დეკანოიძე: ხვალ, ცესკოს წინ არის ადგილი შეკრების და ბრძოლის

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ხვალ ცესკო საბოლოო ოქმს აჯამებს და საზოგადოებას ცესკოს შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდებს. “ხვალ ცესკო აჯამებს საბოლოო ოქმს. თან, ფეხბურთია და იმედი აქვთ ასე გააპარებენ. ხვალ, ცესკოს წინ არის ადგილი შეკრების და ბრძოლის. 11 საათზე! მართლა ქურდები”, – წერს დეკანოიძე. გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ, 11:00 საათზე, ცესკოში […]
დონალდ ტრამპი აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე ტოდ ბლანშეს წარადგენს

აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე ტოდ ბლანშეს წარადგენს. ბლანშე ტრამპს წარმოადგენდა სისხლის სამართლის საქმეზე ნიუ იორკში, სადაც ის ბიზნესჩანაწერების გაყალბებისთვის გაასამართლეს. „ტოდი არის შესანიშნავი იურისტი, რომელიც მნიშვნელოვანი ლიდერი იქნება იუსტიციის დეპარტამენტში და გამოასწორებს მართლმსაჯულების სისტემას, რომელიც უკვე დიდი ხანია, ჩამოშლილია“, – აღნიშნავს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში. […]
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბჟანია გადადგომის მოთხოვნას დათანხმდა

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგომის მოთხოვნას დათანხმდა. სოხუმში ე.წ. პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ და ამ მოთხოვნით აქციის მონაწილეებმა ე.წ. სამთავრობო შენობები, მათ შორის ბჟანიას სამუშაო კაბინეტი დაიკავეს. ვითარება დღეს მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგ კენჭისყრა ჩაინიშნა.
“არჩევნების დღეს ვურეკავდი შს მინისტრს… ვერ დავუკავშირდით და დღემდე არ გადმოურეკავს” – ზურაბიშვილი

“არ ვიყავი დამკვირვებელი, მაგრამ იმ დღეს, ყველაფერს ვაკვირდებოდი ტელევიზორით. რაღაც მომენტში, გადმოსცემდნენ ეპიზოდს, სადაც ძალიან დიდი ძალადობის ფაქტები იყო, თუ არ ვცდები სამეგრელოში. დავურეკეთ შს მინისტრს, როგორც მევალება, რათა გამეგო, სად იყო პოლიცია, რადგან არსად ჩანდა. დავურეკეთ მობილურზე, მოადგილესაც მობილურზე, სახელისუფლებო ხაზზეც, რომელიც მუდმივად უნდა იყოს ხაზზე პრეზიდენტთან. ვერ დავუკავშირდით და დღემდე არ გადმოურეკავს. ინსტიტუტები […]
ახალგაზრდები, რომლებიც თსუ-ს მეორე კორპუსთან აქციას მართავდნენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მსვლელობით მივიდნენ

ახალგაზრდები, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან აქციას მართავდნენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მსვლელობით მივიდნენ. აქციის მონაწილეებმა მსვლელობისას ჭავჭავაძის გამზირი ცალმხრივად გადაკეტეს. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, მათ სურთ ილიას უნივერსიტეტში მყოფ სტუდენტებთან ერთად გაიარონ სამომავლო გეგემები და პროტესტის ფორმები. მანამდე სტუდენტები ჯერ თსუ-ს პირველ კორპუსში ითხოვდნენ შესვლას, შემდეგ მეორე კორპუსში, თუმცა ორივეგან სამართალდამცავების კორდონი დახვდათ და შენობაში […]
მიტინგი არ იშლება, ბჟანიას გადადგომის მოლოდინში – “მისთვის სოჭიდან ორი ვერტმფრენი ჩაფრინდა”

სოხუმში საპროტესტო აქცია გრძელდება, ათასობით მომიტინგე ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ელოდება. იტყობინებიან, რომ ხალხი სოხუმში აფხაზეთის რაიონებიდანაც ჩავიდა და მიზნის მიღწევამდე დაშლას არ გეგმავენ. 15 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, მომიტინგეები ე.წ. პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობებში შეიჭრნენ. ტელეგრამარხ RESPUBLICA-ს ინფორმაციით, ასლან ბჟანია შენობიდან იმ დროს გაიყვანეს, როცა მისი პირადი დაცვის უფროსი ხალხთან […]
ხვალ ცესკოს სხდომა დაინიშნა, დღის წესრიგი ჯერ ცნობილი არ არის

ხვალ, 16 ნოემბერს 11:00 საათზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ცესკოში დაუდასტურეს. სხდომის დღის წესრიგი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ მას მოგვიანებით გაავრცელებენ. ცესკოში სხდომის დანიშვნის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა პარტია “ლელოს” წევრმა, გიორგი სიორიძემ. მან თქვა, რომ დღეს, ცოტა ხნის წინ მიიღო შესაბამისი შეტყობინება. ოპოზიციონერი […]
ვიდეო: “ქალბატონ სალომეს სულ რამდენიმე პარასკევი აქვს დარჩენილი ამ თანამდებობაზე” – შალვა პაპუაშვილის კომენტარი

ოპოზიციონერთა ნაწილის ინიციატივას, რომ სიების ჩახსნის პროცესში პრეზიდენტიც ჩაერთოს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ასეთი პასუხი გასცა: “ქალბატონ სალომეს სულ რამდენიმე პარასკევი აქვს დარჩენილი ამ თანამდებობაზე ყოფნის და მის ადგილას, წესით, ადამიანი დაკავებული უნდა იყოს საკუთარი ნივთების გამზადებით, იმისთვის, რომ გავიდეს მისი პოზიციიდან” – განაცხადა პაპუაშვილმა.
რებროვი: ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს – როგორ შევაჩეროთ კვარაცხელია?

ერთა ლიგის მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე უკრაინის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ისაუბრა: “ვთვლი, რომ ბათუმში სულ სხვა თამაშს ვნახავთ. მათ დიდი მხარდაჭერა ექნებათ. დარწმუნებული ვარ, უფრო აგრესიულად ითამაშებენ. თუმცა, ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს და ის უნდა შევარსულოთ. არ ვიცი, მეტოქე როგორ მდგომარეობაშია, მაგრამ ერთი თვის წინ შევხვდით. არის ინფორმაცია სხვა […]
U21. საქართველოს ნაკრებმა ხორვატიას 1:0 მოუგო – ყველაფერი რიეკაში გადაწყდება [VIDEO]

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ხორვატია 1:0 დაამარცხა. მასპინძლებმა თამაში აგრესიულად დაიწყეს და დებიუშივე შეძლეს დაწინაურება, როდესაც კვერნაძის მარჯვენა ფლანგზე გარღვევას მამაცაშვილის დარტყმა, მეკარის მოგერიება მოჰყვა და გ.მამაგეიშვილთან ბრძოლაში ბურთს საკუთარ კარში ადგილი მცველმა სოლდომ მიუჩინა. აქედან მოყოლებული სტუმრები ინიციატივას დაეუფლენ და მომენტები შექმნეს: ზვონარეკი საჯარიმოში შეიჭრა, დაარტყა და […]