შალვა პაპუაშვილი – ეუთო/ოდირის ანგარიში არის გადამწყვეტი, მათი დასკვნით კი, 26 ოქტომბრის არჩევნები შედგა და საქართველოს არჩეული ხელისუფლება ჰყავს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეუთო/ოდირის ანგარიში არის გადამწყვეტი, მისი დასკვნით კი, 26 ოქტომბრის არჩევნები შედგა და საქართველოს არჩეული ხელისუფლება ჰყავს. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან წინასწარ გააფრთხილა ეუთო/ოდირის მისია, რომ მათ ანგარიშთან დაკავშირებით სპეკულაციები იქნებოდა. „ამ არჩევნებს 25 ათასი დამკვირვებელი აკვირდებოდა და რამდენიმე ასეული სადამკვირვებლო ორგანიზაცია იყო. ახლა ყველას უნდა დაიბრალოს, რომ მათი აზრი […]

შალვა პაპუაშვილი – ქართველების სათქმელი ჟიგიმანტას პავილიონისს ლიეტუვამ უთხრა და ხელისუფლებას ჩამოაცილა – ალბათ, არა მხოლოდ ქართველის, ლიეტუველების წინააღმდეგ მავნე საქმიანობით იყო დაკავებული

ქართველი ხალხის სათქმელი, საბოლოოდ, მას [ჟიგიმანტას პავილიონისს] ლიეტუველმა ხალხმა უთხრა და ხელისუფლებას ჩამოაცილა – როგორც ჩანს, არა მხოლოდ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არამედ ლიეტუველი ხალხის წინააღმდეგაც მავნე საქმიანობით იყო დაკავებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ლიეტუველი, ესტონელი, გერმანელი, ფრანგი თუ პოლონელი ხალხის ინტერესებში „ქართველი ხალხისთვის ზემოდან ყურება და საქართველოში დემოკრატიისთვის […]

შალვა პაპუაშვილი – საბჭოთა კავშირში რევიზორები რომ ჩამოდიოდნენ მოსკოვიდან, ახლა ბრიუსელიდან უნდა ჩამოვიდნენ, გამოძიებები უნდა ჩაგვიტარონ და ქართველ ხალხს კონტროლი უნდა გაუწიონ

[ოპოზიციაში] თავადვე ამბობენ, რომ ვიღაცები უნდა ჩამოვიდნენ, საბჭოთა კავშირში რევიზორები მოსკოვიდან რომ ჩამოდიოდნენ, ახლა ბრიუსელიდან უნდა ჩამოვიდნენ, გამოძიებები უნდა ჩაგვიტარონ და კონტროლი უნდა გაუწიონ ქართველ ხალხს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ოპოზიცია საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის მიზანი იყო საქართველოსგან ვასალური სახელმწიფო […]

ზოგიერთი პროტესტის გამოხატვის ცივილურ ფორმებს გასცდა – ცესკოს თავმჯდომარე თავის სახლთან აქციაზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ეხმაურება თავის სახლთან გამართულ საპროტესტო დემონსტრაციას და აცხადებს, რომ ზოგიერთი პირი „გამოხატვის ცივილურ ფორმებს გასცდა“. იგი მოწინააღმდეგეებს ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს. კალანდარიშვილი 15 ნოემბერს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში საუბრობს „ზეწოლის კამპანიაზე“, რაც, მისი თქმით, არჩევნების შემდეგ „სულ უფრო ძლიერდება და ინტენსიურ და შეურაცხმყოფელ ხასიათს იღებს“. „არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ზოგიერთი პირი გასცდა […]

სოხუმში მომიტინგეებმა ე.წ. პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობები დაიკავეს

სოხუმში მიმდინარე აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობებში შეიჭრნენ. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს, რომ დერეფნები ხალხით არის სავსე. ისინი მოუწოდებენ ძალოვნებს, არ გაუწიონ წინააღმდეგობა და მათ მხარეს გადავიდნენ. ადგილობრივი მედია წერს, რომ სამართალდამცველები დერეფნებიდან გადიან და ხალხი სრულ კონტროლს ამყარებს. მომიტინგეები შევიდნენ ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას, სამუშაო კაბინეტსა და სათათბირო დარბაზში. ხალხი მის გადადგომას […]

ბჟანიას პრესსამსახურის ცნობით, რუსეთთან შეთანხმების კანონპროექტს უკან გაიწვევენ

ბჟანის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს საინვესტიციო შეთანხმების კანონპროექტის პარლამენტიდან გატანის შესახებ. “ეს გადაწყვეტილება რესპუბლიკაში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით იქნა მიღებული”, – აღნიშნულია განცხადებაში. პროტესტის მონაწილეებმა დე ფაქტო ხელისუფლებას გადაწყვეტილების მისაღებად 20 წუთი მისცეს. გარდა ამისა, მონაწილეები შეიჭრნენ პარლამენტის შენობაშიც. აფხაზური ტელეგრამ არხის ინფორმაციით, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები “ხალხს წინააღმდეგობას არ უწევენ.” ცოტა […]

ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC-ის ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია

ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC-ის ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC (International Wines and Spirits Competition) წელს მესამედ უმასპინძლებს. კონკურსის ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობაც ცნობილია, რომლებიც წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდითან ერთად შეაფასებენ. სწორედ, მათი გამოცდილებითა და ცოდნით, კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება. ქართველ მსაჯებს შორის არიან ექსპერტები და ღვინის […]

რუსეთიდან ფულადი გზავნილები 44%-ით შემცირდა, ყირგიზეთიდან და საუდის არაბეთიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა

2024 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 281.1 მლნ აშშ დოლარი (766.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 1.5%-ით (4.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.7% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ოქტომბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის […]

კომპანია „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა

კომპანია „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა დაინტერესებული მხარეები კვლავ აგრძელებენ 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოყენებული ბიულეტენის შესავსებ მარკერთან დაკავშირებით ინფორმაციით მანიპულაციას. საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთხელ განმარტა, რომ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები „სმარტმატიკმა“ მოგვაწოდა. აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც […]

ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ

ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, მომიტინგეებმა „პარლამენტის“ ფანჯრები შეამტვრიეს და შენობაში შევიდნენ. შეგახსენებთ, დღეს ე.წ. პარლამენტში სოხუმს და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმების პროექტის რატიფიცირება იგეგმებოდა. თუმცა ე.წ. „დეპუტატებმა“ დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა ჩაიშალა. აქციის მონაწილეები „დეპუტატებისგან“ სხდომის გამართვას და პროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემას […]