19 ნოემბრიდან, საავტომობილო გადაადგილება ხუთი თვით შეიზღუდება… – თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე, უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობას იწყებს. „დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 19 ნოემბრიდან, საავტომობილო გადაადგილება ხუთი თვით შეიზღუდება. კერძოდ, სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ჯანსუღ კორძაიას ქუჩის N10 – დან N14 – მდე საგზაო მონაკვეთში. აქედან გამომდინარე, ავტომობილები გადაადგილებას […]

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?

17 ნოემბერს, კვირას საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +11, +16°; მთაში +7, +12°; მაღალმთაში +1, +6°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ბარში +9, +14°; მთაში +7, +12°; მაღალმთაში +3, +8°. თბილისში […]

რუსეთმა დაუბრკოლებლივ შეძლო ოკუპირებული აფხაზეთისკენ სატრანზიტო დერეფნის გაჭრა – TCRC

იზრდება თუ არა რუსეთსა და აფხაზეთს შორის სარკინიგზო გადაზიდვების მოცულობები? რამდენად, ეკონომიკურად მომგებიანია აღნიშნული გადაზიდვების მოცულობები აფხაზეთის რკინიგზისათვის?რა სავარაუდო მოცულობის ტვითნაკადი უნდა გადაიზიდოს, რომ აფხაზეთის რკინიგზამ დამოუკიდებლად – მომგებიანად იფუნქციონიროს? – ამ კითხვებზე პასუხისთვის “საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი” მონაცემებს აანალიზებს. ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ აფხაზეთის სარკინიგზო საზღვარზე, ტვირთების მოძრაობას ცვალებადი ტენდენცია გააჩნია. […]

ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა – მამაკაცი დაკავებულია

თიანეთში, სოფელ ახალსოფელში, ქმარმა ცოლის დაწვა სცადა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სამი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა. ცოლზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ლონდონის კანალიზაციის ნარჩენებისგან მიღებულ სითბოს ბრიტანეთის პარლამენტის გასათბობად გამოიყენებენ

ლონდონის კანალიზაციის ნარჩენებისგან მიღებულ სითბოს ბრიტანეთის პარლამენტის გასათბობად გამოიყენებენ ახალი მთავრობის გეგმების მიხედვით, ლონდონის ღირსშესანიშნაობების, მათ შორის, ბრიტანეთის პარლამენტის გასათბობად, შეიძლება ნაკლები ნახშირბადის შემცველი ენერგია გამოიყენონ, რომელსაც მდინარე ტემზადან, ლონდონის მეტროს სისტემიდან და კანალიზაციის ქსელიდან მიიღებენ. ალტერნატიული გათბობა, შესაძლოა, 1000-მდე შენობა-ნაგებობამ მოიხმაროს. დეკარბონირებული სითბოს მოხმარებისთვის შექმნილი ახალი ინფრასტრუქტურა უზრუნველსაყოფს ცენტრალური გათბობის სისტემებისთვის სხვადასხვა წყაროდან მიღებული […]

ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე, უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობას იწყებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 19 ნოემბრიდან, საავტომობილო გადაადგილება ხუთი თვით შეიზღუდება. „კერძოდ, სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ჯანსუღ კორძაიას ქუჩის N10 – დან N14-ამდე საგზაო მონაკვეთში. აქედან გამომდინარე, ავტომობილები […]

რუსეთმა უკრაინას რაკეტებით შეუტია, რამდენიმე ქალაქში აფეთქებები მოხდა

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. მონიტორინგის არხების მიხედვით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში ერთდროულად 45 რაკეტა იმყოფებოდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. საჰაერო ძალების ცნობით, სტრატეგიული ბომბდამშენებიდან რაკეტების გაშვება ადგილობრივი დროით 05:42 საათზე დაიწყო. ამის შემდეგ, რუსებმა “კალიბრები” გაუშვეს, ოკუპირებული ყირიმის მხრიდან ბალისტიკური რაკეტების საფრთხე არსებობდა. რაკეტები კურსი კიევის, კროპივნიცკის, კრივი-რიჰის, ოდესის, […]

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი ყინვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. „საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 18 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, საბაგირო გზაზე განხორციდება გეგმური ინსპექტირებისა და ტექნიკური მომსახურება. „კერძოდ, გორგოლაჭების სექციას ჩაუტარდება რევიზია და კაპიტალური შეკეთება, გამოიცვლება გორგოლაჭების ღერძები და საკისრები, დემონტაჟი და შემდეგ მონტაჟი ჩაუტარდება ამძრავ […]

ევროკომისიის პრეზიდენტი: პუტინი ცდილობს ევროპის დაშანტაჟებას, მაგრამ ამისთვის მზად ვიყავით

ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X- ზე (ყოფილი ტვიტერი) გამოეხმაურა რუსული „გაზპრომის“ გადაწყვეტილებას, ავსტრიისთვის გაზმომარაგების შეწყვეტაზე. „პუტინი ისევ იყენებს ენერგიას იარაღად და ცდილობს ევროპის და ავსტრიის დაშანტაჟებას გაზის მიწოდების შეწყვეტით.“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი. თუმცა, მისივე სიტყვებით, ევროპა მზად არის ამისთვის და მომზადებულია ზამთრისთვის: „ჩვენი ბუნებრივი აირის მარაგები შევსებულია“, – აცხადებს ფონ […]