გიორგი ვაშაძე – ამ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სისტემურ, განგრძობად პროტესტს

ამ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სისტემურ, განგრძობად პროტესტს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რესპუბლიკის მოედანზე მსვლელობის დაწყებამდე „ინტერპრესნიუსთან” განაცხადა. ვაშაძის თქმით, მნიშვნელოვანია, მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ ამ არჩევნებს ხალხი არ ცნობს ლეგიტიმურად. „ამ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ პროტესტს, სისტემურ, განგრძობად პროტესტს. ხან უფრო პატარა […]

“ერაყში, ავღანეთსა და აფრიკაში ქართველი ჯარისკაცის გაგზავნა უღირდათ” – ქადაგიშვილი გერმანიის ელჩს “პასუხობს”

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა: “კარგად გაიხსენონ, როგორი იყო საქართველოს როლი ავღანეთში ომის დროს, საქართველომ ავღანეთში გერმანელებზე ნაკლები როლი შეასრულა? ეს ამბავი დაავიწყდათ? ევროკავშირმა საქართველოში ერთი სერიოზული ინვესტიცია განახორციელოს – არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ეკონომიკა არსებობს. სამხედრო პროექტები, რაც კეთდებოდა, კეთდებოდა იმისთვის, რომ ისევ ერაყში, ავღანეთსა და აფრიკაში მომსახურებოდა მათ ინტერესებს, როდესაც იქ […]

საპროტესტო მსვლელობისთვის მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საპროტესტო მსვლელობას გამართავენ. მსვლელობის ორგანიზატორია ჯგუფი „დაიტოვე“ , რომლის ორგანიზებითაც საპროტესტო მსვლელობა წინა კვირაშიც გაიმართა. „პროტესტი გრძელდება! ერთად უკვე დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია მშვიდობიანად გავაჩინოთ წინააღმდეგობის კერა“, – აცხადებენ ორგანიზატორები. მსვლელობას შეუერთდებიან სტუდენტებიც, რომლებმაც დღეს საპროტესტო აქცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც მოაწყვეს.

1 დაღუპული, 10 დაშავებული – რუსეთმა ოდესაზე მორიგი იერიში მიიტანა

უკრაინის ქალაქ ოდესაზე, რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგად, ერთი დაიღუპა და დაშავდა 10 ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის დროს დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ეკლესიები, საგანმანათლებლო დაწესებულებები ასევე ინფრასტრუქტურაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი. ოდესის მერის გენადი ტრუხანოვის მიერ 15 ნოემბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, გათბობის და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი სამედიცინო დაწესებულებებიც, რომლებიც მუშაობას გენერატორების […]

ჟურნალისტებმა ომში დაღუპული 78 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცის ვინაობა დაადგინეს

„ბიბისის“ რუსული სამსახურის ჟურნალისტებმა, „მედიაზონის“ წარმომადგენლებთან და მოხალისეთა გუნდთან ერთად, დაადგინეს სახელები 78 329 რუსი ჯარისკაცისა, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ დაიღუპნენ. ბოლო პერიოდის გათვლები აჩვენებს, რომ დადასტურებული სიკვდილიანობის ზრდის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია მთელი ომის განმავლობაში. კერძოდ, მიმდინარე წლის სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის მაჩვენებლები 2023 წლის მაჩვენებლებს ერთ-ნახევარჯერ აღემატება, ხოლო 2022 წლის მონაცემებს – […]

ბათუმის უნივერსიტეტთან სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ

ჩვენი მომავლის სადარაჯოზე ვრჩებით, საქართველოს ევროპულ გზას აუცილებლად დავიცავთ, – ამის შესახებ განაცხადეს ბათუმის უნივერსიტეტთან სტუდენტებმა, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, პროტესტის ნიშნად ბათუმის უნივერსიტეტის შენობაში ღამეს კვლავ გაათენებენ. „ჩვენი უნივერსიტეტი პარტიულ შტაბად იქცა. რექტორი პარტიულ ღონისძიებებზე დადის, ასევე ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებიც. ხვალ უფრო მეტნი ვიქნებით, დღესაც ვრჩებით უნივერსიტეტში და ვაგრძელებთ პროტესტს. დავიბრუნებთ ევროპულ […]

ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტს გაიწვევენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტს გაიწვევს, – ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას პრესსამსახური ავრცელებს. განცხადების თანახმად, ბჟანიას „ადმინისტრაცია” დოკუმენტზე მუშაობს, რომელსაც პარლამენტიდან რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტის გაწვევა უნდა მოყვეს. „მსგავსი გადაწყვეტილება რესპუბლიკაში ვითარების სტაბილზიებისთვის იქნა მიღებული“, – – ნათქვამია განცხადებაში. აქამდე ოპოზიციამ ბჟანიას „პრეზიდენტის” თანამდებობიდან უპირობოდ გადადგომის მოთხოვნა […]

თინა ბოკუჩავა – ვუერთდებით სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ აქციას, რადგან მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენი პროტესტი გამოვხატოთ ყველგან, სადაც არის წინააღმდეგობა მიტაცებულ არჩევნებთან დაკავშირებით

ვუერთდებით სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ აქციას, რადგან მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენი პროტესტი გამოვხატოთ ყველგან და ყოველთვის, სადაც არის წინააღმდეგობა მიტაცებულ არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ რესპუბლიკის მოედანზე მსვლელობის დაწყებისას ჟურნალისტებთან განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, პროტესტი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადამიანებმა არჩევანის უფლება დაიბრუნონ. „ჩვენ დღეს ვუერთდებით სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ […]

პრემიერ-მინისტრმა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს 35 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს 35 წლის იუბილე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას და წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. „პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ოლიმპიური ჩემპიონები – ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და […]

სამაცივრე მეურნეობებმა მესამე კვარტალში 145 მლნ ლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდეს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 116 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 17.2 პროცენტი მდებარეობს კახეთის რეგიონში, 17.2 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 15.5 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 14.7 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში, 9.5 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 9.5 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ხოლო 16.4 პროცენტი სხვა რეგიონებშია […]