ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ილონ მასკსა და ირანის ელჩს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ამერიკული მედიის შეთითხნილი ამბავია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ კატეგორიულად უარყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში თეირანის წარმომადგენელსა და ამერიკელ მილიარდერ ილონ მასკის შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ”ეს იყო ამერიკული მედიის მიერ შეთითხნილი ამბავი. ჩემი აზრით, ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ყალბი ამბავი ილონ მასკისა და ირანის წარმომადგენლის შეხვედრის შესახებ ნიადაგის მოსინჯვაა, არსებობს თუ არა საფუძველი ასეთი […]
ანა წითლიძე – მნიშვნელოვანია, რომ აქციები სისტემატური იყოს, რადგან ეს არის ერთადერთი რამ, რაც რუსულ რეჟიმს მოარყევს და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას აიძულებს

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ანა წითლიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები სისტემატური იყოს. წითლიძე დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის ერთადერთი რამ, რაც „რუსულ რეჟიმს მოარყევს და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას“ აიძულებს. “ყოველდღიური აქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო – როდესაც ქვეყანაში არ არსებობს და არ მუშაობს […]
რა შანსი აქვს საქართველოს ჯგუფის მოგების, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის და რა შემთხვევაში დავქვეითდებით – ყველაფერი ჩეხეთამდე

საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან საკუთარ მოედანზე მინიმალური მიზანი შეასრულა, არ დამარცხდა და ბოლო ტურის წინ “ერთა ლიგის” B დივიზიონში ჯგუფის მოგების შანსი დაიტოვა, თანაც ისე, საკუთარ თავზე იყოს დამოკიდებული. საწყის ტურებში მოპოვებული ლიდერობის შემდეგ იყო ჩავარდნა, მაგრამ მთავარია, ერთი გამარჯვება, რაგინდ რთული მისაღწევიც არ უნდა იყოს, მთავარ მიზანს შეგვასრულებინებს. რა არის საქართველოს ნაკრების მთავარი მიზანი? – […]
“იმედია, მომავალი წლის ბოლომდე ჩვენი საწარმო გვექნება” – „თათარათი” გაფართოებას გეგმავს

ქართული ტრადიციული ნუგბარის და ნატურალური პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „თათარათი“ მომავალ წელს გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ საწარმოს თანადამფუძნებელმა, თინათინ ურიდიამ bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. ამ ეტაპზე „თათარათიში“ ჯამში 4 ადამიანია დასაქმებული და პროდუქციას მცირე რაოდენობით აწარმოებენ. თუმცა თინათინის განმარტებით, იმისათვის, რომ ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილება და სარეალიზაციო არეალის გაფართოება შეძლონ, დღის წესრიგში გაფართოების საკითხი დადგა. „მომავალი წლისთვის გაფართოებას […]
მთაწმინდის პარკი ღონისძიებას – ყველი და ცხელი სასმელები მასპინძლობს

მთაწმინდის პარკი ტრადიციულ, ყველასათვის საყვარელ ღონისძიებას – ყველი და ცხელი სასმელები გთავაზობთ. 17 ნოემბერს 12:00 საათიდან პარკის ცენტრალურ მოედანზე ყველის მწარმოებლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ყველის უნიკალურ, გამორჩეულ სახეობებს წარმოგვიდგენენ. დაგხვდებათ ყველი – ფონდიუ, ცხელ-ცხელი სასმელები, უგემრიელესი გლინტვაინი. დააგემოვნე ცხელი ყველი და ცხელი სასმელები სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
საქართველოს ფეხბურთელები დამარცხდებიან და გულიც არ დაგვწყდება, რადგან ერს უღალატეს – მირანდა

დღეს საქართველოს ფეხბურთელები დამარცხდებიან და გულიც არ დაგვწყდება, რადგან ერს უღალატეს დუმილით და კონფორმიზმით! – ამის შესახებ საქართველო-უკრაინის მატჩის დაწყებამდე, ხილ-ბოსტნის მაღაზიის მეპატრონის ცოლმა მირანდა ჯობავამ დაწერა, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც “გამჭვირვალობის კანონთან” დაკავშირებით, მეუღლესთან, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრ ვიტალი გუგუჩიასთან ერთად, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს დაუპირისპირდა. ჯობავას თქმით, ქართველი ფეხბურთელები დამარცხდებიან, […]
რუსული მედია – დავით კეზერაშვილი რუსეთში დაუსწრებლად დააპატიმრეს

რუსმა სამართალდამცავებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზერაშვილზე, რომელსაც ბრალი ფართომასშტაბიანი თაღლითობისთვის დაუსწრებლად აქვს წაყენებული, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მოსკოვის სასამართლომ ის დაუსწრებლად დააპატიმრა. „კეზერაშვილი დავითი შეყვანილია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა ბაზაში, ის საერთაშორისო ძებნაშია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის […]
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე ეწვია, რომელიც ადგილზე გაეცნო განახლებულ სასწავლო ინფრასტრუქტურას. „მინისტრი სკოლის პედაგოგებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, ახალ გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა და […]
ძველმანებით მოვაჭრემ იპოვა ნახატი, რომელიც, ექსპერტების თქმით, პაბლო პიკასოს 6 მილიონ ევროდ შეფასებული ნამუშევარია

იტალიის ქალაქ კაპრიში, ძველმანებით მოვაჭრემ საკუთარი სარდაფის დასუფთავებისას ნახატი იპოვა, რომელიც, იტალიელი ექსპერტების მტკიცებით, პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული ორიგინალური პორტრეტი აღმოჩნდა. როგორც The Guardian-ი წერს, ლუიჯი ლო როსომ, ნახატი 1962 წელს აღმოაჩინა და ის, ტილოში გახვეული, პომპეიში თან წაიღო. როსომ პორტრეტი იაფფასიან ჩარჩოში ჩასვა და, მას შემდეგ, მისაღები ოთახის კედელზე მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ეკიდა. […]
საქართველო-უკრაინის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის გათამაშების მეხუთე მატჩი უკრაინის წინააღმდეგ გამართა და შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულა. ანგარიში შეხვედრის პირველ ნახევარში სოლომონ კვერკველიას ავტოგოლით გაიხსნა. ანგარიში საქართველომ გიორგი მოქაუტაძის გოლით 76-ე წუთზე წუთზე გაათანაბრა. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში პირველად ასპარეზობს. B1 ჯგუფში „ჯვაროსნები“ ალბანეთთან, უკრაინასა და ჩეხეთთან […]