ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულმა დავით კუტალაძემ და თორნიკე დავლაშერიძემ საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა

ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულმა დავით კუტალაძემ და თორნიკე დავლაშერიძემ საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვეს. არსებული ინფორმაციით, ისინი „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე გათავისუფლდნენ. როგორც თორნიკე დავლაშერიძის ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ქნის მე-15 პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. „მას ამნისტიის საფუძველზე 1/6 მოაკლდა. […]
შსს-მ გამოძიება დაიწყო ცესკოს თავმჯდომარისთვის საღებავის შესხმის გამო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ცესკოში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის წინააღმდეგ. უწყება აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმე ცესკოს მიმართვის საფუძველზე აღიძრა. “შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს”, – აცხადებს შსს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა “ერთიანი ნაციონალური […]
აშშ-ის სანქციების პასუხად რუსეთმა გამდიდრებული ურანის ექსპორტი დროებით შეზღუდა

რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამდიდრებული ურანის ექსპორტი დროებით შეზღუდა. რუსეთის ფედერაციის მთავრობა განმარტავს, რომ გამონაკლისი არის მიწოდება, რომელიც განხორციელდება ტექნიკური და ექსპორტის კონტროლის ფედერალური სამსახურის მიერ გაცემული ერთჯერადი ლიცენზიების ფარგლებში. რუსეთის სამთავრობო ვებსაიტზე განმარტავენ, რომ შეზღუდვები დაწესებულია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დავალებით და ის არის რუსული მხარის პასუხი შეერთებული შტატების მიერ 2024-2027 წლებში დაწესებულ შეზღუდვებზე. […]
ლოს-ანჯელესში მოსახლეობას გადაადგილება უკვე რობო-ტაქსით შეუძლია

ლოს-ანჯელესის მცხოვრებებს, ვინც Waymo One-ის აპლიკაციას იყენებს, შეუძლია თვითმართვადი რობო-ტაქსით ისარგებლოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს. 3.8 მილიონი მცხოვრებლით ლოს-ანჯელესი მესამე და ყველაზე დიდი ქალაქი გახდა, რომელსაც რობო-ტაქსი მოემსახურება. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, თვითმართვადი ტრანსპორტი 2025 წელს ქალაქ ჰიუსტონშიც დაიწყებს მუშაობას. წყარო: იმედინიუსი
მეცნიერებმა გაშიფრეს სიგნალი, რომელიც, შესაძლოა, უცხოპლანეტელებისგან მოდიოდეს

მას შემდეგ, რაც ევროპის კოსმოსური სააგენტოს მარსის ირგვლივ მბრუნავმა კოსმოსურმა აპარატმა ExoMars Trace Gas Orbiter-მა დაიჭირა სიგნალი (2023 წლის მაისში), რომელშიც შესაძლოა იყოს შეტყობინება უცხოპლანეტელებისგან, სამმა სხვადასხვა ობსერვატორიამ დაუმუშავებელი მონაცემები ინტერნეტში ჩაუშვა, რათა მთელს მსოფლიოში მეცნიერ-მოყვარულებს მათი გაშიფვრის საშუალება მისცემოდათ, – წერს CNN. ორმა მეცნიერმა, რომლებიც მამა-შვილი არიან – კენ და კელი ჩაფინებმა ცოტა ხნის […]
საპროტესტო მსვლელობაზე ორი პირია დაკავებული

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის სერგი ბზიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის საპროტესტო მსვლელობაზე, რომელიც ცესკო-ს შენობიდან იმართება, ორი პირია დაკავებული. მისი განმარტებით, დაკავებულები გზის სავალ ნაწილს კეტავდნენ და ხელს უშლიდნენ პოლიციურ მოქმედებებს. როგორც მან აღნიშნა, ორივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
შსს-მ დავით კირთაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის წინააღმდეგ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. “შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე […]
,,მე, ჯავახიშვილი, კალანდარიშვილი, კირთაძე, კირთაძის ცოლი – წლები ერთად ვმუშაობდით..“ – ირაკლი ლატარია

ეკონომისტი ირაკლი ლატარია: ,,მე, ჯავახიშვილი, კალანდარიშვილი, კირთაძე, კირთაძის ცოლი – წლები ერთად ვმუშაობდით.. ვერაფრით წარმოვიდგენდი თუ კირთაძე ასე მოიქცეოდა და კალნდარიშვილს სახეში შეასხავდა.. ფულმა როგორ შეიძლება ყველაფერი გაგაკეთებინოს? აი სად ქრება ამ დროს ადამოანობა? ახლობლობა? კირთაძის ცოლი დღემდე ცესკოში დეპარტამენტის უფროსად მუშაობს , დღემდე 🙂 მეტის ღირსი ხარ გოგლიკ, ხომ ხედავ როგორ დაგიფასეს გვერდში დგომა […]
პაატა ზაქარეიშვილი – აფხაზური ოპოზიცია ცდილობს დააჯეროს რუსეთი, აჯობებს დაიოკოს მადა და აფხაზეთისგან ზედმეტი არ მოითხოვოს

„ქართული ოცნება“ არანაირად არ იტყვის უარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, მაგრამ, არასდროს არ იტყვის, რომ მან აფხაზეთი რუსეთს დათმო, მაგრამ ის ხელს არ შეუშლის რუსეთის მიერ აფხაზეთის აითვისებს უკანასკნელ დღეებში აფხაზეთში განვითარებული პროცესების მიზნებსა და მიზეზებზე, ასევე მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებზე, „ინტერპრესნიუსი“ კონფლიქტოლოგ, პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა. – ბატონო პაატა, უკანასკნელ დღეებში აფხაზეთში ვითარება უკიდურესად სწრაფად და […]
შსს-ს ინფორმაციით, საპროტესტო მსვლელობაზე 3 პირი დააკავეს

საპროტესტო მსვლელობისას, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობიდან გაიმართა, ჯამში სამი პირია დაკავებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. ცნობისთვის, იქამდე საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ პირთა დაკავება გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის მცდელობისა და საპოლიციო მოქმედებებისთვის ხელის შეშლისთვის მოხდა.