აშშ ხელისუფლების გადაბარების პროცესში – ვინ მოიაზრება მომავალ ადმინისტრაციაში?

მომავალი წლის იანვრიდან, სენატს, დაახლოებით, 1200 საპრეზიდენტო ნომინაციის განხილვა მოუწევს, – ფედერალური მოსამართლეებიდან დაწყებული, კაბინეტის მდივნებით დასრულებული. თუმცა, არჩეული პრეზიდენტის უპირველესი პრიორიტეტი, სწორედ ადმინისტრაციის დაკომპლექტებაა. Facebook Forum

Reuters – რუსეთმა ავსტრიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა

რუსეთმა ავსტრიაში გაზის მიწოდება შეწყვიტა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს. ცნობისთვის, პარასკევს, 15 ნოემბერს, ავსტრიამ განაცხადა, რომ მოსკოვმა მას შეატყობინა იმის შესახებ, რომ გაზის მიწოდება 16 ნოემბრიდან შეწყდებოდა. ეს ენერგორესურსების ავსტრიული მიმწოდებლის OMW-ს სასარგებლოდ გამოტანილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას მოყვა, რომელიც რუსულ სახელმწიფო კომპანია “გაზპრომს” მის გერმანულ ქვედანაყოფში გაზის მიწოდების ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. OMW “გაზპრომისგან” […]

ევროპაში სტუდენტებისთვის დამატებით საცხოვრებლებს აშენებენ

ევროკავშირის მხარდაჭერით, უახლოეს წლებში აშენდება დამატებითი სტუდენტური საცხოვრებელი. უპირველეს ყოვლისა, სტუდქალაქები მოეწყობა პოლონეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში. იქ გადაადგილებას სამნახევარი ათასი ადამიანი შეძლებს. პოლონეთში საცხოვრებელი სახლი უკვე შენდება ვარშავის, ვროცლავისა და გდანსკის უნივერსიტეტებისთვის, სადაც 1800 სტუდენტს შეეძლება გადაადგილება. ევროპაში სულ უფრო მეტი სტუდენტია. 2030 წლისთვის 23,5 მილიონი ადამიანი იქნება – 10%-ით მეტი ვიდრე […]

ჰაერის დაბინძურება – რუსთავში ისევ იბრძვიან სუფთა ჰაერისთვის

რუსთავში გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, რამდენად ახლოსაა საცხოვრებელი სახლები საწარმოებთან. ეს ის ადგილია, საიდანაც ჯანმრთელობისთვის საშიში მტვერი და გამონაბოლქვი მთელს ქალაქში ვრცელდება. ქალაქის ცენტრი ამ ადგილიდან შორს არ არის. აქ გამვლელები ინდუსტრიული ქალაქის ჰაერის სისუფთავის პრობლემაზე ლაპარაკობენ და იმაზე, შემცირდა თუ არა ჰაერის დაბინძურება, მას შემდეგ, რაც საქართველომ დამაბინძურებლებისთვის კანონმდებლობა გაამკაცრა. – იმდენად ახლოს არ […]

ცესკო-ს თავმჯდომარის სახლთან საპროტესტო აქცია დასრულდა

ცესკო-ს თავმჯდომარის სახლთან საპროტესტო აქცია დასრულდა. აქტივისტები, რომლებიც გიორგი კალანდარიშვილის სახლთან პროტესტის გამოსახატად მივიდნენ, მრგვალ ბაღთან ჩავიდნენ. შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ, მიიღეს, რაც სამართალდამცავებმა ისინი ცესკოს თავმჯდომარის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან განარიდეს. მრგვალ ბაღთან აქციის მონაწილეებმა დღევანდელი პროტესტის დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს. შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის სახლთან ახალგაზრდები მივიდნენ, სადაც მათ სამართალდამცავების კორდონი დახვდათ, […]

კირთაძე: ეს იყო გულწრფელი პროტესტი, რომელიც გამოვხატე კალანდარიშვილის მიმართ

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენელმა, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დავით კირთაძემ განაცხადა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მისამართით შავი სითხის შესხმით მან გულწრფელი პროტესტი გამოხატა. მან ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა. კირთაძის თქმით, მისი ეს ქმედება სოლიდარობა იყო იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებული ხმა მოპარეს. “ეს იყო გულწრფელი პროტესტი, რომელიც გამოვხატე კალანდარიშვილის მიმართ. […]

ავსტრიამ შესაძლოა, გააუქმოს ვეტო ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის სივრცეში გაწევრების შესახებ

ავსტრიამ შესაძლოა შეცვალოს მიდგომა ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის სივრცეში გაწევრების შესახებ. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, გერჰარდ კარნერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ავსტრიის მთავრობა აპირებს გადახედოს ვეტოს, რომელიც ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში გაწევრებას ეხება. ავსტრია ორი წელია ეწინააღმდეგება, ამ ორი ქვეყნის შენგენის სივრცეში მიღებას. ავსტრიამ ეს საკითხი ოფიციალურად არაერთხელ დაბლოკა კიდეც. ქვეყნის მთავრობის არგუმენტი […]

„აქამდეც დავასრულებდით, რომ არა შემაფერხებელი ფაქტორები“ – რატომ ვერ სრულდება „მგზავრების უბანი საგურამოში“?

“მგზავრები ჯგუფის“ დამფუძნებლის დავით ცერცვაძის თქმით, „მგზავრების უბანი საგურამოში“ აქამდე დასრულებული იქნებოდა, რომ არა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან შექმნილი შემაფერხებელი ფაქტორები. კომპანია „მგზავრები“ საგურამოში 30 მლნ ლარის ღირებულების საცხოვრებელი კომპლექსს აშენებს. კომპანიის დამფუძნებელი დავით ცერცვაძე გადაცემა #რედაქტ2-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ კომპლექსი სრულად 100-120 სახელზეა გათლილი და 40% უკვე გაყიდულია, ხოლო ინფრასტრუქტურა სრულად მოწყობილია, თუმცა პროექტის […]

დავით კირთაძე – საღებავის შესხმა იყო გულწრფელი პროტესტი და მზად ვარ, შსს-ს კითხვებს ვუპასუხო – კალანდარიშვილი მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში თვალახვეული იყო და ვერ ხედავდა დარღვევებს, ცემა-ტყეპას, დაშინებას, მოსყიდვას

ეს იყო გულწრფელი პროტესტი, რომელიც გიორგი კალანდარიშვილის მიმართ გამოვხატე – ეს იყო სოლიდარობა იმ სტუდენტების და ქართველი ხალხის მიმართ, რომლებმაც ხმა დაკარგეს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დღეს საქართველოში არის რეალობა, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს, რადგან მისი შეფასებით, ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ქართველი ამომრჩევლების […]

თინა ბოკუჩავა – ვაფრთხილებთ რეჟიმს, ზვიად ხარაზიშვილს და მის სხვა ჯალათებს, დღეს დავით კირთაძემ ქვეყნის სათქმელი თქვა და მასზე სამართლებრივი თუ ფიზიკური შურისძიება არის თავდასხმა ყველა მოქალაქეზე

ვაფრთხილებთ რეჟიმს, სანქცირებულ ზვიად ხარაზიშვილს და მის სხვა ჯალათებს, დღეს დავით კირთაძემ მთელი ქვეყნის სათქმელი თქვა ამ საპროტესტო აქტით გიორგი კალანდარიშვილის წინააღმდეგ და მასზე ნებისმიერი სამართლებრივი თუ ფიზიკური შურისძიება, ან თავდასხმა არის თავდასხმა საქართველოს ყველა მოქალაქეზე, ვისაც დიახ, პირადად კალანდარიშვილმა ივანიშვილის დაკვეთით, მოჰპარა არჩევანი, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე […]