თინა ბოკუჩავა – გიორგი კალანდარიშვილი უკვე ფიზიკურადაც ატარებს იმ შავ ლაქას, რაც გახდა ერთგვარი სიმბოლო ამ მიტაცებული და ტოტალურად გაყალბებული არჩევნების

საზოგადოებამ იხილა ცესკოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის პროტესტი გიორგი კალანდარიშვილის მიმართ, რომელიც უკვე ფიზიკურადაც ატარებს იმ შავ ლაქას, რაც გახდა ერთგვარი სიმბოლო სწორედ ამ მიტაცებული და ტოტალურად გაყალბებული არჩევნების, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ცესკოს ეჩქარება მიტაცებული არჩევნების დაკანონება. „ჩქარობენ ბუნებრივია, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ […]

დონალდ ტრამპი თეთრი სახლის პრესსპიკერის თანამდებობაზე კეროლაინ ლივიტს დანიშნავს

დონალდ ტრამპი თეთრი სახლის პრესსპიკერის თანამდებობაზე კეროლაინ ლივიტს დანიშნავს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე დაყრდნობით ავრცელებს. „კეროლაინი ჭკვიანია, ძლიერია და დაამტკიცა, რომ ძალიან ეფექტური კომუნიკატორია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. 27 წლის კეროლაინ ლივიტი, რომელიც დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის პრესმდივანი იყო, აშშ-ის ისტორიაში თეთრი სახლის ყველაზე ახალგაზრდა პრესსპიკერი გახდება. ასევე, დონალდ […]

საველე სიტუაციური სწავლება დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულმა საველე სიტუაციური სწავლება ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მე-3 მსუბუქმა ქვეითმა ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებულ სწავლებაში ტაქტიკური გადაადგილება, თავმოყრის რაიონისა და თავდაცვითი პოზიციების დაკავება განახორციელა. „სწავლების ფარგლებში მოიერიშე ელემენტმა დაბრკოლებათა ხაზი გაარღვია და პირობით მოწინააღმდეგეზე იერიში განახორციელა. ერთკვირიან საველე […]

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ცესკოში შემაჯამებელი ბრიფინგი თავმჯდომარის მოადგილემ გამართა – გიორგი შარაბიძის განმარტებით, სხდომაზე მომხდარი ინციდენტის გამო, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგის ჩატარება “ფიზიკურად ვერ შეძლო”

შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერისა და არჩევნების ოფიციალურად დასრულების დასკვნითი ბრიფინგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნაცვლად, მისმა მოადგილემ გიორგი შარაბიძემ გამართა. როგორც მან ბრიფინგზე განმარტა, სხდომის მიმდინარეობისას მომხდარი სამწუხარო ინციდენტის გამო, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგის ჩატარება ფიზიკურად ვერ შეძლო. გიორგი შარაბიძემ საზოგადოებისთვის შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერის პროცედურა განმარტა. „დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე შედგა შემაჯამებელი ოქმი, რომლითაც 2024 წლის […]

შენგელიას 17 ქულა “პანათინაიკოსთან” “ვირტუსი” ფავორიტთან ბოლო წუთებზე დამარცხდა [VIDEO]

ევროლიგის მე-10 ტურში თორნიკე შენგელიას “ვირტუსმა” ბოლონიაში “პანათინაიკოსს” უმასპინძლა და ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს ბოლომდე ებრძოლა. სამწუხაროდ, ბოლონიელებს ძალები ბოლომდე არ ეყოთ და დასკვნით წუთებზე “პანათინაიკოსმა” გამარჯვება მოიპოვა – 82:77. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 31:21 წუთი ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი […]

საველე სიტუაციური სწავლება დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულმა საველე სიტუაციური სწავლება ჩაატარა. მე-3 მსუბუქმა ქვეითმა ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებულ სწავლებაში ტაქტიკური გადაადგილება, თავმოყრის რაიონისა და თავდაცვითი პოზიციების დაკავება განახორციელა. სწავლების ფარგლებში მოიერიშე ელემენტმა დაბრკოლებათა ხაზი გაარღვია და პირობით მოწინააღმდეგეზე იერიში განახორციელა. ერთკვირიან საველე სიტუაციურ სწავლებაში მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-3 მსუბუქი […]

მაია ბითაძე ცესკო-ში მომხდარ ინციდენტზე: არავინ გაპატიათ ლანძღვა, ბულინგი და ძალადობა 26 ოქტომბერს, ახლა რასაც გეგმავთ და აკეთებთ, ამასაც არავინ გაპატიებთ ამ ქვეყანაში

მაია ბითაძე ცესკო-ში მომხდარ ინციდენტზე: არავინ გაპატიათ ლანძღვა, ბულინგი და ძალადობა 26 ოქტომბერს, ახლა რასაც გეგმავთ და აკეთებთ, ამასაც არავინ გაპატიებთ ამ ქვეყანაში რა უსუსურები და სამარცხვინოები არიან, დღეს, კიდევ ერთხელ, კარგად დაგვანახეს. დღის ბოლოს ეს ბოროტი სექტა მარტო დარჩება, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაია ბითაძე, ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისთვის, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელ დავით […]

ევროკავშირმა Meta €798 მილიონით დააჯარიმა

ევროკავშირმა Meta Platforms-ი ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისთვის €798 მილიონით ($840 მილიონი) დააჯარიმა. ამერიკული კომპანია ევროკავშირის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გასაჩივრებას გეგმავს. ევროკომისია Meta-ს ონლაინგადახდების სერვისს, Facebook Marketplace-ს, არასამართლიანი კონკურენციის შექმნას ედავება. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო Facebook Marketplace-ს, „სხვა ონლაინ კლასიფიცირებული რეკლამის სერვისის პროვაიდერებისთვის არასამართლიანი სავაჭრო პირობების შექმნაში“ ადანაშაულებს. Meta ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. კომპანიის განცხადებით, […]

გიორგი კალანდარიშვილი დავით კირთაძეზე: ის, რაც დღეს ვნახეთ სხდომაზე, არის სახე ამ კონკრეტული ადამიანის ბოროტების. ის ცნობილი იყო, როგორც წარჩინებული პროვოკატორი ჩვენს კომისიაში

გიორგი კალანდარიშვილი დავით კირთაძეზე: ის, რაც დღეს ვნახეთ სხდომაზე, არის სახე ამ კონკრეტული ადამიანის ბოროტების. ის ცნობილი იყო, როგორც წარჩინებული პროვოკატორი ჩვენს კომისიაში ასეთი ქმედებით, ასეთი ზეწოლით, ბულინგითა და პირადი თავდასხმებით ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რეალურად, არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ხელშესახები გარემოება, რომელიც მიუთითებდა, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი […]