ვფიქრობთ, იმ მიდგომებიდან გამომდინარე, რომელიც აქვს აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ჩვენს ურთიერთობებში ყველაფერი წარიმართება დადებითად – პრემიერი

ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ მიდგომებიდან გამომდინარე, რომელიც აქვს აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ყველაფერიწარიმართება დადებითად ჩვენს ურთიერთობებში, ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი, – ამის შესახებ საქართველოსპრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “აქტუალური თემა” განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაღალი ალბათობით ძალიან მალევე, მომავალი წლიდან მშვიდობა დამყარდებარეგიონში, რის გამოც საქართველოზე წნეხი შემცირდება. „დონალდ ტრამპის არჩევას საქართველოსთვის ექნება მკვეთრად პოზიტიური […]
“ეს სამარცხვინოა” – ბსუ–მა ფანჯრები, საიდანაც საკვებს და წყალს აწვდიდნენ სტუდენტებს, დალუქა

“ეს სამარცხვინოა” – ბსუ–მა ფანჯრები, საიდანაც საკვებს და წყალს აწვდიდნენ სტუდენტებს, დალუქა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც მეორე ღამეა უნივერსიტეტის შენობაში რჩებიან და რომლებსაც გუშინ ღამით ელექტროენერგია, ანუ შუქი და გათბობა გაუთიშეს, გათიშული იყო ასევე შენობაში წყალი, წერენ, რომ დღეს ის ფანჯარა დაულუქეს, რომლიდანაც მოქალაქეები საკვებს და წყალს აწვდიდნენ. არჩილ ბერიძე: ბსუს ადმინისტრაციამ ფანჯრებს, საიდანაც […]
აქციის მონაწილეებმა და სტუდენტებმა თსუ-ს პირველი კორპუსიდან მეორე კორპუსთან გადაინაცვლეს

ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა და სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან მეორე კორპუსთან გადაინაცვლეს. როგორც ორგანიზატორებმა შეკრებილებს განუცხადეს, მეორე კორპუსთან გადანაცვლების მიზეზი არის ის, რომ სწორედ ამ კორპუსში ატარებს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ლექციებს. ახალგაზრდებს უნივერსიტეტის მეორე კორპუსის შესასვლელთანაც სამართალდამცავების კორდონი დახვდა. სტუდენტები სკანდირებენ: შეგვიშვით, შეგვიშვით!“
სალომე ზურაბიშვილი დამკვირვებლებს – ჩემი, როგორც პრეზიდენტის როლი არის, კავშირში ვიყო უცხოელ პარტნიორებთან – როცა ჩემ „პარასკევებს“ დავამთავრებ, სადაც საჭირო ვარ, იქ ვიქნები და დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად ვიქნები

არჩევნების დღეს ძალადობის კადრები რომ ვნახე ტელევიზორით, დავურეკე შს მინისტრს, მის მოადგილეს… ვერსად დავუკავშირდი და დღემდე არ გადმოურეკავთ. შემიძლია დავადასტურო, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ გიცავდათ იმ დღეს და არ გვიცავს დღემდე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან: კოალიცია „ჩემი ხმა“, საია და „სამართლიანი არჩევნები“ საჯარო შეხვედრის დასრულებისას განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ეს ბრძოლა […]
გიორგი ჩაკვეტაძე – ის, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხდება, არის 4 ბარიერ გადალახული პარტიისა და „ნაცმოძრაობის“ არასამთავრობო ორგანიზაციების შოუ

ის, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხდება, არის 4 ბარიერ გადალახული პარტიისა და „ნაცმოძრაობის“ არასამთავრობო ორგანიზაციების შოუ. ლევან სანიკიძე „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის სპიკერია. ადგილზე არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სხვა დანაყოფების წევრები და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, – წერს “ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე. მისივე თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში პოლიტიკური აგიტაცია აკრძალულია და „ნაცმოძრაობა“ თუკი […]
დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მდივნის პოსტზე რობერტ კენედი შეარჩია

ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს, 15 ნოემბერს, განაცხადა, რომ რობერტ კენედის ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების მდივნობის კანდიდატად ასახელებს. მისი წარდგენისას, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ დიდი ხანია, რაც ამერიკელებს აზარალებენ მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიები, ინდუსტრიები, რომლებიც საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ მცდარ ინფორმაციას ავრცელებდნენ და რომ კენედის ლიდერობით ჯანდაცვის დეპარტამენტი შეძლებს დაამარცხოს “ქრონიკული დაავადებების პანდემია” და ამერიკა კვლავ […]
შაბათს “გაზპრომი” ავსტრიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტს

შაბათიდან, 16 ნოემბრიდან რუსული სახელმწიფო კომპანია “გაზპრომი” ავსტრიისთვის გაზის მიწოდებას აჩერებს. ამის შესახებ რუსულმა კომპანიამ ავსტრიის ნავთობისა და გაზის მარეგულირებელ OMV-ს აცნობა. Reuters-ის ინფორმაციით, “გაზპრომსა” და ავსტრიელ მომხმარებლებს შორის განხეთქილება უკვე დიდი ხანია მწიფდება. ავსტრია რუსულ გაზს “ჩრდილოეთ ნაკადის” გაზსადენის მეშვეობით იღებდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გაზის მიწოდებაში შეფერხებებმა იჩინა თავი. კომპანია OMV-მ […]
იქაც რუსული კანონის გატარების მცდელობაა, რასაც სამოქალაქო საზოგადოება წინ აღუდგა – პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში არეულობაზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მან დაგმო რუსეთის ქმედებები, რომელიც “აჩქარებულ ნაბიჯებს დგამს ანექსიისკენ” და ასევე, სოლიდარობა გამოუცხადა პროტესტს სოხუმში. ამის შესახებ მან 15 ნოემბერს, არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. “მე მინდა, გამოვეხმაურო იმ მოვლენებს, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში ხდება და ასევე, რუსულ პოლიტიკას. მინდა დავგმო ის, რომ დღეს რუსეთი […]
პრეზიდენტი გმობს რუსეთის „აჩქარებულ ნაბიჯებს აფხაზეთის ანექსიის მიმართულებით“

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გმობს რუსეთის „აჩქარებულ ნაბიჯებს აფხაზეთის ანექსიის მიმართულებით“ „მინდა გამოვეხმაურო მოვლენებს, რაც მიმდინარეობს ოკუპირებულ აფხაზეთში და რუსულ პოლიტიკას. მინდა დაგვმო, რომ დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, როცა ითხოვს საქართველოსგან, დათანხმდეს დელიმიტაციაზე, რაც არი წარმოუდგენელი, და რაც პრინციპში, უგულველყოფს მთელ ლოგიკას ამ მთავრობის „დათმომების“ – თითქოს, მათით შეიძლება რუსეთს შეაცვლევინო პოლიტიკა. […]
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრებმა ხორვატია 1:0 დაამარცხა

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის პირველ მატჩში, საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ხორვატია 1:0 დაამარცხა. მატჩი „მიხეილ მესხი არენაზე“ გაიმართა. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მატჩის დებიუტშივე, მე-4 წუთზე შეძლო დაწინაურება, როდესაც ბურთი საკუთარ კარში ხორვატმა მცველმა სოლდომ გაიტანა. საპასუხო შეხვედრა 19 ნოემბერს რიეკაში ჩატარდება.