მამუკა მდინარაძე – ამასობაში ანდრია ფუტკარაძე საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულია! გილოცავთ ყველას! გილოცავ საქართველო! ვულოცავ ანდრიას!

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ანდრია ფუტკარაძეს საბავშვო ევროვიზიაში გამარჯვებას ულოცავს. „ამასობაში ანდრია ფუტკარაძე საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულია! გილოცავთ ყველას! გილოცავ საქართველო! ვულოცავ ანდრიას!“ – წერს მამუკა მდინარაძე. საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2024-ზე გამარჯვება ანდრია ფუტკარაძემ სიმღერით – To My Mom მოუტანა.

საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული გახდა

საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია. ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე სიმღერით To My Mom წარდგა. საქართველომ 12 ქულა 12 ქვეყნისგან მიიღო, მათ შორის: იტალიისგან, სომხეთისგან, ალბანეთისგან, უკრაინისგან, კვიპროსისგან, ესტონეთისგან, ესპანეთისგან, სან მარინოსგან, ნიდერლანდებისგან, პორტუგალიისგან, ისლანდიისგან და მალტასგან.

საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია

საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია. ანდრია ფუტკარაძემ 239 ქულით საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე მეოთხე გამარჯვება მოუტანა. ამ შედეგით საქართველო კონკურსის რეკორდსმენია. საბავშვო ევროვიზია 2024 ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა, რომელშიც 17 ქვეყანა მონაწილეობდა.

უკრაინამ აშშ-ისგან ჰუმანიტარული და სოციალური პროგრამებისთვის $1.3 მლრდ მიიღო

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიჰალის განცხადებით, უკრაინამ აშშ-ისგან დახმარების ახალი პაკეტი მიიღო. გრანტის მოცულობა $1.35 მილიარდია და ის ჰუმანიტარული და სოციალური პროგრამების დაფინანსებას მოხმარდება. „აღნიშნული დახმარება მნიშვნელოვანი ინვესტიციაა უკრაინის მედეგობასა და გლობალურ უსაფრთხოებაში“, – წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში. უკრაინის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წელს პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების სახით უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისაგან მთლიანობაში $28.2 მილიარდი მიიღო. […]

რებროვი: შეაჩერა კონოპლიამ კვარაცხელია? რა ვუთხარი მუდრიკს – მადლობა ქართველებს!

ერთა ლიგის მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრებთან ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ, პრესკონფერენციაზე უკრაინის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ისაუბრა: “ასეთ მძიმე საფარზე რთული მატჩი გამოვიდა. საკუთარი მოედნის ფაქტორი საქართველოს ნაკრებს ეხმარებოდა… საბოლოოდ, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ და ვემზადებით უკანასკნელი ტურისთვის. გადამწყვეტი ფაქტორი სწრაფი გოლი იყო. ამის შემდეგ ანგარიშის შენარჩუნებაზე ვზრუნავდით და ველოდით, რომ საგოლე მომენტები […]

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?

ერთა ლიგის მეხუთე ტურში უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Whoscored: მამარდაშვილი 7.0, კაკაბაძე 7.3, კაშია 6.7, კვირკველია 5.6, ლოჩოშვილი 6.7, შენგელია 6.1, ქოჩორაშვილი 6.3, კიტეიშვილი 6.8, ჩაკვეტაძე 6.1, კვარაცხელია 7.9, ზივზივაძე 6.2, მიქაუტაძე 6.9, გოჩოლეიშვილი 6.2, დავითაშვილი 6.1, წიტაიშვილი 6.7 Sofascore: მამარდაშვილი 7.1, კაკაბაძე 7.2, კაშია 7.0, კვირკველია 6.6, ლოჩოშვილი 6.9, […]

ირანი “კატეგორიულად უარყოფს” მისი ელჩის მასკთან შეხვედრას

თეირანმა “კატეგორიულად უარყო” ინფორმაცია, რომ მილიარდერი ილონ მასკი, რომელიც ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელადაა დასახელებული, გასულ კვირაში ნიუ-იორკში შეხვდა გაეროში ირანის ელჩს, ამირ საიდ ირავანის – რითიც უარყო New York Times-ის და ასოშიეიტედ პრესის (AP) მიერ გავრცელებული ცნობები, რომ ეს შეხვედრა შედგა და მისი მიზანი იყო ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობის განმუხტვა. ირანის […]

საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა

უეფა “ერთა ლიგის“ მეხუთე ტურში საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა. შეხვედრის პირველი ნახევარი უკრაინის ნაკრების უპირატესობით – 1:0 ანგარიშით დასრულდა. შეხვედრის მეორე გოლი, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ, გიორგი მიქაუტაძემ მატჩის 77-ე წუთზე გაიტანა. ნაკრებებს შორის შეხვედრა „აჭარაბეთ არენაზე“ მიმდინარეობდა. ამ დროისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფში პირველ ადგილზეა. […]

ათი უმდიდრესი ბიზნესმენიდან რვა ტექნოლოგიურ ინდუსტრიიდანაა – ვინ გახდება მსოფლიოს პირველი ტრილიონერი

ათი უმდიდრესი ბიზნესმენიდან რვა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მუშაობს, თუმცა საინტერესოა, ვინ იქნება პირველი, ვინც ტრილიონერის სტატუსს მოიპოვებს. კომპანია Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესია, ახლახან შეუერთდა იმ ბიზნესმენების ექსკლუზიურ ჯგუფს, რომელთა ქონების ღირებულებაც 200 მილიარდ დოლარს (182,57 მილიარდ ევროს) შეადგენს. ცუკერბერგი უახლესი წევრია ელიტარული კლუბისა, რომელშიც ტექნოლოგიური ინდუსტრიის კიდევ ორი წარმომადგენელი შედის. ესენი […]

ფრე უკრაინასთან- საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით ლიდერია და პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს [VIDEO]

ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა. მატჩი მასპინძლების შეტევებით დაიწყო, ზივზივაძის დარტყმული ბურთი მიკოლენკომ დაბლოკა, კვარაცხელიას გატანა მეკარე ტრუბინმა არ დაანება, სწრაფი კონტრშეტევისას კი მუდრიკის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში კვირკველიამ ჩაჭრა. წვიმის გამო გაზონი მძიმე იყო, „ჯვაროსნები“ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მეტოქის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდათ. სტუმრებს მეორე გოლის გატანა […]