შოლცმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს, პირველად თითქმის ორი წლის განმავლობაში

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს, 15 ნოემბერს, ერთი საათის განმავლობაში ტელეფონით ისაუბრეს, – ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წყარომ განაცხადა. სააგენტო “როიტერის” თანახმად შოლცმა პუტინს უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა მოსთხოვა და ხაზი გაუსვა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობასთან. გერმანიის მთავრობის ცნობის თანახმად, შოლცმა პუტინთან საუბარში აღნიშნა, რომ უკრაინას დაეხმარება იმდენი […]

მოსკოვი დე ფაქტო აფხაზეთის ოპოზიციას დაძაბულობის პროვოცირებაში ადანაშაულებს

აფხაზური წყაროების ცნობით, ოპოზიციონერი „დეპუტატების“ ჯგუფი ე.წ. პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან შესახვედრად გაემართა, რათა მას გადასცეს ხალხის მოთხოვნა – უპირობო და დაუყოვნებელი გადადგომის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ბჟანია შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში იმყოფება. ვარაუდობენ, რომ ის მოსკოვს დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის. „ჩვენი ინფორმაციით, პრეზიდენტი აგზავნის საგანგაშო სიგნალებს მოსკოვში, ამბობს, რომ აფხაზეთში სახელმწიფოს გადატრიალებას რაღაც პროთურქული ძალები აწყობენ. არანაირი […]

“ან დაინიშნება ახალი არჩევნები, ან ვერ შევლენ პარლამენტში” – ოთარ ზურაბიშვილი

დღეს გამართულ საპროტესტო მსვლელობას პრეზიდენტის ძმაც შეუერთდა. ოთარ ზურაბიშვილი ამბობს: მთავარია ხალხის ძალა. კარგია და აუცილებელი, რომ გვაქვს მხარდაჭერა უცხოეთიდან, მაგრამ მთავარი გასაკეთებელი არის ჩვენგან. ისტორიას გადახედეთ, როგორც ხდებოდა ისტორიაში – ხალხმა ფეხზე დგომით გაიმარჯვა. მივესალმები ბათუმელ სტუდენტებს, ძალიან საჭირო იყო მათი აქციები. ეს იქნება ჩვენი გამარჯვების გზა. ყველაფერი ძალიან სწრაფად გადაწყდება, არ მგონია გაგრძელდეს. […]

რა ხდება თსუ–ში? – “რომ გავაპროტესტეთ, გვირაბით გაგვიყვანეს” – გიორგი ბადრიძე

„რონდელის ფონდის“ მკვლევარი, გიორგი ბადრიძე, სოციალურ ქსელში, წერს, რომ თსუ–დან არ უშვებდნენ და შემდეგ, გვირაბით გამოიყვანეს: არ მიშვებენ უნივერსიტეტიდან, იმიტომ რომ არ შემოუშვან სტუდენტები. გავაპროტესტე თავისუფლების უკანონო შეზღუდვა და სხვებთან ერთად გვირაბით გაგვიყვანეს მეორე კორპუსში (გვირაბის ბოლოს კარი ჩარაზული დაგვხვდა, კლაუსტროფობიისთვის იდეალური პირობებით), ბოლოს გამოგვიშვეს. ცნობისთვის, სტუდენტები აცხადებენ, რომ მათ და ლექტორებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის […]

ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტს გაიწვევენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტს გაიწვევს, – ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას პრესსამსახური ავრცელებს. განცხადების თანახმად, ბჟანიას „ადმინისტრაცია” დოკუმენტზე მუშაობს, რომელსაც პარლამენტიდან რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტის გაწვევა უნდა მოყვეს. „მსგავსი გადაწყვეტილება რესპუბლიკაში ვითარების სტაბილზიებისთვის იქნა მიღებული“, – – ნათქვამია განცხადებაში. აქამდე ოპოზიციამ ბჟანიას „პრეზიდენტის” თანამდებობიდან უპირობოდ გადადგომის მოთხოვნა […]

„კოალიცია ცვლილებისთვის” სიის ყველა წევრმა საპარლამენტო სიის რეგისტრაციაზე უარის შესახებ, ცესკოში განცხადებები ჩააბარა

კოალიციამ „ცვლილებისთვის“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანა საპარლამენტო სიის ყველა, 82 წევრის განცხადება რეგისტრაციაზე უარის შესახებ. ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „კოალიცია ცვლილებისათვის – გვარამია მელია გირჩი დროას“ საპარლამენტო სიის ყველა, 82 წევრის განცხადება საპარლამენტო სიის რეგისტრაციაზე უარის შესახებ ჩავაბარეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. დავიბრუნოთ ევროპული მომავალი, დავიბრუნოთ ჩვენი ხმა, არა რუსულ არჩევნებს“, – […]

ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, „მთავრობა“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტს გაიწვევს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტს გაიწვევს, – ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას პრესსამსახური ავრცელებს. განცხადების თანახმად, ბჟანიას „ადმინისტრაცია” დოკუმენტზე მუშაობს, რომელსაც პარლამენტიდან რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტის გაწვევა უნდა მოყვეს. „მსგავსი გადაწყვეტილება რესპუბლიკაში ვითარების სტაბილზიებისთვის იქნა მიღებული“, – – ნათქვამია განცხადებაში. აქამდე ოპოზიციამ ბჟანიას „პრეზიდენტის” თანამდებობიდან უპირობოდ გადადგომის მოთხოვნა […]

რეგიონში მშვიდობის დამყარება მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ევროკავშირს – ირაკლი კობახიძე

რეგიონში მშვიდობის დამყარება მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ევროკავშირს და მის ეკონომიკურ წინსვლას და განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “აქტუალური თემა” განაცხადა. პრემიერის თმით, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად ევროკავშირმა მიიღო ახალი მიგრაციული კრიზისი და უმძიმესი ეკონომიკური განვითარება. „მე მგონია, რომ ევროკავშირისთვისაც არის ძალიან სასარგებლო ის შედეგი, რომელიც დადგა აშშ-ში. თქვენ იცით, გასულმა […]

Süddeutsche Zeitung – ოლაფ შოლცი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თითქმის 2 წლის განმავლობაში პირველად ესაუბრა ვლადიმერ პუტინს, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სატელეფონო საუბარი, რომლის შესახებაც მხარეებს ოფიციალურად არ განუცხადებიათ, „პარასკევს დიდი მომზადების შემდეგ შედგა”. საუბრის დეტალების შესახებ არც მოსკოვში, არც ბერლინში ინფორმაცია არ გავრცელებულა. ცნობისთვის, შოლცსა და პუტინს შორის ბოლო სატელეფონო საუბარი 2022 […]

გიორგი ვაშაძე – ამ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სისტემურ, განგრძობად პროტესტს

ამ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სისტემურ, განგრძობად პროტესტს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რესპუბლიკის მოედანზე მსვლელობის დაწყებამდე „ინტერპრესნიუსთან” განაცხადა. ვაშაძის თქმით, მნიშვნელოვანია, მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ ამ არჩევნებს ხალხი არ ცნობს ლეგიტიმურად. „ამ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ პროტესტს, სისტემურ, განგრძობად პროტესტს. ხან უფრო პატარა […]