მოხვდება თუ არა ეს უსიამოვნო ფაქტი საერთაშორისო ორგანიზაციების შემაჯამებელ ანგარიშებში, ამას ჩვენ ერთად ვნახავთ მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება აღნიშნული ანგარიშები

მოხვდება თუ არა ეს უსიამოვნო ფაქტი საერთაშორისო ორგანიზაციების შემაჯამებელ ანგარიშებში, ამას ჩვენ ერთად ვნახავთ მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება აღნიშნული ანგარიშები მოხვდება თუ არა ეს უსიამოვნო ფაქტი საერთაშორისო ორგანიზაციების შემაჯამებელ ანგარიშებში, ამას ჩვენ ერთად ვნახავთ მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება აღნიშნული ანგარიშები, – განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა. მისივე თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია […]
ალბანეთი – ჩეხეთი 0:0 – “ჯვაროსნებს” ოლომოუცში გამარჯვება სჭირდებათ

ერთა ლიგის B1 ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, მეხუთე ტურში ალბანეთი და ჩეხეთი დაზავდნენ – 0:0. პირველ ტაიმში სტუმრები დომინირებდნენ, ორჯერ გაარტყეს ბურთი ხარიხას, მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა, სანახაობრივი ვერ იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და მატჩი უგოლოდ დასრულდა. ჯგუფში 8 ქულით ლიდერი ჩეხეთია, საქართველო 7 ქულით მეორე ადგილზეა, ამდენივე ქულით და უარესი დამატებითი მაჩვენებლით მესამე […]
პატრიარქი “ქართულ ოცნებას” არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
დასრულდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას, – ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს. ილია მეორე გამოთქვამს იმედს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის „დასრულდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის […]
ფრე უკრაინასთან – საქართველოს ნაკრები პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს [VIDEO]

ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა. მატჩი მასპინძლების შეტევებით დაიწყო, ზივზივაძის დარტყმული ბურთი მიკოლენკომ დაბლოკა, კვარაცხელიას გატანა მეკარე ტრუბინმა არ დაანება, სწრაფი კონტრშეტევისას კი მუდრიკის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში კვირკველიამ ჩაჭრა. წვიმის გამო გაზონი მძიმე იყო, „ჯვაროსნები“ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მეტოქის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდათ. სტუმრებს მეორე გოლის გატანა […]
ტრამპის მოსვლის შემდეგ ამერიკის საკადრო პოლიტიკას უკვე შეეტყო, რომ მათი ჩვენთან ღირებულებითი თანხვედრა რეალურია

„საქართველო სრულფასოვანი სახელმწიფოა და მას აქვს ლეგიტიმური უფლება, ის რაც დასავლური ღირებულებების ანი და ბანია მოითხოვოს,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ. მისივე თქმით, ამერიკის პოლიტიკა დროთა განმავლობაში აუცილებლად გავრცელდება ევროპაზეც და საქართველოსთან ურთიერთობები გადაიტვირთება. „ტრამპის მოსვლის შემდეგ ამერიკის საკადრო პოლიტიკას უკვე შეეტყო, რომ მათი ჩვენთან ღირებულებითი თანხვედრა რეალურია და რა თქმა უნდა, […]
მაღალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობათა წილი გაიზარდა, დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობათა წილი შემცირდა – PMCG

„2019-2023 წლებში შინამეურნეობების ნომინალური მედიანური შემოსავალი 50.1%-ით გაიზარდა და 1,328 ლარი შეადგინა“,- ამის შესახებ ამის შესახებ აღნიშნულია საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის პუბლიკაციაში, სადაც შინამეურნეობების შემოსავლები სხვადასხვა ასპექტშია გაანალიზებული. აქვე განმარტებულია, რომ ამავე პერიოდში გაზრდილ სამომხმარებლო ფასების (2019-2023 წლებში 29.3%-ით გაიზარდა) გათვალისწინებით, შინამეურნეობების რეალური მედიანური შემოსავალი მხოლოდ 16.6%-ით გაიზარდა და 1,027 ლარი შეადგინა. PMCG-ის მიხედვით, ნომინალური მაჩვენებლის […]
“გულითადად გილოცავთ ამ წარმატებას” – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას აქვეყნებს: დასრულდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ,,ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას. მართალია, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და წინააღმდეგობის გაგრძელებას გეგმავს, მაგრამ გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის. ყველაფერი ამქვეყნად ღვთის ნებითაა. […]
Gudauri Inn ფართოვდება – რას შესთავაზებს სასტუმრო დამსვენებელს?

Gudauri Inn ფართოვდება. სასტუმროს მფლობელი კომპანია „ინნ ჯგუფი“ ახალი წლისთვის ზამთრის კურორტზე სასტუმროს კიდევ ერთი შენობის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა. „დაახლოებით, ახალი წლისთვის „გუდაური ინნ“ -თან კიდევ ერთი კორპუსის მშენებლობა დასრულდება. ეს იქნება სამსართულიანი შენობა, რომელიც ოთახებთან ერთად მოიცავს სპაცენტრს, თავისი აუზით, ჯაკუზებით და გამაჯანსაღებელი სივრცით. ამ […]
სანიოლი: შრომას შედეგი ყოველთვის მოაქვს – ოლომოუცში ამბიციურად მივემგზავრებით!

ერთა ლიგის მეხუთე ტურში, უკრაინასთან ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა: “თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ შეცდომის დაშვების შემდეგ გაგვიჭირდა. მეორე ტაიმი ჩემი აქ მოღვაწეობის პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შეცვლაზე შესული ფეხბურთელები კარგად ჩაერთნენ, ეს იმას ადასტურებს, რომ მენტალურად ყველაფერი რიგზეა. რაც არ მომეწონა, პრობლემა მომენტების რეალიზების ნაწილში გახლდათ. მეტოქის […]
საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია

ესპანეთში დასრულდა საბავშვო ევროვიზია 2024. საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული გახდა. ანდრია ფუტკარაძემ საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე მეოთხე გამარჯვება მოუტანა და საქართველო კონკურსის რეკორდსმენი გახდა. საქართველომ 12 ქულა მიიღო იტალიისგან, ესპანეთისგან, ესტონეთისგან, სომხეთისგან, პორტუგალიისგან, კვიპროსისგან, ნიდერლანდებისგან, ალბანეთისგან, სან მარინოსგან, უკრაინისგან, ისლანდიისგან, მალტასგან. ანდრია ფუტკარაძემ გიგა კუხიანიძის სიმღერა To My Mom შეასრულა. გიგასთან ერთად ერთად ტექსტზე მაკა […]