„ევროპას სხვადასხვა ქვეყნებიდან მეტი გაზის მიღება სჭირდება. ამ დროს საქართველოსთვის ალტერნატივა რუსული გაზი რჩება“

საქართველოში რუსული გაზის იმპორტი იზრდება, აზერბაიჯანულის კი მცირდება. თუ 2022 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიან შესყიდვებში რუსულ გაზზე მხოლოდ 12.2% მოდიოდა, წელს საანგარიშო პერიოდში ეს მაჩვენებელი 36%-მდე გაიზარდა, აზერბაიჯანის შემთხვევაში კი, 87.8%-დან 64%-მდე შემცირდა. „ჯეოქეისის“ უფროსი მკვლევარი ლიანა ჯერვალიძე bpn.ge-სთან ამბობს, რომ ევროპაში რუსულ გაზზე უარის თქმის შემდეგ, ალტერნატიულ, ბაზრებზე (შესაბამისად, აზერბაიჯანულზეც) მოთხოვნა გაიზარდა, შედეგად კი, საქართველო […]

ვისი ჩართულობით ჩატარდება ვერიფიკაციის აპარატების საექსპერტო კვლევები? – პროკურატურა

გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დროს ცალკეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების ფარგლებში, სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში […]

“ღმერთმა დაგვიფაროს, ბელარუსში პრეზიდენტად ქალი აირჩიონ” – ლუკაშენკო

ღმერთმა დაგვიფაროს, ბელარუსში პრეზიდენტად ქალი აირჩიონ. ბელარუსში პრეზიდენტი მთავარსარდალია. ამასთან, ეს ურთულესი სამსახურია. ქალის ასე დატვირთვა საჭირო არ არის, ეს არ არის ცერემონიული თანამდებობა. შეიძლება დროსთან ერთად მივიდეთ ამ სტილამდეც, მაგრამ ახლა ასე არ არის.

პროკურატურა – დაილუქა საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები – ვერიფიკაციის აპარატებიდან ინფორმაციის გამოთხოვა და საექსპერტო კვლევები „სმარტმატიკის“ ჩართულობით განხორციელდება

საქართველოს გენერალური პროკურატურა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც პროკურატურა განმარტავს, სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში დაილუქა საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები, რათა უზრუნველყოფილიყო მათზე არსებული ინფორმაციის დაცულობა. პროკურატურის ინფორმაციით, ვინაიდან გამოძიებით დგინდება, რომ ვერიფიკაციის აპარატები მუშაობს კომპლექსური კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით, რაც ტექნოლოგიურად […]

ნაწყენნი არიან, რომ აშშ-ში არ გააკეთეს ის არჩევანი, როგორიც ევროპის პოლიტიკურ ელიტას სურდა. იგივეა საქართველოზეც. ფიქრობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რასაც ბრიუსელი ეტყვის

ნაწყენნი არიან, რომ აშშ-ში არ გააკეთეს ის არჩევანი, როგორიც ევროპის პოლიტიკურ ელიტას სურდა. იგივეა საქართველოზეც. ფიქრობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რასაც ბრიუსელი ეტყვის ევროპარლამენტის დებატები არა მარტო საქართველოზე, არამედ შეერთებულ შტატებზეც ჯგუფური თერაპიის სესიას ჰგავს, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ, ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს უკავშირდებოდა. მისი თქმით, […]

ნებისმიერმა თანამდებობის პირმა ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, ვფიქრობ, რაღაც დასკვნები უნდა გამოიტანოს, მინიმუმ უნდა გადახედოს იმ წყაროებს, რა წყაროებითაც ინფორმაციას იღებდა – ხომ ნახეს, რა ყოფილა ქართველების ინტერესი

ნებისმიერმა თანამდებობის პირმა ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, ვფიქრობ, რაღაც დასკვნები უნდა გამოიტანოს, მინიმუმ უნდა გადახედოს იმ წყაროებს, რა წყაროებითაც ინფორმაციას იღებდა – ხომ ნახეს, რა ყოფილა ქართველების ინტერესი მეგობრებო, ვერ დაარწმუნებთ ქართველებს, რომ ლბგტ პროპაგანდაზე გადის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ. იგი ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ […]

აი ფაქტი: სურვილის შემთხვევაში, არჩევნებზე პასპორტის წამკითხველ აპარატებს ჩვენც მოგვაწვდიდნენ

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი ფაქტმა გამოიკვლია, შეეძლო თუ არა ცესკოს ისეთი აპარატის ყიდვა, რომელიც ID ბარათთან ერთად, პასპორტსაც თავისუფლად წაიკითხავდა. როგორც აი ფაქტი აღნიშნავს, ეს შეზღუდვა არაა კომპანია Smartmatic International-ის ჩანაფიქრი, რომელმაც ჩვენ აპარატები მოგვაწოდა. აპარატის ფუნქციური მახასიათებლები ცესკომ ერთპიროვნულად გადაწყვიტა. სურვილის შემთხვევაში, კომპანია ჩვენც მოგვაწვდიდა პასპორტის “წამკითხველ” აპარატებს, ზუსტად ისე, როგორც, მაგალითად, ალბანეთს და […]

“კოალიცია ცვლილებისთვის” საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ანალიზს აქვეყნებს

“კოალიციამ ცვლილებისთვის” პრესკონფერენციაზე 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ანალიზის პრეზენტაცია გამართა. კოალიციის ინფორმაციით, დოკუმენტის მიზანია, თავი მოუყაროს საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ყველა ხელმისაწვდომ ანალიტიკურ თუ შეფასებითი ხასიათის ინფორმაციას, “არსებული მონაცემების საფუძველზე წარმოადგინოს საპარლამენტო არჩევნების სისტემური შეფასება გაყალბებისა და ფალსიფიცირების თვალსაზრისით”. ამასთან, დაასაბუთოს და განმარტოს, გაყალბდა თუ არა, და რა მასშტაბით გაყალბდა არჩევნები და […]

საფრანგეთის პროკურატურა მარინ ლე პენისთვის 5-წლიან პატიმრობას ითხოვს

პარიზის პროკურატურამ, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის წინააღმდეგ, ევროკავშირის თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე, თავისუფლების ხუთი წლის ვადით აღკვეთა, მათგან სამწლიანი პირობითი მსჯავრი მოითხოვა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, თუ სასამართლო ბრალდების მხარეს დაეთანხმება, ლე პენი 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მას იმავე ვადით საჯარო თანამდებობის […]

“ფილტრია დღეს ზურაბიშვილი… ჩვენ არავის დასაცავად არ გამოვალთ და არავის საცემრად არ გამოვექანებით” – კოკა მორგოშია

სალომე ზურაბიშვილი რომ იბარებს ამათ შეხვედრაზე, თავის ნაფიქრს კი არ ეუბნება, იმას ეუბნება, რასაც გადმოსცემენ, ფილტრია დღეს სალომე ზურაბიშვილი, იქ შეიძლება გვარამიას ვიღაცას წერს და გახარია, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. მოთამაშეები სალომეს მეშვეობით ეკონტაქტებიან ევროპელებს, ამათი აქტივობები, აქციები არის მათთან შეთანხმებული, ევროპელები როცა ეტყვიან დააძაბინებენ, როცა საჭირო იქნება “გაალაითებენ”, როცა საჭირო იქნება მარცხნივ გადაახვევინებენ, როცა […]