,,გორმედის” სამედიცინო ცენტრში ახალი თაობის ციფრული მამოგრაფი დამონტაჟდა

,,გორმედის” სამედიცინო ცენტრში ახალი თაობის ციფრული მამოგრაფი დამონტაჟდა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა “გორმედი” ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აპარატი სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და უზრუნველყოფს გამოსახულების მაღალ ხარისხსა და პროცედურის კომფორტულად ჩატარებას.
“მამოგრაფია სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდია, რომელიც ფართოდ გამოიყენება მკერდის კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად. ახალი თაობის ციფრული მამოგრაფი იძლევა უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას, ამცირებს კვლევის ხანგრძლივობას. დასხივება და სარძევე ჯირკვლის კომპრესია მინიმუმამდეა დაყვანილი. პროცედურა პაციენტებისთვის უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდა, დიაგნოზი კი – უფრო ზუსტი.
საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში ქალთა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის, ძუძუს კიბო ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებული, სიცოცხლისათვის საშიში და გავრცელებული დაავადებაა. მკერდის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის სკრინინგის მნიშვნელობა სასიცოცხლოა, რადგან დაავადების ადრეული დიაგნოსტირებისას მკურნალობა გაცილებით ეფექტურია.
შეგახსენებთ, რომ ,,გორმედის” სამედიცინო ცენტრი ჩართულია სკრინინგის უფასო სახელმწიფო პროგრამაში. ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგის პროგრამით სარგებლობა 40-70 წლის ასაკის ქალბატონებისთვისაა შესაძლებელი”, – აღნიშნულია ,,გორმედის” სამედიცინო ცენტრის ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს