ლიბანის მედია: ისრაელის ძალებმა მიაღწიეს ყველაზე ღრმა წერტილს ლიბანის ტერიტორიაზე

ლიბანის მედიის ცნობით, 16 ნოემბერს ისრაელის სამხედრო ძალებმა ლიბანში მიაღწიეს ყველაზე ღრმა წერტილს მას მერე, რაც იქ ექვსი კვირის წინ შეიჭრნენ, თუმცა შემდეგ უკან დაიხიეს ჰეზბოლასთან ინტენსიური შეტაკებების ფონზე.
ჰეზბოლას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს აშშ, ხოლო ევროკავშირს “შავ სიაში” შეყვანილი ჰყავს მხოლოდ მისი სამხედრო განშტოება და არა პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ლიბანის პარლამენტში წარმომადგენლები ჰყავს. ჰეზბოლა აკონტროლებს სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს.
ისრაელის სამხედროებმა დაიკავეს სტრატეგიული მნიშვნელობის გორაკი სამხრეთ ლიბანის სოფელ ჩამაში, ისრაელის საზღვრიდან დაახლოებით ხუთი კილომეტრის მოშორებით, – აცხადებს ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო. ამავე წყაროს ცნობით, ისრაელის სამხედროები მოგვიანებით გორაკიდან უკუგდებულ იქნენ.
ისრაელის არმია განცხადებაში წერს, რომ მისი სამხედროები “განაგრძობენ შემოსაზღვრულ, ლოკალიზებულ და მიზანმიმართულ საოპერაციო მოქმედებებს ლიბანის სამხრეთში”. ისრაელს ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია ლიბანის მედიის ამ ბოლო ცნობებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ