ისრაელის დარტყმებს ემსხვერპლა 12 ლიბანელი მაშველი, სირიაში დაღუპულია 15 ადამიანი

ისრაელის საჰაერო დარტყმებს ლიბანის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბაალბეკის სამოქალაქო დაცვის ცენტრში ემსხვერპლა, სულ მცირე, 12 ლიბანელი მაშველი – იუწყებიან ჯანდაცვის და დახმარების მუშაკები. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, სირიის სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ ისრაელის იერიშებს დედაქალაქსა და მის გარშემო შეეწირა, სულ მცირე, 15 ადამიანი. ლიბანის გადაუდებელი დახმარების თანამშრომლები 14 ნოემბერს, საღამოს, დანგრეული ნაგებობის ქვეშ დარჩენილი თავიანთი […]
პოლიციელის საეჭვო სიკვდილი – ვინ არის ვიცე-პოლკოვნიკი, რომელსაც ოჯახი ხელს ადებს

ფოტო – ტვ პირველი პოლიციელის საეჭვო გარდაცვალება – ოჯახი ხელს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკს ადებს. გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი ირწმუნება, რომ სწორედ ზვიად პაპუაშვილი ფიგურირებს მუქარის შემცველ შეტყობინებებში, რომელიც სულაშვილს გარდაცვალებამდე მისდიოდა. ვიცე-პოლკოვნიკი, რომელსაც შს მინისტრ, ვახტანგ გომელაურისგან მადლობის სიგელიც აქვს მიღებული, კომენტარს არ აკეთებს. სულაშვილის და ტვ პირველთან ამბობს: ტრაგედიაა ერთი ახალგაზრდა ბიჭის დაღუპვა, მეორეა ასე უყურადღებოდ […]
აფხაზები ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ – რა ხდება ოკიპირებულ სოხუმში

ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. რუსული მედიის ინფორმაციით, ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა და აქციის მონაწილეეებმა სატვირთო მანქანით შეანგრიეს ჯებირები. ე.წ. პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, რომლებიც „კანონპროექტის“ რატიფიკაციას ეწინააღმდეგებიან, დაშლას არ აპირებენ და მოითხოვენ, სხდომა ჩატარდეს და ე.წ. დეპუტატებმა „კანონპროექტის“ წინააღმდეგ მისცენ ხმა. საპროტესტო ტალღა სოხუმში […]
პროფესორ-მასწავლებლები დეზინფორმაციით ცდილობენ სტუდენტების მოტყუებას და ამით მათ აქციებზე გამოყვანას
„ნუ თამაშობთ ახალგაზრდების სუფთა გრძნობებით! ნუ იყენებთ სტუდენტებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის!“ – ასე მიმართა სოციალური ქსელის მეშვეობით პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ პროფესორ-მასწავლებლებს. მისივე თქმით, პროფესორ-მასწავლებლების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება სირცხვილია. „უკვე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ოპოზიციონერი პროფესორ-მასწავლებლების სტატუსები, სადაც ისინი სტუდენტებს მიმართავენ, რომ 1 დეკემბრიდან ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, ვეღარ შეძლებენ ესაუბრონ მათ […]
საია: სააპელაციო არჩევნების შედეგების ბათილობაზე სარჩელებს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლო საია-ს საჩივარს, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას გულისხმობს, მხარეების დასწრების გარეშე განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ასოციაცია სოციალურ ქსელში აქვეყნებს. “თბილისის სააპელაციო სასამართლო საია-ს საჩივარს საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების/არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. საია-ს გასაჩივრებული ჰქონდა თბილისის […]
“ახლა ხვდებით რატომ მეშინია ბათუმში მაღალსართულიანი, საეჭვოდ ნაშენი შენობების?” – თეა გოდოლაძე

სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე სანაპირო ზოლიდან 61 კმ–ში მიწისძვრის შედეგად, აჭარაში ბიძგებს ეხმაურება და წერს: “ახლა ხვდებით რატომ მეშინია ბათუმში მაღალსართულიანი, საეჭვოდ ნაშენი შენობების? თან სანაპირო ზოლზე. და ეს მხოლოდ 4.9 მაგნიტუდაა, გაცილებუთ ძლიერი რომ მოხდეს?!”
თბილისის წიგნის დღეები 2024 დაიწყო

წიგნების მოყვარულთა ნამდვილი დღესასწაული – თბილისის წიგნის დღეები დაბრუნდა – გამოფენა 15-17 ნოემბერს ექსპო ჯორჯიაში იმართება და ქართველ მკითხველს ათეულობით გამომცემლობასა და მაღაზიას გააცნობს. გამოფენა – გაყიდვასთან ერთად, ტრადიციულად, წიგნის დღეები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის სტუმრებისათვის განკუთვნილ მრავალფეროვან კულტურულ, საგანმანათლებლო და გასართობ პროგრამას გააერთიანებს. დასწრება თავისუფალია.
„არ შეუჩერო ვიზალიბერალიზაცია ხალხს, დაასანქცირე ბიძინა“ – ამ ლოზუნგით ევროკავშირის საელჩოსთან აქცია გაიმართა

„არ შეუჩერო ვიზალიბერალიზაცია ხალხს, დაასანქცირე ბიძინა“- ამ ლოზუნგით ევროკავშირის საელჩოსთან აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა „ნება“ იყო. როგორც აქტივისტები განმარტავენ, ის პროცენტები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწერა, არჩევნების გაყალბების შედეგია. „ოქტომბრის შემდეგ ყველა ვაპროტესტებთ მოპარულ და გაყალბებულ არჩევნებს, რომელიც ბიძინამ მოგვპარა. ვთხოვთ, ევროკავშირს, დაასანქცირონ ისინი, ვინც საქართველოში ახალგაზრდებს მომავალს ჰპარავენ. ის პროცენტები, რაც ბიძინამ დაიწერა, არის […]
190-ზე მეტი ვეტერინარული კლინიკის, ვეტაფთიაქისა და ზოომაღაზიის კონტროლის შედეგად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 5 დარღვევა გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყების ინსპექტორებმა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 190-ზე მეტი ობიექტი შეამოწმეს, დარღვევა კი მხოლოდ 5 შემთხვევაში გამოავლინეს. მათი ცნობით, გამოვლენილ სამართალდარღვევებს შორისაა არარეგისტრირებული, ვადაგასული პრეპარატის რეალიზაციისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის შემთხვევები. „სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები ვეტერინარულ კლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში შემოწმდა […]
აფხაზეთში აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ

ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის სესია გაიხსნა, რომელზედაც „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების“ შესახებ „კანონპროექტის“ რატიფიკაცია იგეგმებოდა, თუმცა ე.წ. „დეპუტატებმა“ დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა არ გაგრძელდება. ე.წ. „პარლამენტის“ […]