ცესკოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება კიდევ ერთხელ მოხდა – გიორგი სიორიძემ გიორგი კალანდარიშვილს “ქართული ოცნების” ნოტარიუსი უწოდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა, სადაც საპარლამენტო არჩევნები შეაჯამეს, ცესკო-ში „ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ და „გირჩის“ წარმომადგენელმა ბორის სოლომონიამ დატოვეს. ფაქტს წინ დაპირისპირება უძღოდა – ამჯერად ერთმანეთს ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ცესკო-ში „ძლიერი საქართველოს“ წევრი გიორგი სიორიძე დაუპირისპირდნენ. შელაპარაკება სიორიძის განცხადებას მოჰყვა, სადაც მან ცესკო-ს თავმჯდომარეს „ქართული ოცნების“ ნოტარიუსი უწოდა, ასევე განაცხადა, რომ მოვლენები, […]

ცესკოში არჩევნების შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს

ცესკოში არჩევნების შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს. სხდომა განახლდა რამდენიმე წუთში ინციდენტის შემდეგ, როცა კომისიის წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შავი სითხე შეასხა. „ვბრუნდებით ტექნიკური შესვენებიდან. მე მინდა მოვუხადო საზოგადოებას ბოდიში იმ უხერხულობის გამო, რის გამოც მომიწია სხდომიდან რამდენიმე წუთით გასვლა“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, რომელიც სხდომაზე თვალახვეული დაბრუნდა. მან […]

ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა, სხდომა დასრულდა

ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა. “შემაჯამებელი ოქმი შემდგარია. ამით ფაქტობრივად საარჩევნო პერიოდი დასრულდა”, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ოქმს ხელი მოაწერა ასევე ცესკოს მდივანმა, გიორგი ჯავახიშვილმა. ცესკოში სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. კომისიის წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შავი სითხე შეასხა, მანამდე კი მას “შავი ლაქა” უწოდა. სხდომა […]

ეს იყო ჩვეულებრივი შავი საღებავი – კირთაძე განმარტავს რა შეასხა კალანდარიშვილს

ცესკოში ენმ-ის წარმომადგენლის, დავით კირთაძის განცხადებით, გიორგი კალანდარიშვილს „ჩვეულებრივი შავი საღებავი შეასხა“. „ნახეთ პროტესტის ის ზომა, რომელიც გამოვიყენე, ის შავი საღებავი, რომელიც მას ლაქად დარჩება მთელი ცხოვრების მანძილზე… ეს იყო ჩვეულებრივი შავი საღებავი. მან ერთხელ თქვა, რომ ბიუელეტენმა გაჟონაო და დღეს ცესკოს თავმჯდომარემ გაჟონა და დარჩა ის შავი ლაქა, რომელიც მან ქვეყანამ დღევანდელი ქმედებით დაამჩნია […]

ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღო

ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღო. დოკუმენტს ხელი მოაწერეს და ბეჭედი დაარტყეს. დღეიდან იწყება 10-დღიანი პერიოდის ათვლა, როდესაც ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. სხდომის პარალელურად ცესკოს შენობასთან მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ და ცესკოს უნდობლობას უცხადებდნენ. “შემაჯამებელი ოქმი შემდგარია. ამით, ფაქტობრივად, დასრულებულია საარჩევნო პერიოდი”, – თქვა კალანდარიშვილმა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა […]

დავით კირთაძე – კალანდარიშვილმა ერთხელ თქვა, ბიულეტენმა გაჟონაო და დღეს ცესკოს თავმჯდომარემ გაჟონა და დარჩა შავი ლაქა, რომელიც მან ქვეყანას იმ არჩევნებით დაამჩნია, რომელიც ჩატარდა

კალანდარიშვილმა ერთხელ თქვა, რომ ბიულეტენმა გაჟონაო და დღეს ცესკოს თავმჯდომარემ გაჟონა და დარჩა შავი ლაქა, რომელიც მან ქვეყანას დღევანდელი ქმედებით და იმ არჩევნებით დაამჩნია, რომელიც ჩატარდა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც მან ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა. დავით კირთაძის განცხადებით, „ეს იყო ჩვეულებრივი შავი […]

მაია ბითაძე ცესკო-ში მომხდარ ინციდენტზე – არავინ გაპატიათ ლანძღვა, ბულინგი და ძალადობა 26 ოქტომბერს, ახლა რასაც გეგმავთ და აკეთებთ, ამასაც არავინ გაპატიებთ ამ ქვეყანაში

რა უსუსურები და სამარცხვინოები არიან, დღეს, კიდევ ერთხელ, კარგად დაგვანახეს. დღის ბოლოს ეს ბოროტი სექტა მარტო დარჩება, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაია ბითაძე, ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისთვის, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ დავით კირთაძის მიერ საღებავის შესხმას. მისი თქმით, რადიკალებს 26 ოქტომბერს არავინ აპატია ბულინგი და ძალადობა, ამ საქციელსაც არავინ აპატიებს მათ. “რა […]

მარიამ ლაშხი ცესკოში მომხდარ ინციდენტზე – დღევანდელი სამარცხვინო საქციელი კიდევ ერთი დიდი ლაქაა იმ უამრავ შავ და ბინძურ ლაქებს შორის, რაც ნაცისტებს გაქვთ! – შემსრულებელ დავით კირთაძეს და ყველა მისნაირ არაკაცს პასუხისგება მოუწევთ!

დღევანდელი სამარცხვინო საქციელი კიდევ ერთი დიდი ლაქაა იმ უამრავ შავ და ბინძურ ლაქებს შორის რაც ნაცისტებს გაქვთ! მთელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შავ ლაქად აზის ქვეყანას! – ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ წევრი მარიამ ლაშხი, ცესკო-ს სხდომაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის მიერ ცესკოს თავმჯდომარისთვის, გიორგი კალანდარიშვილისთვის საღებავის შესხმას. მისივე თქმით, ყველაზე დიდი უბედურებაა, რომ […]

ცესკოს თავმჯდომარემ 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა

ცესკოს თავმჯდომარემ და მდივანმა 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს. ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გამარჯვებულ პარტიებსა და მანდატმოპოვებულ პირებს მიულოცა და წარმატება უსურვა. „შემაჯამებელი ოქმი შემდგარია. ამით, ფაქტობრივად, საარჩევნო პერიოდი დასრულდა, ძვირფასო კოლეგებო, ჩართულო მხარეებო, რომლებიც ამ პროცესს აკვირდებოდით და სხვადასხვა სტატუსით იყავით ჩართული ამ პროცესში. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ამით, ფაქტობრივად, საარჩევნო პერიოდის […]

აფხაზეთის „პრეზიდენტის” პრესსამსახური – ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტის გაწვევის შესახებ დოკუმენტზე ასლან ბჟანიას ხელი არ მოუწერია

ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტის გაწვევის შესახებ დოკუმენტზე ასლან ბჟანიას ხელი არ მოუწერია, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის პრესსამსახურზე“ დაყრდნობით ავრცელებს. „პრეზიდენტ ასლან ბჟანიას „რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის დოკუმენტზე ხელი არ […]