შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად მთაწმინდის ფერდობის გამწვანებით სამუშაოებში მონაწილეობდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებთან ერთად მთაწმინდის ფერდობის გამწვანებით სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, პარლამენტის წევრებმა მთაწმინდის ფერდობზე სხვადასხვა ჯიშის ნერგები დარგეს. „პროექტი მოიცავს 700 ჰექტრამდე ტერიტორიას. მოიჭრა გამხმარი ხეები და ეტაპობრივად მიმდინარეობს ახალი ნერგებით შევსება. დღეისთვის დარგულია 150 ათასამდე ახალი ნარგავი, რომელთა რაოდენობა წლის ბოლომდე 200 ათასს მიაღწევს. პროექტი […]
რუსეთი ავსტრიას გაზის მიწოდებას უჩერებს

რუსეთი ავსტრიას გაზის მიწოდებას უჩერებს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, „გაზპრომმა“ ავსტრიას შეატყობინა, რომ გაზის მიწოდება შაბათს, 16 ნოემბერს შეჩერდება. არსებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეჩერება ქვეყნის მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, რადგან გაზის მიწოდება ავსტრიისთვის მოხდება გერმანიიდან, იტალიიდან და ნიდერლანდებიდან. ექსპერტების აზრით, გაზის მიწოდების შეჩერება გამოიწვევს ენერგეტიკულ კრიზისს ავსტრიაში, ამის პარალელურად კი […]
რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო ევროკავშირში ჩინეთისთვის სანქციების დაწესებას განიხილავენ

ევროკავშირში ჩინეთისთვის სანქციების დაწესებას განიხილავენ. ამის შესახებ გერმანული გაზეთი Frankfurter Allgemeine Zeitung-ი წერს. გამოცემის ცნობით, სანქციების მიზეზი არის მტკიცებულებები, როლებიც ადასტურებს, რომ ჩინეთმა რუსეთს მიაწოდა იარაღი უკრაინის წინააღმდეგ ომში. როგორც ანონიმური წყაროები გაზეთთან საუბრისას აღნიშნავენ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა წევრ ქვეყნებს უკვე მიაწოდა მტკიცებულებები ამის შესახებ. თუ რა სახის […]
ბითაძის 27 წუთი და “ორლანდო მეჯიქის” ზედიზედ მე-5 გამარჯვება [VIDEO]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “ორლანდო მეჯიქმა” “ფილადელფია 76-ი” 98:86 დაამარცხა. ჯამალ მოსლის გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ მე-5 გამარჯვება მოიპოვა. ვენდელ კარტერის ტრავმის გამო, “მეჯიქის” ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ თამაში კვლავ ძირითად ხუთეულში დაიწყო, გოგამ მოედანზე 27 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე “ორლანდოს” ერთ-ერთი ლიდერი ფრანც ვაგნერი […]
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 53 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 53 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 83 დრონი გაუშვეს, რომელთაგან უკრაინის თავდაცვის ძალებმა 53 ჩამოაგდეს, ხოლო 30 ქვეყნის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული დრონები ჩერკასის, ოდესის, კიევის, ჟიტომირის, სუმის, ნიკოლაევის, კიროვოგრადის, პოლტავის, ზაპოროჟიეს, […]
ცესკოს სხდომა განახლდა – გიორგი კალანდარიშვილი სხდომაზე ახვეული თვალით დაბრუნდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა განახლდა. სხდომის განახლებისას ცესკო-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა ინციდენტის გამო, რომელმაც სხდომის დროებით შეწყვეტა გამოიწვია. კალანდარიშვილი სხდომაზე ახვეული თვალით დაბრუნდა, რაც, დიდი ალბათობით, ინციდენტის დროს მიღებულ დაზიანებას უკავშირდება. „ვბრუნდებით ტექნიკური შესვენებიდან. მე მინდა მოვუხადო საზოგადოებას ბოდიში იმ უხერხულობის გამო, რის გამოც მომიწია სხდომიდან რამდენიმე წუთით გასვლა,“ – განაცხადა კალანდარიშვილმა […]
ანა დოლიძე – გიორგი მშიშარა კალანდარიშვილი საქართველოს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი მხდალი სახელმწიფო მოხელე, ისე შევა

გიორგი მშიშარა კალანდარიშვილი საქართველოს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი მხდალი სახელმწიფო მოხელე, ისე შევა, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა ანა დოლიძემ, ცესკოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, სხვადასხვა ფორმით ბრძოლა გაგრძელდება და ამ შედეგების აღიარებას არც ქართველი ხალხი და არც უცხოელი მეგობრები არ აპირებს. „რაც აქ ხდება რამდენიმე დღის განმავლობაში, ურდულით გადაკეტილი საარჩევნო კომისია […]
რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში? – რუსულ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმება

უკვე რამდენიმე დღეა, ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული დემონსტრაციები მიმდინარეობს. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 11 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მეორე მოსმენით „მრავალფუნქციური კომპლექსების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა, რასაც ოპოზიციის წინააღმდეგობა მოჰყვა. აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირების დროს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დააკავეს, რომელთა შორის ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმახან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან […]
დალასში, თვითმფრინავს აფრენამდე ტყვია მოხვდა – Reuters

დალასში, თვითმფრინავს აფრენამდე ტყვია მოხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. Southwest Airlines-ის თვითმფრინავს, რომელიც დალასის „ლავ ფილდის“ აეროპორტიდან გასაფრენად ემზადებოდა, ტყვია გვიან ღამით მოხვდა, რის შემდეგაც, თვითმფრინავი გასასვლელთან დაბრუნდა. დაშავებულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. რეისი 2494 დალასიდან (ტეხასის შტატი), ინდიანაპოლისში (ინდიანას შტატი), მიფრინავდა.
ცესკოს თავმჯდომარეს შავი სითხე შეასხეს – არჩევნების შემაჯამებელი სხდომა შეწყდა

ხმაურით დაიწყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა, რომელზეც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამება დაიგეგმა. კომისიის წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შავი სითხე შეასხა, რის შემდეგაც სხდომა შეწყდა. “სამწუხაროდ, იმ გამოწვევას ვერ უპასუხა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, თქვენი ხელმძღვანელობით, რომელსაც ასე დამსახურებულად ევროპისკენ უნდა წავეყვანეთ და დღეს. თქვენი ხელმძღვანელობით, თქვენი უშუალო ჩართულობით, თქვენი […]