ინალ არძინბა აფხაზებს “კონსტიტუციური” წესრიგისკენ მოუწოდებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ინალ არძინბა აცხადებს, რომ „რუსი მოკავშირეები“ განიცდიან აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს და, რომ არაკონსტიტუციური ქმედებები აზიანებს სახელმწიფოთაშორის დიალოგს. „აფხაზეთის რესპუბლიკა სამართლებრივი, მრავალეროვანი, დემოკრატიული სახელმწიფოა. კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მისი დაცვა ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერების გარანტია“, – აცხადებს არძინბა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში და მისი „დაჟინებული რეკომენდაციაა“ – […]

ლიბანის მედია: ისრაელის ძალებმა მიაღწიეს ყველაზე ღრმა წერტილს ლიბანის ტერიტორიაზე

ლიბანის მედიის ცნობით, 16 ნოემბერს ისრაელის სამხედრო ძალებმა ლიბანში მიაღწიეს ყველაზე ღრმა წერტილს მას მერე, რაც იქ ექვსი კვირის წინ შეიჭრნენ, თუმცა შემდეგ უკან დაიხიეს ჰეზბოლასთან ინტენსიური შეტაკებების ფონზე. ჰეზბოლას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს აშშ, ხოლო ევროკავშირს “შავ სიაში” შეყვანილი ჰყავს მხოლოდ მისი სამხედრო განშტოება და არა პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ლიბანის პარლამენტში წარმომადგენლები ჰყავს. ჰეზბოლა აკონტროლებს […]

მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე დიდი მარჯანი იპოვეს, რომლის დანახვა კოსმოსიდანაც კი არის შესაძლებელი

National Geographic Pristine Seas-ის მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე დიდ მარჯანს მიაგნეს. ის იმდენად დიდია, რომ მისი დანახვა კოსმოსიდანაც კი არის შესაძლებელი, – წერს CNN. 30 მეტრზე გრძელი მარჯანი 300 წელზე მეტი ხნისაა და National Geographic Pristine Seas-ის მეცნიერებმა ექსპედიციის დროს წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სოლომონის კუნძულებზე აღმოაჩინეს. ის სამჯერ უფრო დიდია, ვიდრე წინამორბედი რეკორდსმენი, რომელიც ამერიკულ […]

„დამზადებულია რუსეთში” – პროდუქცია ქართულ დახლებზე

„დამზადებულია რუსეთში“ – ამ წარწერით ქართული მაღაზიების დახლებზე სხვადასხვა სახეობის უამრავ პროდუქტს შეხვდებით. მოქალაქეებს ვკითხეთ, რამდენად შესამჩნევია რუსული პროდუქციის გაზრდილი რაოდენობა. „ძალიან ხშირად მხვდება. მაგალითად, დღეს ვიყიდე შოკოლადის ფილე და აშკარად რუსული იყო. თან თვითონ რუსული პროდუქციის წინააღმდეგი ვარ, არ ვენდობისავით, უფრო ევროპული მირჩევნია რატომღაც. უფრო ძვირია სხვა ქვეყნის პროდუქცია, ეგ შედარებით იაფია და ამიტომ […]

ბოკუჩავა: კალანდარიშვილმა მოქალაქეებისთვის არჩევანის მოპარვისთვის პასუხი უნდა აგოს

გესმოდეთ და იცოდეთ, რომ ამას საზოგადოება არ გაპატიებთ. ყველა ერთად საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ დიდ შავ ლაქად იქცევით. ჩვენ კი აუცილებად მივაღწევთ ხელახალ არჩევნებს, რომელსაც აუცილებად ჩაატარებს კეთილსინდისიერი პროფესიონალებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია, რომლის წევრი კვლავ დავით კირთაძე იქნება. თუმცა იმ ადმინისტრაციის წევრი, ვპირდებით საზოგადოებას, არ იქნება არჩევნების ქურდი თავზე ლაფდასხმული დამნაშავე გიორგი კალანდარიშვილი, რომელმაც პასუხი […]

სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც დღეს უნდა გაეკეთებინა, ორშაბათისთვის გადაიდო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. პრეზიდენტის ბრიფინგი ორბელიანების სასახლეში 20:00 საათზე იყო ჩანიშნული.

მამუკა ხაზარაძე – ვითხოვთ ახალ არჩევნებს! – სახალხო დაუმორჩილებლობა არის კონსტიტუციით მონიჭებული ფუნდამენტური უფლება!

ვითხოვთ ახალ არჩევნებს! სახალხო დაუმორჩილებლობა არის კონსტიტუციით მონიჭებული ფუნდამენტური უფლება!- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. „ვითხოვთ ახალ არჩევნებს! სახალხო დაუმორჩილებლობა არის კონსტიტუციით მონიჭებული ფუნდამენტური უფლება! ერთად აღვუდგეთ წინ ჩვენი ხმების და ჩვენი მომავლის ქურდებს! უნდა დავიბრუნოთ წართმეული უფლებები! ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს!“ – წერს მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

ქუჩაზე, სადაც კალანდარიშვილი ცხოვრობს, პოლიციას კორდონი აქვს

თბილისში, შატბერაშვილის ქუჩაზე, სადაც გიორგი კალანდარიშვილი ცხოვრობს, პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული და მოქალაქეებს საშუალებას არ აძლევს ცესკოს თავმჯდომარის სახლთან გასაპროტესტებლად მივიდნენ. შატბერაშვილის ქუჩაზე მისულ ახალგაზდებს თავს დაესხნენ უცხო პირები, რომელთაც სახეზე პირბადეები ეკეთათ. როგორც მათ „ტვ პირველს“ უთხრეს, ისინი „მეზობლები“ არიან.

გიორგი კალანდარიშვილის სახლთან კვლავ ხმაურია – ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთ-ერთი აქტივისტი შეუძლოდ გახდა

ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის სახლთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები პროტესტის გამოსახატად მივიდნენ, კვლავ ხმაურია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცავები ცდილობდნენ აქტივისტები გიორგი კალანდარიშვილის სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით გადაეყვანათ აქტივისტები, რა დროსაც პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი. ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთ-ერთი აქტივისტი შეუძლოდ გახდა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, გოგა მემანიშვილის განცხადებით, აქტივისტები […]

მიხეილ სააკაშვილი ცესკოში მომხდარ მოვლენებს ეხმაურება

ვამაყობ ჩემი თანამებრძოლით, დავით კირთაძით! – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ის ასევე მხარდაჭერას უცხადებს დღევანდელ აქციაზე დაკავებულ პირებს. „ვამაყობ ჩემი თანამებრძოლით, დავით კირთაძით! ჩემი სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა უმაგრეს გიორგი ლიფონავასა და ყველა დაკავებულს!” – წერს სააკაშვილი. ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც არჩევნების შედეგებს აჯამებდნენ, ხმაური იყო. ცესკოში […]