სოხუმის აეროპორტში ტექნიკური ავიარეისების განხორციელება დაიწყო

სოხუმის აეროპორტში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, პირველი ტექნიკური ავიარეისები ხორციელდება, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ტელეკომპანია Абаза ТВ-თან ინტერვიუში განაცხადა. ბჟანიას თქმით, ინვესტორმა საკუთარი ხარჯებით შეძლო ობიექტის უწყვეტი ელექტრომომარაგება. 2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენას შპს „ინფრასტრუქტურის დეველოპმენტი“ განახორციელებდა.
გამომცემლები: რუსული კანონის რეესტრში რეგისტრაცია მიუღებელია, ვტოვებთ ასოციაციას

წიგნის 19 გამომცემლობა აცხადებს, რომ მათთან შეუთანხმებლად საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ბორდის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა რუსული კანონის რეესტრში რეგისტრაცია გადაწყვიტეს, რის გამოც, გამომცემლობებმა მიიღეს გადაწყვეტილება დატოვონ ასოციაცია. “2024 წლის 29 აგვისტოს საქართველოს წიგნის გამავრცელებელთა და გამომცემელთა ასოციაციის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, ასოციაციის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირების შესახებ. ეს გადაწყვეტილება გამგეობამ, მისმა […]
„თიბისის მაცნე“ – გაზეთი, რომელშიც მკითხველს, აგროსიახლეებთან ერთად, გათამაშებაც დახვდება

„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესების საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავს მიზნად. „თიბისის მაცნე“ საქართველოს ოთხ რეგიონში: სამეგრელოში, იმერეთში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში ვრცელდება, ჯამში 70-მდე ქალაქსა და სოფელში. გაზეთი რეგიონების მოსახლეობას უსასყიდლოდ ურიგდება და ის ხელმისაწვდომია თიბისის ფილიალებში. გაზეთის მეორე […]
ბანკებს ჯარიმების ზედა ზღვარი შესაძლოა 10-ჯერ გაეზარდოთ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საჯარო კონსულტაციის მიზნით, „კომერციული ბანკებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესში“ შესატანი ცვლილებების პროექტი გამოაქვეყნა. პროექტის მიხედვით, თუ აქამდე მოქმედი ნორმა ითვალისწინებს კონკრეტული დარღვევებისთვის ბანკების მათი საზედამხედველო კაპიტალის 0.1%-ით დაჯარიმებას, გამოქვეყნებული ბრძანების პროექტით ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა საზედამხედველო კაპიტალის 0.5%-დან 1%-ის ჩათვლით შეიძლება იყოს. „აღსანიშნავია, რომ ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების […]
Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7338 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7338 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7325 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 14 ნოემბრის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7334 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8736 ლარია.
მამუკა ხაზარაძის შეფასებით, პროკურატურის მიერ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის დაყადაღება საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ „დანაშაულის კვალის დაფარვა მიმდინარეობს“

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პროკურატურის მიერ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის დაყადაღება საფუძვლიან ეჭვის აჩენს, რომ „დანაშაულის კვალის დაფარვა მიმდინარეობს“. როგორც ხაზარაძე „ფეისბუქზე“ წერს, ამ აპარატებსა და დოკუმენტაციაში არის უტყუარი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს „სისტემურ დანაშაულს არჩევნების უპრეცედენტო გაყალბებასთან დაკავშირებით“. „26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებისთანავე „ძლიერმა საქართველომ“ ოფიციალურად მიმართა ცესკო-ს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ქვითრების გახსნასთან […]
მამუკა ხაზარაძე – „რუსული ოცნების“ „სტრატეგები“ საპროტესტო ტალღას პულსს უთვლიან და ერთ ან მაქსიმუმ ორკვირიან სიცოცხლეს აძლევენ ხოლმე, თუმცა ამჯერად მათი მოლოდინი, რომ პროტესტი მინელდება, უიმედოა!

როგორც წესი, „რუსული ოცნების“ „სტრატეგები“ საპროტესტო ტალღას პულსს უთვლიან და ერთ ან მაქსიმუმ ორკვირიან სიცოცხლეს აძლევენ ხოლმე. თუმცა ამჯერად, მათი მოლოდინი, რომ პროტესტი მინელდება, უიმედოა! – ბათუმელმა სტუდენტებმა ახალი სიცოცხლე შემატეს პოლიტიკურ პროცესს,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „ფეისბუქზე“ დაწერა, რითაც ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ბათუმის უნივერსიტეტი იყო 6 მაისის […]
ნინო სუხიშვილი იუბილარია: ორი ქორწინება, ცხოვრების ტრაგედია და საქმე, რომელსაც სიცოცხლე მიუძღვნა – Marao

დღეს ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ნინო სუხიშვილის დაბადების დღეა. 15 ნოემბერს მას 60 წელი შეუსრულდა. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, თვალი გადავავლოთ მის პირად და პროფესიულ ცხოვრებას, რომელიც ბევრი საინტერესო პასაჟითაა დატვირთული. “მერე რა, გოგო შვილიშვილიც შვილიშვილია”, – ეს სიტყვები დიდ ილიკო სუხიშვილს ნინოზე უთქვამს, როცა მისი დაბადებისას ბიჭს ელოდებოდნენ. ნინო ამბობს, რომ, რადგან ეს […]
გამოძიების ფარგლებში ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები დაილუქა

გამოძიების ფარგლებში ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები დაილუქა საქართველოს პროკურატურის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ყველა აპარატი დალუქეს. “გამოძიების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოითხოვოს ვერიფიკაციის აპარატებში დაცული ინფორმაცია, რომელიც ასახავს საარჩევნო უბნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა მონაცემებს. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ კი დაგეგმილია კომპიუტერული/ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც, სხვა საკითხებთან […]
„სასწაული ამბავია… კიდევ ერთი ადამიანი ავარიდეთ ქუჩაში გაყინვას – ბებომ თავისი ერთი გოჯი მიწა გაუყო, ახლა მეზობლები არიან და ერთმანეთს ეხმარებიან, ასეთ დიდ ადამიანებს, ახლოდან მხოლოდ ქუჩაში შეხვდები…“ – აკა სინჯიკაშვილი

„სასწაული ამბავია… კიდევ ერთი ადამიანი ავარიდეთ ქუჩაში გაყინვას – ბებომ თავისი ერთი გოჯი მიწა გაუყო, ახლა მეზობლები არიან და ერთმანეთს ეხმარებიან, ასეთ დიდ ადამიანებს, ახლოდან მხოლოდ ქუჩაში შეხვდები…“ – აკა სინჯიკაშვილი „კიდევ ერთი ადამიანი ავარიდეთ ქუჩაში გაყინვას და თავისი სახლი აქვს“, – წერს სოციალურ ქსელში ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი და საზოგადოებას ამ ამბის ემოციურ ნაწილს უზიარებს. […]