აღმაშენებლის ხეივანზე საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

ცესკოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა აღმაშენებლის ხეივანზე საპროტესტო მსვლელობით გადაინაცვლეს. ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და სკანდირებენ „ვითხოვთ ახალ არჩევნებს!“ მსვლელობისას პოლიციასა და მოქალაქეებს შორის იყო დაპირისპირება. პოლიციამ ძალის გამოყენებით სცადა, რომ ისინი გზის სავალი ნაწილიდან გადაეყვანა.
შემაჯამებელ ოქმს ხელი მოეწერა: “ქართულ ოცნებას” 53.93% აქვს – რამდენი პროცენტი აქვთ დანარჩენ პარტიებს

შემაჯამებელ ოქმს ხელი მოეწერა: “ქართულ ოცნებას” 53.93% აქვს – რამდენი პროცენტი აქვთ დანარჩენ პარტიებს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა. საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” 53.93% მიიღო – მანდატების რაოდენობა 89, “კოალიცია ცვლილებისთვის” 11.03 %, მანდატების რაოდენობა 19, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” 10.17%, მანდატების რაოდენობა 16, “კოალიცია ძლიერი საქართველო” 8.81% მანდატების რაოდენობა 14, […]
III კვარტალში აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტებში კონტროლის შედეგად 18 დარღვევა გამოვლინდა

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა 140-ზე მეტ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ობიექტში. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კონტროლის შედეგად გამოვლინდა 18 სამართალდარღვევა, მათ შორის, ერთ შემთხვევაში აკრძალული პრეპარატის იმპორტი, ვადაგასული და უხარისხო პესტიციდის რეალიზაციის ფაქტები, მარკირებისა და შეფუთვის წესის დარღვევა, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონა. “გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, […]
თინა ბოკუჩავა ცესკოს თავმჯდომარეზე: “უკვე ფიზიკურადაც ატარებს შავ ლაქას”

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი “უკვე ფიზიკურადაც ატარებს იმ შავ ლაქას, რომელსაც ის ვერასოდეს მოიშორებს არჩევნების გაყალბებისთვის”. ბოკუჩავა მიუთითებს ცესკოს სხდომაზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც კომისიის წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შავი სითხე შეასხა. გიორგი კალანდარიშვილი სხდომაზე თვალახვეული დაბრუნდა. მან ტანსაცმელიც გამოიცვალა […]
ენერგორესურსების გასაიაფებლად ევროკავშირმა ანტირუსულ სანქციებს უნდა გადახედოს – ორბანი

ენერგორესურსებზე ფასების შესამცირებლად ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უნდა გადახედოს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. ორბანის თქმით, სანქციები ზრდის ენერგორესურსების ფასებს, რაც ხელს უშლის ბლოკის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას. „ენერგორესურსების ფასები ნებისმიერი გზით უნდა შემცირდეს. ეს ნიშნავს, რომ სანქციები უნდა გადაიხედოს, რადგან არსებული სანქციების პოლიტიკის პირობებში ენერგორესურსების ფასები არ დაიწევს“, – განაცხადა ორბანმა უნგრულ […]
ევრო გაუფასურებას განაგრძობს – ვალუტა 1-წლიან მინიმუმზეა

ერთ-ერთი ყველაზე მყარი ვალუტა, ევრო ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუფასურდა. აშშ-ის ინფლაციის მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ ევროზონის ვალუტა დოლართან მიმართებით 1-წლიან მინიმუმამდე შემცირდა. ფინანსური ანალიტიკოსები აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნებას ვარაუდობენ. გუშინ ევროსა და დოლარის გაცვლითმა კურსმა 1.0546 შეადგინა, რაც 2023 წლის 1-ელი ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. დონალდ ტრამპის გამარჯვებით გამოწვეულმა ეკონომიკურმა ძვრებმა და აშშ-ში ინფლაციის მაჩვენებლის […]
საინვესტიციო შეთანხმების პროექტის გაწვევაზე ასლან ბჟანიას ხელი არ მოუწერია – ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის” პრესსამსახური

ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტის გაწვევის შესახებ დოკუმენტზე ასლან ბჟანიას ხელი არ მოუწერია, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის პრესსამსახურზე“ დაყრდნობით ავრცელებს. „პრეზიდენტ ასლან ბჟანიას „რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის დოკუმენტზე ხელი არ […]
მომაკვდინებელი წყალდიდობა ესპანეთში: ვალენსიის მთავრობის პრეზიდენტი ბოდიშს იხდის და „შეცდომებს“ აღიარებს

კრიტიკის ქარცეცხლში მყოფმა ვალენსიის მთავრობის პრეზიდენტმა ბოდიში ოფიციალურად მოიხადა – პარასკევს, 15 ნოემბერს, კარლოს მაზონმა აღიარა, რომ „შეცდომები“ იყო დაშვებული გასული თვეში მომხდარი დრამატული წყალდიდობის დროს, რომელსაც, სულ მცირე, 224 ადამიანი ემსხვერპლა. „მე არ ვაპირებ უარვყო, რომ შეცდომები დავუშვით“, – აღნიშნა მაზონმა რეგიონულ პარლამენტში საკუთარი ინიციატივით გამოსვლისას, რომლის დროსაც მან ამ უპრეცედენტო კრიზისზე ხელისუფლების რეაგირების […]
დონალდ ტრამპი თეთრი სახლის პრესსპიკერის თანამდებობაზე კეროლაინ ლივიტს დანიშნავს

დონალდ ტრამპი თეთრი სახლის პრესსპიკერის თანამდებობაზე კეროლაინ ლივიტს დანიშნავს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე დაყრდნობით ავრცელებს. „კეროლაინი ჭკვიანია, ძლიერია და დაამტკიცა, რომ ძალიან ეფექტური კომუნიკატორია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. 27 წლის კეროლაინ ლივიტი, რომელიც დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის პრესმდივანი იყო, აშშ-ის ისტორიაში თეთრი სახლის ყველაზე ახალგაზრდა პრესსპიკერი გახდება. ასევე, დონალდ […]
საველე სიტუაციური სწავლება დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულმა საველე სიტუაციური სწავლება ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მე-3 მსუბუქმა ქვეითმა ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებულ სწავლებაში ტაქტიკური გადაადგილება, თავმოყრის რაიონისა და თავდაცვითი პოზიციების დაკავება განახორციელა. „სწავლების ფარგლებში მოიერიშე ელემენტმა დაბრკოლებათა ხაზი გაარღვია და პირობით მოწინააღმდეგეზე იერიში განახორციელა. ერთკვირიან საველე […]