“არ დამაღალატო, არ შეხვიდე პარლამენტში” – ჯგუფი “წინაპრები”

არ უღალატო ხალხს! არ შეხვიდე პარლამენტში! სულ უფრო მოახლოვდა დღე, როცა ცესკო საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს და ქართულ ოცნებას ექნება მცდელობა, არალეგიტიმური პარლამენტი შეკრიბოს და მითვისებული ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაიკანონოს ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები სხვადასხვა ფორმით გვაძლევენ დაპირებას, რომ არ მისცემენ ლეგიტიმაციას ახალ პარლამენტს – სიებს ჩახსნიან, უარს იტყვიან მანდატებზე, არ შევლენ პარლამენტში და ა.შ. და ა.შ. […]
16 ნოემბერს ცესკოს შენობასთან აქცია გაიმართება

16 ნოემბერს, თბილისში, 11 საათზე, ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. ამის შესახებ დღეს, ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა განაცხადეს. ხვალ ცესკოში 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი უნდა მიიღონ – ანუ, არჩევნების საბოლოო შედეგები დაადასტურონ. ოფიციალური შედეგებით, არჩევნებში მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. 26 ოქტომბრის შემდეგ, თბილისში და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
როგორ დავგეგმოთ სახლის წვეულება clubnparty-ის გამოყენებით?

საქართველოში ახალი აპლიკაცია — clubnparty გამოჩნდა, რომლის მიზანი გართობის მაძიებელი ადამიანების წვეულებების ორგანიზატორებთან დაკავშირებაა. თუმცა ბილეთების გაყიდვის ტრადიციული პლატფორმებისგან განსხვავებით, clubnparty სახლის წვეულებების გაციფრულებას გეგმავს. ახალი სტარტაპის იდეის, შედეგების და სამომავლო გეგმების შესახებ clubnparty-ის თანადამფუძნებელმა, შიო ხეცურიანმა BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში ისაუბრა. როგორც შიო ხეცურიანი TECH INFORM-ში ამბობს, “დღეს საღამოს სად გავერთოთ?” ის კითხვაა, რომლისთვისაც გუნდმა […]
ლეგიტიმაციას პარლამენტს ხალხი აძლევს, რომელმაც მკაფიოდ გამოხატა თავისი დამოკიდებულება, ჩვენს უკან დგას ხალხი

ლეგიტიმაციას პარლამენტს აძლევს ხალხი, რომელმაც მკაფიოდ გამოხატა თავისი დამოკიდებულება, ვინ უნდა იყოს პარლამენტში უმრავლესობაში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, ხალხის სახელით მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი მალე შეიკრიბება. „ოპოზიციის მხრიდან პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემის საკითხს რაც შეეხება, ეს ცარიელი სიტყვებია, ვინაიდან ლეგიტიმაციას პარლამენტს აძლევს ხალხი. ხალხმა 26 ოქტომბერს ეს ლეგიტიმაცია მისცა ჩვენს პარლამენტს, მათ […]
“ვერ მოგვერევიანო!, – რატომ მეთქი?” – რას იხსენებს ნინო კალანდაძე

ძალიან იმედიანად იყო. ტრადიციულად, ჩემგან განსხვავებით. ვერ მოგვერევიანო. რატომ მეთქი? და შევყევით ჩემს პესიმისტურ არგუმენტებს. ყველაფერში დამეთანხმა. ბოლოს მითხრა, ახალგაზრდების ამ სტიქიურ მოძრაობასაც ხომ არ ველოდით? ჰოდა, მეგობრების იმედი მაქვს და სტიქიური ძალისო. დაე სამართლიანმა, გულწრფელმა, ალალმა სტიქიამ სძლიოს უსინდისო, ბნელ, გახრწნილ ბოროტებას.
“ბსუ–ის სტუდენტები არიან გამორჩეულები ღირებულებებისადმი პატივისცემით” – ეკა ბესელია

პოლიტიკოსი, ეკა ბესელია: ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ვისთანაც კი მქონია ბოლო 3 წელი ურთიერთობა – არიან გამორჩეულები ღირებულებებისადმი პატივისცემით.
სტუდენტები არც ქუთაისის უნივერსიტეტში შეუშვეს

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც ასევე არ შეუშვეს უნივერსიტეტის შენობაში, უნივერსიტეტის შენობასთან შეიკრიბნენ და გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. ისინი თბილისსა და ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურებიან და სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ. “მოიპარეს ჩვენი ხმები. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სოლიდარობას ვუცხადებთ სტუდენტებს და ვაცხადებთ, რომ ვართ მათ გვერდით” – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
“ზვიადისტების ოჯახიდან ვიყავი, KGB დამდევდა და ჩემი დეკანი გივი ინწკირველი მიცავდა ბოლომდე” – ნიკა გვარამია

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ თბილისს სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სტუდენტების მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა: “ჩარაზული უნივერსიტეტის კარი მახსოვს. პატარა ვიყავი და საბჭოთა ხელისუფლება აკეთებდა ამას. მახსოვს, მაგრამ ისიც მახსოვს, რით დამთავრდა ეს ყველაფერი – საქართველოს დამოუკიდებლობით. 90-იანების დასაწყისში ასეთი რამე არ ხდებოდა. მე მაგალითად, ზვიადისტების ოჯახიდან ვიყავი. მაშინდელი KGB დამდევდა და ჩემი დეკანი გივი ინწკირველი, […]
ანა ბუჩუკური – თუ ეს გაყალბებული არჩევნები ივანიშვილს შერჩა, 2025 წლის არჩევნებს კი არა, ათწლეულების განმავლობაში არჩევნებს, შესაძლოა, აზრი არ ჰქონდეს

თუ ეს გაყალბებული არჩევნები ივანიშვილს შერჩა, 2025 წლის არჩევნებს კი არა, ათწლეულების განმავლობაში არჩევნებს, შესაძლოა, აზრი არ ჰქონდეს ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ანა ბუჩუკურმა “ინტერპრესნიუსს” თსუ-სთან განუცხადა. ბუჩუკურის თქმით, ივანიშვილი ამდენი წლის მანძილზე ახალგაზრდებს ვერ ხედავდა და ახლა მოუწევს, რომ დაინახოს. „ახალგაზრდების აქციები ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის პირადად. მე არ ვარ […]
ეკა ბესელია – რა ეტაპზეც აცხადებს დეპუტატი მანდატზე უარს, იმ ეტაპზე უნდა შეუწყდეს, რადგან მისი ნება უკვე გამოხატულია – რაც გააკეთეს „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ არჩეულმა დეპუტატებმა, იყო სწორი

რა ეტაპზეც აცხადებს დეპუტატი მანდატზე უარს, იმ ეტაპზე უნდა შეუწყდეს, რადგან მისი ნება უკვე გამოხატულია – ეს არის კანონის სწორი განმარტება და არა სიტყვა-სიტყვითი, – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა. როგორც ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებისთვის“ რომ მანდატებზე ამ ეტაპზევე უარი განაცხადა, სწორი გადაწყვეტილებაა. „პირდაპირ […]