“ძალა ჩვენშია და არ ვაპირებთ დანებებას” – გრუნის სტუდენტების ნაწილის მხარდაჭერა ბსუ-ის სტუდენტებს

გრუნის თბილისისა და ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტების ნაწილი ბსუ-ს სტუდენტების პროტესტს უერთდება და სოლიდარობას უცხადებს მათ. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ისინი არ აპირებენ დანებებას და ახალგაზრდების ნებას ვერაფერი აღუდგება წინ. გრუნის თბილისისა და ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტების ნაწილი სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და ვდგავართ მათ გვერდით ამ უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში. ახალგაზრდები ამ […]

“ცვლილებისთვის” სიის ყველა წევრმა ცესკოს საპარლამენტო სიის რეგისტრაციაზე უარის შესახებ განცხადებით მიმართა

“კოალიცია ცვლილებისთვის” სიის ყველა წევრმა ცესკოს საპარლამენტო სიის რეგისტრაციაზე უარის შესახებ განცხადებით მიმართა – ინფორმაციას “კოალიცია ცვლილებისთვის” სოციალურ ქსელში ავრცელებს. „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ საპარლამენტო სიის ყველა, 82 წევრის განცხადება საპარლამენტო სიის რეგისტრაციაზე უარის შესახებ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჩავაბარეთ დავიბრუნოთ ევროპული მომავალი! დავიბრუნოთ ჩვენი ხმა! არა რუსულ არჩევნებს!, – წერს “კოალიცია ცვლილებისთვის”.

“დაიტოვეს” ორგანიზებით, თბილისში საპროტესტო აქცია-მსვლელობა დაიწყო

“უშენოდ არ გამოვა!” – თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, მოძრაობა “დაიტოვეს” ორგანიზებით, საპროტესტო აქცია-მსვლელობა დაიწყო. ისინი მსვლელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ მიდიან, სადაც სტუდენტებსა და ლექტორებს შენობაში არ უშვებენ. აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნები ჩატარებას ითხოვენ. მათი თქმით, პროტესტი მიზნის მიღწევამდე გაგრძელდება.

შალვა პაპუაშვილი – სპორტის ოლიმპიურ სახეობებში წელს ისტორიული შედეგები გვქონდა, ჩვენმა ხალხმა განსაკუთრებული სიხარული განიცადა იმ მიღწევებით, რომელიც სპორტსმენებმა გვაჩუქეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას და წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ოლიმპიური ჩემპიონები – ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ბექაური დააჯილდოვეს. ლერი ხაბელოვმა შალვა პაპუაშვილს […]

სადამკვირვებლო ორგანიზაციები: კოალიცია „ჩემი ხმა“, საია და „სამართლიანი არჩევნები“ პრეზიდენტთან საჯარო შეხვედრას მართავენ

სადამკვირვებლო ორგანიზაციები: კოალიცია „ჩემი ხმა“, საია და „სამართლიანი არჩევნები“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საჯარო შეხვედრას მართავენ. ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრაზე, კენჭისყრის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ სალომე ზურაბიშვილს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. დღევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას თქმით, არც საარჩევნო ადმინისტრაციამ, არც საგამოძიებო უწყებებმა დამკვირვებლებს არ დაუსვეს კითხვები იმასთან დაკავშირებით თუ რაზე დაყრდნობით საუბრობენ […]

პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, „დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული მსვლელობა დაიწყო

პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, ჯგუფ „დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული მსვლელობა დაიწყო. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მსვლელობას თსუ-ს მიმართულებით მართავენ. მსვლელობაში ასევე მონაწილეობენ სხვადასხვა ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიების წევრები. აქციას ასევე თსუ-ს სტუდენტთა ნაწილიც შეუერთდა, რომელთაც ბანერი უჭირავთ წარწერით: „არჩევანი მოგვპარეს, არადანი ჩვენია”, ასევე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი არ […]

იური სიომინი: ხვიჩა “ბარსელონაში”? – მას ოსტატობა ნებისმიერ გუნდში უმაღლეს დონეზე თამაშის საშუალებას აძლევს

ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლაზე “სპორტ-ექპრესთან” გააკეთა კომენტარი: “ხვიჩასთვის ნებისმიერი ჩემპიონატი შესაფერისია, რადგან ოსტატობა ნებისმიერ გუნდში ყველაზე უმაღლეს დონეზე თამაშის საშუალებას აძლევს. ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატებს შორის განსხვავება ისაა, რომ ის უფრო შემტევი და კომბინაციულია. იქ უფრო მეტი ტექნიკური მოთამაშეა. ჩემი აზრით, ახლა ესპანელები ევროპაში საფეხბურთო მოდის კანონმდებლები არიან. ევროპის […]

ორწლიანი პაუზის შემდეგ შოლცი პუტინს ესაუბრა

თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი 15 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ Süddeutsche Zeitung ავრცელებს. გერმანული გამოცემის ცნობით, საუბარი ხანგრძლივი მომზადების შემდეგ, პარასკევს, შუადღეს შედგა. საინფორმაციო სააგენტო DPA-ს ცნობით, სატელეფონო საუბარი ერთ საათს გაგრძელდა. #BREAKING German Chancellor Olaf Scholz has spoken to Russian President Vladimir Putin for an […]

რუსეთის საგარეო მოქალაქეებს ურჩევს, აფხაზეთში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს, “შექმნილ პირობებში აფხაზეთში მგზავრობისგან, მათ შორის ტურისტული ხასიათის მოგზაურობისგან, თავი შეიკავონ.” “რუსეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს მეზობელ, მეგობრულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს, სადაც კვლავ გამძაფრდა შიდაპოლიტიკური წინააღმდეგობები. ოპოზიციურმა ძალებმა, სამწუხაროდ, შესაძლებლად არ მიიჩნიეს ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან უთანხმოების მოგვარება ცივილიზებული, ურთიერთპატივისცემისა და დიალოგის გზით და გასცდნენ სამართლებრივ ჩარჩოებს, რამაც გამოიწვია კონფლიქტის ესკალაცია. […]

მოსკოვი დე ფაქტო აფხაზეთის ოპოზიციას დაძაბულობის პროვოცირებაში ადანაშაულებს

აფხაზური წყაროების ცნობით, ოპოზიციონერი „დეპუტატების“ ჯგუფი ე.წ. პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან შესახვედრად გაემართა, რათა მას გადასცეს ხალხის მოთხოვნა – უპირობო და დაუყოვნებელი გადადგომის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ბჟანია შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში იმყოფება. ვარაუდობენ, რომ ის მოსკოვს დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის. „ჩვენი ინფორმაციით, პრეზიდენტი აგზავნის საგანგაშო სიგნალებს მოსკოვში, ამბობს, რომ აფხაზეთში სახელმწიფოს გადატრიალებას რაღაც პროთურქული ძალები აწყობენ. არანაირი […]