაწყვიტა ლობანოვსკიმ კალაძის კიევის “დინამოში” გადაყვანა უკრაინელმა ჟურნალისტმა იგორ ციგანიკმა საკუთარ Youtube არხზე საუბარში გაიხსენა, თუ როგორ გადავიდა კახა კალაძე კარიერის საწყის ეტაპზე თბილისის “დინამოდან” კიევის “დინამოში”. ირკვევა, რომ ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად თბილისის მერმა კიეველთა მაშინდელი მთავარი მწვრთნელის ვალერი ლობანოვსკის […]
რესპუბლიკის მოედანზე საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენება გაიმართება, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ქართველი გულშემატკივრებისთვის 16 ნოემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაგეგმილი ღონისძიების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ […]
ვის როგორი დღე ელოდება-14 ნოემბრის ასტროპროგნოზი

ვერძი რასაც არ უნდა აკეთებდეთ, წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან შეიძლება ერთი შეხედვით უმნიშვნელო რამემ საქმის საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინონ. მგზავრობის დროს ყურადღება წამითაც არ მოადუნოთ – შესაძლებელია უსიამოვნებები და შეფერხებები. პირად ურთიერთობებში ყველაფერი მშვენივრადაა. მოაგვარეთ საყოფაცხოვრებო საკითხები, ესაუბრეთ ნათესავებს და უარი არ თქვათ დასვენებაზე, თუ ამის საჭიროებას გრძნობთ. კურო ამ დღეს ბევრი შეხვედრა […]
სააპელაციოში გასაჩივრდება საოლქოების ოქმებზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელები საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნული სარჩელით სასამართლოსთვის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” (საია), „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობასა“ და „ძლიერ საქართველოს“ ჰქონდათ მიმართული. გუშინ, 13 ნოემბერს სამივე მათგანის სარჩელები თბილისის საქალაქო სასამართლოში გაერთიანებულად განიხილა მოსამართლე ივერი აბაშიძემ. მოსარჩელე მხარეების საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამის შესახებ ნეტგაზეთს […]
პარიზის პროკურატურა მარინ ლე პენის მიმართ 5-წლიან პატიმრობას ითხოვს

პროკურორებმა მოითხოვეს, რომ ფრანგი მემარჯვენე კანონმდებელი მარინ ლე პენი დამნაშავედ ცნონ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში, მიესაჯოს პატიმრობა და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში აეკრძალოს საჯარო თანამდებობაზე კენჭისყრა. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს. გამოცემის ცნობით, თუ სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა, ლე პენი მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ლე პენი, მისი პარტია „ნაციონალური გაერთიანება“ და კიდევ 24 პირი, მათ […]
ირანის რეჟიმის პროტესტის ნიშნად, ცნობილმა აქტივისტმა თავი მოიკლა

ცნობილმა ირანელმა უფლებადამცველმა ქიანოშ სანჯარიმ, რომლემაც ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მმართველობას დიქტატურა უწოდა, პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა. მანამდე კი, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ქიანოშ სანჯარიმ განაცხადა, რომ ის თავს მოიკლავდა, თუ 13 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 19:00 საათამდე (GMT 15:30), ოთხი პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდებოდა. რამდენიმე საათის შემდეგ, ქიანოშ სანჯარის გარდაცვალება მისმა თანამოაზრე აქტივისტებმა დაადასტურეს. […]
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200 კმ-დე სიგრძის საფეხმავლო ბილიკი მონიშნა

სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფეხმავლო ბილიკების მონიშვნას აგრძელებს. კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში ჯამურად 161,3 კმ სიგრძის ახალი საფეხმავლო ბილიკი მოინიშნა, უკვე მონიშნული ბილიკების 24 კმ-იანი მონაკვეთი კი ინფრასტრუქტურულად განახლდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საფეხმავლო გზა გაკეთდა თუშეთის, თრუსოსა და არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიებზე, მოეწყო თიანეთისა და […]
გარემოს ეროვნულ სააგენტოში გეოლოგიური ანგარიში მომზადდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა, 2023-2024 წლებში, იმერეთის (ქუთაისი, სამტრედია, წყალტუბო, თერჯოლა, ტყიბული, ზესტაფონი, ხონი, ვანი და ბაღდათი), სამეგრელოს (ფოთი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, ხობი, წალენჯიხა, მარტვილი, სენაკი, აბაშა), რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის (ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი) და გურიის (ლანჩხუთი) მხარეებში გეოლოგიური აგეგმვითი სამუშაოები განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის […]