სტუდენტები ილიაუნში აპირებენ ღამის გათევას ბათუმელი სტუდენტების სოლიდარობის ნიშნად

სტუდენტების ნაწილი აპირებს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსში გაათენოს ღამე – იმ ბათუმელი სტუდენტების სოლიდარობის ნიშნად, რომლებმაც გუშინ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტის ნიშნად ღამე გაათენეს. ამის შესახებ ერთ-ერთმა მათგანმა „ნეტგაზეთს“ უთხრა. სტუდენტებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც პოლიციამ მათ თსუ-ს პირველ კორპუსში შესვლის საშუალება არ მისცა. სტუდენტების და მომიტინგეების კიდევ ერთი ნაწილი ამჟამად კვლავაც […]

“მუდმივად ჩარაზულს ხომ ვერ დატოვებენ უნივერსიტეტს?!” – ბატიაშვილი

ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი, ავრცელებს ვიდეოს და წერს: მუდმივად ჩარაზულს ხომ ვერ დატოვებენ უნივერსიტეტს?! მსვლელობა უნივერსიტეტისკენ!

“სოლიდარობა თსუ–ის სტუდენტებს, მეც ვდგავარ იქ სადაცაა თსუ!” – თამარ ბელქანია

წალენჯიხის მერის მოადგილე, ისტორიკოსი, თამარ ბელქანია, ამბობს, რომ თსუ–ის ეზოში ძალიან ბევრი ხალხია და წერს: სოლიდარობა თსუ სტუდენტებს ყველა ფრტონტზე რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში! უნივერსიტეტი ამ ბრძოლაში ისტორიულად იყო ავანგარდში! ამიტომ.მეც ვდგავარ იქ სადაც თსუ- ა! ვიაროთ ერთად წინ წვროპისაკენ! რუსული იმპერია იმთავითვე წინააღმდეგი იყო თბილისში დედა უნივერსიტეტის გახსნის! ამიტომ ბრძოლა ბოლომდე! დავუსვათ წერტილი რუსულ […]

არჩევნებზე საოლქოების შემაჯამებელი ოქმები სააპელაციომ ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ საარჩევნო უბნების 90%-ის ბათილად გამოცხადების საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე (მხარეთა დასწრების გარეშე) განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, საარჩევნო უბნების შედეგები ძალაში დატოვოს. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიაწოდა, რომელიც ერთ-ერთი მომჩივანი იყო. ამ გადაწყვეტილებით დასრულდა სასამართლო დავა შიდა სასამართლოებში და უახლოეს პერიოდში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეუძლია, საბოლოოდ შეაჯამოს საპარლამენტო […]

კრივოი-როგში რუსი მწერლების ალექსანდრე პუშკინისა და მიხეილ ლერმონტოვის ძეგლები აიღეს

უკრაინის დნეპროპეტროვსკის რაიონის ქალაქ კრივოი- როგში დაშალეს რუსი მწერლების ალექსანდრე პუშკინისა და მიხეილ ლერმონტოვის ძეგლები. ამის შესახებ იტყობინებიან ადგილობრივი ტელეგრამის არხები, რომლებიც შესაბამის ფოტო და ვიდეომასალას აქვეყნებენ. 2024 წლის ზაფხულში კრივოი-როგში სსრკ-სთან ან რუსეთის იმპერიასთან დაკავშირებული 135 ტოპონიმი შეიცვალა, მთლიანად დნეპროპეტროვსკში კი 290-ზე მეტი მსგავსი დასახელება შეცვალეს. შარშანა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, […]

ოკუპირებულ აფხაზეთში “პრეზიდენტის” გადადგომის საკითხს განიხილავენ, ოპოზიციის ჩართულობით

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერები მართავენ შეხვედრას ოპოზიციასთან – თუ ვინ იქნება ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ასლან ბჟანიას შესაძლო გადადგომის შემდეგ. ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კან კვარჩია აცხადებს. ე.წ. ხელისუფლება ოპოზიციას ამ ფუნქციის შემსრულებლად სთავაზობს „ვიცე-პრეზიდენტ“ ბადრა გუნბას, ხოლო “პრემიერ-მინისტრის” პოსტზე ოპოზიციის წარმომადგენელის დანიშვნას. “ეხო კავკაზას” ცნობით, ოპოზიციას თავისი წინადადება აქვს და ორ ვარიანტს განიხილავს: […]

“აქ დგომა დღეს უფრო მეტია, ვიდრე აუდიტორიაში ჩატარებული ლექცია” – ლექტორები აქციას უერთდებიან

საპროტესტო აქციას პროფესორებიც უერთდებიან – ამ წუთებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ამავე უნივერსიტეტის ლექტორიც დგას. ასოცირებული პროფესორი “პირველებთან” ამბობს: “პროფესორი ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის. ჩვენი საქმე არის სწავლება, ახალგაზრდა თაობის აღზრდა, მაგრამ ჩემი აზრით, აქ დგომა დღეს უფრო მეტია, ვიდრე ყველა აუდიტორიაში ჩატარებული ლექცია. ამიტომაც მოვედით. უკვე აღარ შეიძლება ამის მოთმენა. წავიდა ჩვენი ცხოვრება […]

“თსუ, გამაგრდი, თქვენთან ვართ, ვამაყობთ თქვენით” – ბსუ–ის სტუდენტები

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც უკვე მეორე დღეა გაყალბებულ არჩევნებს და უნივერსიტეტის პოლიტიკური ძალების მიერ მართვას აპროტესტებენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უცხადებენ თანადგომას და ვიდომიმართვას ავრცელებენ: – სოლიდარობა თსუ–ს, გვინდა ვუთხრათ, ჩვენ მათთან ვართ, – ამბობენ ისინი ვიდეოში. აღწერაში კი წერენ: “თსუ გამაგრდი, თქვენთან ვართ და ვამაყობთ თქვენით”

რუსეთი თავის მოქალაქეებს აფხაზეთში ჩასვლისგან თავშეკავებას ურჩევს

რუსეთი თავის მოქალაქეებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლისგან თავშეკავებას ურჩევს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გააკეთა. ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით, რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში ჩასვლისგან თავშეკავებას ურჩევს, მათ შორის ტურისტული მიზნებით. ხოლო რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც იქ იმყოფებიან, მოუწოდებს, გაზრდილი ყურადღება გამოიჩინონ, „არეულობების ადგილებს არ მიუახლოვდნენ, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში – […]

აქციის მონაწილეების მსვლელობის გამო ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ გადაიკეტა

აქციის მონაწილეების მსვლელობის გამო ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ გადაიკეტა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს, გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლონ. ჯგუფ „დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს. ილიაუნის შესასვლელში ასევე სტუდენტები იმყოფებიან, რომლებსაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვს გაშლილი. გარე პერიმეტრზე აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად ასფალტზე დასხდნენ. […]