საქართველო და აშშ-მა ერთმანეთთან წელს 1,5 მილიარდი დოლარი ივაჭრეს – როგორია სავაჭრო ბალანსი

2024 წლის განვლილ სამ კვარტალში საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ მონაცემით, აშშ უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სამეულში შედის თურქეთისა და რუსეთის შემდეგ და მის წილად საერთო ვაჭრობის 8,8% მოდის. რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებს, აშშ-დან საქართველოში განხორციელებულ იმპორტში ლომის წილი უკავია ავტომობილებს (9 თვეში 1,25 მილიარდი დოლარის ღირებულების 103 ათასი მანქანა […]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 0:1 მარცხდება [VIDEO]

ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ უკრაინასთან 0:1 მარცხდება. მატჩი მასპინძლების შეტევებით დაიწყო, ზივზივაძის დარტყმული ბურთი მიკოლენკომ დაბლოკა, კვარაცხელიას გატანა მეკარე ტრუბინმა არ დაანება, სწრაფი კონტრშეტევისას კი მუდრიკის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში კვირკველიამ ჩაჭრა. წვიმის გამო გაზონი მძიმე იყო, „ჯვაროსნები“ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მეტოქის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდათ. სტუმრებს მეორე გოლის […]

,,პროკურატურის ადგილზე კალანდარიშვილის თვალსაც დავაყადაღებდი…” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: ,,პროკურატურის ადგილზე კალანდარიშვილის თვალსაც დავაყადაღებდი, ვინმემ რომ არ მოხსნას სანტავიკი და ნახოს რა ჭირს…”

კრიპტომილიარდერები $38 მლრდ-ით გამდიდრდნენ

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბიტკოინის ღირებულებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და პირველად, $90 000-ს გადასცდა. ყველა ციფრული აქტივის საერთო ღირებულებამ კი, $3.2 ტრილიონს გადააჭარბა. შედეგად, კრიპტომილიარდერების – ლიკვიდური ტოკენებისა და აქტივების უმსხვილესი მფლობელები – ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა. Forbes-ის შეფასებით, 2024 წელს 11 კრიპტომილიარდერის ქონება ჯამში $38 მილიარდით გაიზარდა. ამ ზრდის დაახლოებით 63%, $24-მილიარდიანი მატება, პირველი […]

რადგან ოპოზიციონერი ვიყავი – გიორგი სიორიძე ჰყვება, როგორ გააძევეს ცესკოს სხდომიდან

ცესკოში „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი სიორიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სხდომიდან ის ოპოზიციონერობის გამო გააძევეს, ცესკოს თავმჯდომარისთვის საღებავის შესხმის შემდეგ შექმნილი არეულობის დროს. ასევე მისი თქმით, არაოპოზიციონერი წევრებისთვის „ხელი არავის დაუკარებია“. „როცა [ინციდენტის შემდეგ] ცესკოს წევრები წამოიშალნენ, იქ მანდატური იყო, რამდენიმე ადამიანი იყო, არც ვიცნობ მათ პირადად – ფიზიკურად ცდილობდნენ ჩემს გაყვანას დარბაზიდან. ვეუბნებოდი, რა […]

Apple, Amazon, Facebook, Google – საქართველოს მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები ტექნოლოგიურ გიგანტებშია ინვესტირებული

10 წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიაში 1 მილიარდი ლარია დაბანდებული. 2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობა 5,8 მილიარდ ლარამდეა, საიდანაც 1 მილიარდი ლარი მსოფლიოს ყველაზე მაღალი სანდოობის მქონე, უპირატესად წამყვანი მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციებშია განთავსებული. სიას სათავეში უდგას კომპანია Apple, რომელსაც საპენსიო ფონდის აქციების პორტფელის 3,2% უკავია (ინვესტირებულია 31,9 მილიონი ლარი), პირველ სამეულში ჰაიტექის […]

საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი დაიწყო

საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი დაიწყო. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას „ერთა ლიგის“ მეხუთე ტურის მატჩს უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ მართავს. მატჩი „აჭარაბეთ არენაზე“ მიმდინარეობს. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ლაშა დვალი ტოვებს. საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფში მეორე ადგილზეა და პირველ ადგილზე მყოფ ჩეხეთს ერთი ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება მეტოქეს – უკრაინა 4 ქულით […]

უცხოელი ლობისტების, მოქრთამული პოლიტიკოსების, ევროპარლამენტარებისა და ასევე ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებული, სალომე ზურაბიშვილის წაქეზებამ გამოიწვია ოპოზიციის კრიმინალურ რელსებზე გადასვლა

უცხოელი ლობისტების, მოქრთამული პოლიტიკოსების, ევროპარლამენტარებისა და ასევე ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებული, სალომე ზურაბიშვილის წაქეზებამ გამოიწვია ოპოზიციის კრიმინალურ რელსებზე გადასვლა უცხოელი მხარდამჭერების, ლობისტების, მოქრთამული პოლიტიკოსების, ევროპარლამენტარებისა და ასევე ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებული, სალომე ზურაბიშვილის კრიმინალურ-წამქეზებელ ინსტიტუციის წაქეზებამ გამოიწვია ოპოზიციის კრიმინალურ რელსებზე გადასვლა, – განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა, ბიძინა გიორგობიანმა „დღის ქრონიკაში“. „სისხლის სამართლის დანაშაულია ეს […]

მსოფლიო ტრამპის გეგმის მოლოდინში

დონალდ ტრამპის გუნდს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომზე მედიასთან საუბარი და განმარტებების გაკეთება უკვე უწევს. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა და სტრატეგმა ბრაიან ლანზამ BBC-ისთან ინტერვიუში ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციისთვის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პრიორიტეტი არ იქნება და, რომ ახალი მთავრობა ომის დასრულებაზე იმუშავებს. თუმცა არჩეული პრეზიდენტის სპიკერი განმარტავს, რომ ეს განცხადება ამერიკის 47-ე […]

“ეს იყო გულწრფელი პროტესტი” – დავით კირთაძე ცესკოს თავმჯდომარისთვის საღებავის შესხმაზე

“ეს იყო გულწრფელი პროტესტი, რომელიც გამოვხატე [გიორგი] კალანდარიშვილის მიმართ. ეს იყო სოლიდარობა ქართველი ხალხისა და სტუდენტების მიმართ, რომლებმაც ხმა დაკარგეს” – განაცხადა ცესკოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან”, დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარისთვის შავი საღებავის შესხმის ფაქტთან დაკავშირებით. “თქვენ ნახეთ თვალახვეული კალანდარიშვილი, რომელიც მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, დიახ, ზუსტად ასე იყო თვალახვეული და ვერ ხედავდა, ვერც არჩევნების დღეს […]