ცესკოს თავმჯდომარემ 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა

ცესკოს თავმჯდომარემ და მდივანმა 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს. ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გამარჯვებულ პარტიებსა და მანდატმოპოვებულ პირებს მიულოცა და წარმატება უსურვა. „შემაჯამებელი ოქმი შემდგარია. ამით, ფაქტობრივად, საარჩევნო პერიოდი დასრულდა, ძვირფასო კოლეგებო, ჩართულო მხარეებო, რომლებიც ამ პროცესს აკვირდებოდით და სხვადასხვა სტატუსით იყავით ჩართული ამ პროცესში. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ამით, ფაქტობრივად, საარჩევნო პერიოდის […]

მაია ბითაძე ცესკო-ში მომხდარ ინციდენტზე – არავინ გაპატიათ ლანძღვა, ბულინგი და ძალადობა 26 ოქტომბერს, ახლა რასაც გეგმავთ და აკეთებთ, ამასაც არავინ გაპატიებთ ამ ქვეყანაში

რა უსუსურები და სამარცხვინოები არიან, დღეს, კიდევ ერთხელ, კარგად დაგვანახეს. დღის ბოლოს ეს ბოროტი სექტა მარტო დარჩება, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაია ბითაძე, ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისთვის, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ დავით კირთაძის მიერ საღებავის შესხმას. მისი თქმით, რადიკალებს 26 ოქტომბერს არავინ აპატია ბულინგი და ძალადობა, ამ საქციელსაც არავინ აპატიებს მათ. “რა […]

ცესკომ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს, 16 ნოემბერს გამართულ სხდომაზე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. შემაჯამებელი ოქმისთვის ხელი არ მოუწერიათ ცესკოში ოპოზიციის წარმომადგენლებს. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ აღიარებს, რომელსაც ცესკოს ოფიციალური შედეგებით 89 მანდატი აქვს მოპოვებული, ოპოზიციას კი – 61. ბარიერგადალახული არცერთი ოპოზიციური პარტია და ასევე საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს […]

ყველაფერს თავისი სახელი აქვს – ეს არის დანაშაული და სადისტური ქმედება – ნინო წილოსანი ცესკო-ში მომხდარ ინციდენტზე

ამდენი ხანია ცდილობენ შეგვაგუონ აზრს,რომ თითქოს ასეთი უმსგავსობები -აქტივიზმია. ყველაფერს თავისი სახელი აქვს – ეს არის დანაშაული და სადისტური ქმედება! ყველამ უნდა აგოს სათანადო პასუხი,- წერს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი ცესკო-ში მომხდარ ფაქტზე, სადაც ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ საღებავი შეასხა. მისივე თქმით, ეს არის კაციჭამიების მორიგი დანაშაულებრივი აქტი და ადამიანის […]

მარიამ ლაშხი ცესკოში მომხდარ ინციდენტზე: დღევანდელი სამარცხვინო საქციელი კიდევ ერთი დიდი ლაქაა იმ უამრავ შავ და ბინძურ ლაქებს შორის, რაც ნაცისტებს გაქვთ! შემსრულებელ დავით კირთაძეს და ყველა მისნაირ არაკაცს პასუხისგება მოუწევთ!

მარიამ ლაშხი ცესკოში მომხდარ ინციდენტზე: დღევანდელი სამარცხვინო საქციელი კიდევ ერთი დიდი ლაქაა იმ უამრავ შავ და ბინძურ ლაქებს შორის, რაც ნაცისტებს გაქვთ! შემსრულებელ დავით კირთაძეს და ყველა მისნაირ არაკაცს პასუხისგება მოუწევთ! დღევანდელი სამარცხვინო საქციელი კიდევ ერთი დიდი ლაქაა იმ უამრავ შავ და ბინძურ ლაქებს შორის რაც ნაცისტებს გაქვთ! მთელი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შავ ლაქად აზის […]

ჩეხეთი გაზს რუსეთიდან სლოვაკეთის გავლით იღებს

ჩეხეთი, რომელმაც 2023 წლის ზაფხულში გამოაცხადა, რომ სრულად შეწყვიტა რუსეთიდან გაზის მიღება, ახლა გაზს რუსეთიდან სლოვაკეთის გავლით იღებს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. როგორც ცნობილია, ჩეხეთს „გაზპრომთან“ არ აქვს ხელშეკრულება დადებული, თუმცა მეზობელი სლოვაკეთიდან მიწოდება გასული წლის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა. ჩეხური კომპანიის, Net4Gas-ის მონაცემებით, სავარაუდოდ, რუსული ბუნებრივი გაზის რაოდენობა, რომელიც ქვეყანაში აღმოსავლეთიდან შემოდის, ამ კვარტალში დაახლოებით […]

არ დავემორჩილებით პუტინის შანტაჟს, ზამთარში არავინ გაიყინება – ავსტრიის კანცლერი

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი „გაზპრომის“ მიერ ავსტრიისთვის გაზის შეწყვეტის გადაწყვეტილებას ეხმაურება. ნეჰამერმა მედიასთან დაადასტურა, რომ ავსტრიულმა კომპანია OMV-მ „გაზპრომიდან“ გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება მიიღო. „ არ დავემორჩილებით პუტინის შანტაჟს“, – აღნიშნა კანცლერმა. ნეჰამერმა განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს სხვა წყაროები გაზის მისაღებად, ხოლო ამჟამად რეზერვების 93%-ია შევსებული, რაც ავსტრიას მთელი წელი ეყოფა. „შემიძლია, დაგპირდეთ, რომ […]

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა განახლდა – გიორგი კალანდარიშვილი სხდომაზე ახვეული თვალით დაბრუნდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა განახლდა. გიორგი კალანდარიშვილი სხდომაზე ახვეული თვალით დაბრუნდა. კალანდარიშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა ინციდენტის გამო, რომელმაც სხდომის დროებით შეწყვეტა გამოიწვია. „ვბრუნდებით ტექნიკური შესვენებიდან. მე მინდა მოვუხადო საზოგადოებას ბოდიში იმ უხერხულობის გამო, რის გამოც მომიწია სხდომიდან რამდენიმე წუთით გასვლა,“ – განაცხადა კალანდარიშვილმა და აღნიშნა, რომ მსგავსი ინციდენტები პროცესს ვერ შეაჩერებს.

შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად მთაწმინდის ფერდობის გამწვანებით სამუშაოებში მონაწილეობდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებთან ერთად მთაწმინდის ფერდობის გამწვანებით სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, პარლამენტის წევრებმა მთაწმინდის ფერდობზე სხვადასხვა ჯიშის ნერგები დარგეს. „პროექტი მოიცავს 700 ჰექტრამდე ტერიტორიას. მოიჭრა გამხმარი ხეები და ეტაპობრივად მიმდინარეობს ახალი ნერგებით შევსება. დღეისთვის დარგულია 150 ათასამდე ახალი ნარგავი, რომელთა რაოდენობა წლის ბოლომდე 200 ათასს მიაღწევს. პროექტი […]

გიორგი ვაშაძე – ყველამ ავიღოთ მელანი და სადაც გამყალბებლებს ვნახავთ, შევასხათ სახეში – ყველა გამყალბებელს საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს!

ყველამ ავიღოთ მელანი და სადაც გამყალბებლებს ვნახავთ შევასხათ სახეში ყველას. ყველა გამყალბებელს საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს! – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს საარჩევნო კომისია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის მიერ დაწერილ ციფრებს ხელს მოაწერს. „მინდა, მადლობა ვუთხრა დათო კირთაძეს, მან გაკეთა ქართველი ხალხის გასაკეთებელი და […]