“ახალი მტკიცებულებები არ არის საჭირო – არჩევნები არ შედგა!” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დღეს, 26 ოქტომბერს, საარჩევნო უბნებზე მყოფ დამკვირვებლებს შეხვდა, თქვა: ახალი მტკიცებულებები ნამდვილად არ არის საჭირო, ყველამ ვიცით, ვნახეთ, დავრწმუნდით იმაში, რომ ყველაზე მთავარი პრინციპები იქნა დარღვეული და არ შედგა არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანია ის ადამიანური, პირველადი მ,ტკიცებულება, რაც დაწერეთ და რაც ვერ დაწერეთ. ვინმე თუ გადახედავს დღეს დარბაზს, დარწმუნდება, ამდენი სხვადასხვა […]

16 ნოემბერს ცესკომ სხდომა ჩანიშნა

ცენტრალურლმა საარჩევნო კომისიამ ხვალ, 16 ნოემბერს, 11:00 საათზე, სხდომა ჩანიშნა – ამის შესახებ ინფორმაცია “პირველებს” ცესკოს ორმა წევრმა დაუდასტურა. ცესკოს წარმომადგენლებს ხვალინდელი სხდომის შესახებ დღეს, 21:30 საათზე, ელექტრონული ფოსტით აცნობეს. ამ დროისთვის დღის წესრიგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისთვის არ გადაუგზავნიათ. არ არის გამორიცხული, რომ ხვალ ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამოს.

“არჩევნები არ დავაზღვიეთ წინასწარ, ვიყავით, ნამეტანი თვითდაჯერებულები” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებზე მყოფ დამკვირვებლებს შეხვდა, ამბობს: ჩვენ ბევრი რამე ვერ დავინახეთ, არ დავაზღვიეთ წინასწარ, ვიყავით, ალბათ, ნამეტანი თვითდაჯერებულები და ესეც შექმნილი სიტუაცია იყო და ეს აღარ უნდა დავუშვათ. ყველაფერს სჭირდება გამოცდილება და ჩვენი გამოცდილება არის ფასდაუდებელი. მადლობა მინდა გითხრათ, ჩემი სახელით და სანამ რამდენიმე პარასკევი კიდევ მაქვს, საზოგადოების, […]

იუკნევიჩიენე: გავზრდით ფინანსურ მხარდაჭერას არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის

ყველაფერი, რაც ევროპარლამენტში ჩემი გამოსვლის დროს დავაფიქსირე, გულის ტკივილით იყო ნათქვამი და მესმის, რომ ქართველი ხალხი გაცილებით უკეთესს იმსახურებს, ვიდრე ახლა აქვს. 80%-მდე მოსახლეობა პროევროპულ გზას მხარს უჭერს, თუმცა მეორე მხრივ, ყველა არა, თუმცა იგივე ადამიანები ხმას ქართულ ოცნებას აძლევენ, რაც ერთმანეთთან შეუსაბამოა. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას და ვფიქრობთ, რომ ახალ რეზოლუციაში ჩვენ შევცვლით […]

ქობულეთში უძრავი ქონების 1 მ²-ის ფასი $1233-მდე გაიზარდა

2024 წლის მე-3 კვარტალში ქობულეთის პირველად ბაზარზე საშუალო შეწონილი ფასი $1,233/მ2 -ს გაუტოლდა (+5.0% წ/წ), – ამის შესახებ Galt&Taggart-ის რეგიონული საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაშია ნათქვამი. ჯამში, 2024 წლის 9 თვეში ქობულეთში 495 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 33.5%-იანი წლიური კლებაა. მიმოხილვის მიხედვით, ბათუმში მიწის მწირი რესურსების ფონზე, უძრავი ქონების დეველოპმენტის არეალი თავდაპირველად ქალაქის მიმდებარე რაიონებში, გონიო-კვარიათსა და […]

ხატია დეკანოიძე – ხვალ, ცესკო აჯამებს საბოლოო ოქმს – ხვალ, ცესკოს წინ არის ადგილი შეკრების და ბრძოლის

ხვალ ცესკო აჯამებს საბოლოო ოქმს. თან, ფეხბურთია და იმედი აქვთ, ასე გააპარებენ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. დეკანოიძე საზოგადოებას ხვალ ცესკოს შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდებს „ხვალ ცესკო აჯამებს საბოლოო ოქმს. თან, ფეხბურთია და იმედი აქვთ ასე გააპარებენ. ხვალ, ცესკოს წინ არის ადგილი შეკრების და ბრძოლის. 11 საათზე! მართლა […]

ზურაბიშვილი: მინდა, დავგმო, რომ დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით

მინდა, დავგმო, რომ დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, როცა ითხოვს საქართველოსგან, რომ დათანხმდეს დელიმიტაციაზე, რაც არის წარმოუდგენელი და რაც პრინციპში უგულებელყოფს მთელ ლოგიკას საქართველოს მთავრობის ვითომდა დათმობებით შეიძლება რომ შეაცვლევინო რუსეთს მისი პოლიტიკა. შეაცლევინო კი არა, ააჩქარებ ამით და ეს ჩანს ყოველდღიურად. ის, რაც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში, იქაც არის მცდელობა, რომ რუსული კანონი […]

ვიდეო: ” მინდა გამოვეხმაურო იმ მოვლენებს რაც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში” – სალომე ზურაბიშვილის კომენტარი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსულ პოლიტიკაზე და აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს აკეთებს:

“ამათ მიცემულ განათლებას გავკარი” – გოჩა მირცხულავა

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა, თსუ–ის ადმინისტრაციის იმ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, სტუდენტებს უნივერსიტეტში არ უშვებენ და საიდანაც ლექტორები გვირაბებით გამოიყვანეს გარეთ, ასევე, ბსუ–ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სტუდენტენს ფანჯრები დაულუქეს და წერს: ასეთ ლექტორებს, პროფესორებს, დეკანებს და რექტორებს ვქირაობთ ჩვენ და სხვა არავინ. ამათ მიცემულ განათლებას გავკარი. უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტებს ერთი ადამიანიც არ გამოუცხადებს თანადგომას და […]

ზელენსკის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ომი უფრო მალე დამთავრდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უკრაინაში მიმდინარე ომი უფრო მალე დამთავრდება. ზელენსკი ამბობს, რომ ეს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას უკავშირდება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანი მშვიდობა, რათა არ გვქონდეს განცდა, რომ თავზე მოხვეული უსამართლოს გამო დავკარგეთ საუკეთესონი. ომი დასრულდება, მაგრამ ზუსტი თარიღი არაა. უდავოდ, ამ გუნდის პოლიტიკით, რომელიც ახლა თეთრ სახლს ჩაუდგება თავში, […]