არჩევნების საქმეს სააპელაციო სასამართლო მხარეების გარეშე განიხილავს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში არჩევნების საქმე დღეს, 16:00 საათზეა ჩანიშნული. მოსარჩელეების ინფორმაციით, განხილვა მხარეთა მონაწილეობის გარეშე გაიმართება. მოსამართლეთა კოლეგიის შემადგენლობა მათ ამ დრომდე [განხილვამდე 4 საათით ადრე] არ იციან. საქალაქო სასამართლომ მოსარჩელეების – “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, “ლელო საქართველოსთვის” და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელები 13 ნოემბერს განიხილა. ისინი საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. […]
სააპელაციო საარჩევნო დავას მხარეთა დასწრების გარეშე განიხილავს

თბილისის სააპელაციო სასამართლო საარჩევნო უბნების 90%-ის ბათილად გამოცხადების საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე, ანუ მხარეთა დასწრების გარეშე განიხილავს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრეს სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფარულობის დარღვევის გამო უბნების უმრავლესობაზე შედეგების გაბათილებას მოითხოვს. სხდომა დღეს, 16:00 საათზეა დანიშნული. საქმეს განიხილავს მოსამართლეთა კოლეგია თამარ ონიანის, ილონა თოდუასა და ნანა […]
საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილია – ითამაშებს თუ არა დოვბიკი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ

Football.ua-ს ინფორმაციით, უკრაინის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი არტიომ დოვბიკი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. ფეხბურთელს მუხლის ტრავმა აწუხებდა და დიდი კითხვის ნიშნები არსებობდა, მაგრამ “რომას” 27 წლის თავდამსხმელა ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო და შესაბამისად, ბათუმურ მატჩშიც სასტარტოში იქნება. ინფორმაციისთვის, მიმდინარე სეზონში დოვბიკმა ყველა ტურნირზე 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 6 გატანილი გოლითა და 1 ასისტით […]
მობილიზებულია პოლიცია, ტექნიკა – აფხაზეთში “საინვესტიციო შეთანხმებას” იხილავენ

დღეს, 15 ნოემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში გაიმართება სხდომა “საინვესტიციო საქმიანობის შესახებ” შეთანხმებასთან დაკავშირებით. დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან შეთანხმების მოწინააღმდეები იკრიბებიან. ადგილობრივი ტელეგრამ არხის ინფორმაციით, პარლამენტის ჭიშკარი ყველასთვის ღიაა [მათ შორის რუსი ჟურნალისტებისთვის] ადგილობრივი ოპოზიციური ჟურნალისტების გარდა. “სამხედრო ტექნიკის შეკრება, პოზიციების გამაგრება, 20 დეპუტატის გაუჩინარება, პარლამენტის კედლებთან სამხედრო და სამართალდამცავების შეკრება. არა, ეს არ […]
ჯო ბაიდენი პერუში ჩავიდა, სადაც სი ძინპინს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ლათინურ ამერიკაში ექვსდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პერუში ჩავიდა, – ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჯო ბაიდენი, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს დაესწრება. ჯო ბაიდენი, ვიზიტის ფარგლებში, ბრაზილიაში „დიდი ოცეულის“ სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 18-19 ნოემბერსაა დაგეგმილი. თეთრი სახლის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ბაიდენის ვიზიტი იქნება არსებითი […]
თამარ კორძაია – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივიზმი, რადგან თუ ჩვენს წართმეულ ხმას დღეს არ ამოვიღებთ და არ დავიბრუნებთ, ეს დასრულდება იმით, რომ არასდროს გვექნება ხმა და გადავალთ ტოტალიტარიზმში

დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივიზმი, რადგან თუ ჩვენს წართმეულ ხმას დღეს არ ამოვიღებთ და არ დავიბრუნებთ, ეს დასრულდება იმით, რომ არასდროს გვექნება ხმა და გადავალთ ტოტალიტარიზმში, – ამის შესახებ ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ, „დაიტოვეს“ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი შეფასებით, მიუხედავად სასამართლოში წარმოებული დავებისა, აღნიშნული უწყების იმედი არ აქვს და ბრძოლის იარაღად საზოგადოების ქუჩაში […]
უკრაინული მხარის ცნობით, კრასნოდარზე დრონებით შეტევის სამიზნე სამხედრო აეროდრომი იყო

რუსეთის კრასნოდარის მხარეზე უკრაინული დრონებით დღევანდელი შეტევის ერთ-ერთი სამიზნე სამხედრო აეროდრომი იყო. ამის შესახებ პირველი ცნობები დილით გავრცელდა რუსული ტელეგრამ-არხებით. მოგვიანებით უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრი კოვალენკომ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ დრონებით შეუტიეს კრასნოდარის მხარეში მდებარე სამხედრო აეროდრომ „კრიმსკს“. ეს აეროდრომი კრასნოდარის მხარის ქალაქ კრიმსკის ჩრდილოეთით მდებარეობს. საჯარო წყაროების […]
Eurosport: ალონსო ზაფხულში “რეალს” ჩაიბარებს და თან ამ ფეხბურთელსაც წაიყვანს

Eurosport-ის ცნობით, “ლევერკუზენის” ამჟამინდელი დამრიგებელი ხაბი ალონსო 2025 წლის ზაფხულში “რეალის” მთავარი მწვრთნელი გახდება. აღნიშნული წყაროს ინფორმაციითვე, ესპანელი “ბაიერიდან” ხელცარიელი არ წავა და მადრიდულ გრანდში ალეხანდრე გრიმალდოსაც გაიყოლებს. მოგეხსენებათ, ალონსოს არაერთი გრანდი გასულ ზაფხულსაც იწვევდა, თუმცა მან კიდევ 1 სეზონით “ლევერკუზენში” დარჩენა გადაწყვიტა.
„საქსტატი“ – 2023 წელს ეკონომიკა 11.0 პროცენტით გაიზარდა

„საქსტატი“ მთლიანი შიდა პროდუქტის 2023 წლის მონაცემებს აქვეყნებს. „საქსტატის“ ცნობით, დაზუსტებული მონაცემებით 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 80 882.8 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 11.0 პროცენტით აღემატება. „რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2023 წელს, წინა წელთან შედარებით 7.8 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2023 წელს 2.9 […]
სადამკვირვებლო ორგანიზაციები დღეს პრეზიდენტთან საჯარო შეხვედრას გამართავენ

დღეს სადამკვირვებლო ორგანიზაციები – კოალიცია “ჩემი ხმა”, საია და “სამართლიანი არჩევნები” პრეზიდენტთან საჯარო შეხვედრას გამართავენ და კენჭისყრის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ სალომე ზურაბიშვილს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. შეხვედრაზე დამკვირვებლები პირადად ისაუბრებენ იმ ფაქტებზე რაც არჩევნებზე დაკვირვების პროცესში გამოავლინეს და საკუთარ სადამკვირვებლო გამოცდილების შედეგებს პრეზიდენტს გაუზიარებენ. შეხვედრა პარასკევს, 19:00 საათზე, სასტუმრო “პულმან თბილისი აქსის თაუერში” გაიმართება.