“ნეიმარი ჩვენთან? ეს კლუბია და არა საავადმყოფო – “პალმეირასის” პრეზიდენტმა “ალ ჰილალის” შემტევზე ისაუბრა

“პალმეირასის” პრეზიდენტმა ლეილამ “ალ ჰილალის” შემტევის, ნეიმარის შესახებ ისაუბრა. ბრაზილიური პრესა რამდენიმე კვირის წინ აქტიურად წერდა, რომ სუპერვარსკვლავი სამშობლოში დაბრუნებას განიხილავდა. ლეილამ ნეიმარის “პალმეირასში” გადაბარგება გამორიცხა. “ნეიმარი “პალმეირასში” არ გადმოვა. ეს კლუბია და არა საავადმყოფო. მინდა ისეთი ფეხბურთელი შევიძინო, რომელსაც თამაში ნებისმიერ დროს შეეძლება, თუ მწვრთნელი ამას მოსთხოვს. არ დავთანხმდები ისეთ მოთამაშის შეძენას, რომელიც სათამაშო […]
„საპროტესტო მსვლელობისას დაკავებულებზე ორჯერ იძალადეს“ — ადვოკატი

ადვოკატის თქმით, გუშინ აღმაშენებლის ხეივანში საპროტესტო მსვლელობისას დაკავებულ მონაწილეებს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა. დაკავებულები არიან „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ლიფონავა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ვანო გომურაშვილი და საფრანგეთში ემიგრაციიდან საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიზნით ჩამოსული ბექა კახიძე. „ძალადობა მოხდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე დაკავებულებს ურტყამდნენ ფეხებს, მათ აღენიშნებათ დალურჯებები. მეორედ იძალადეს, როდესაც უკვე მანქანაში ჩასვეს. მათ აყენებდნენ სიტყვიერ […]
რა თქვა ვილი სანიოლმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უკრაინასთან გამართული მატჩის შესახებ, პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „5 წლის წინ საქართველოს ნაკრები D დივიზიონში იყო, ახლა კი, B დივიზიონშია და ბოლო ტურის წინ A დივიზიონში გადასვლის შანსიც გვაქვს, რაც იმ პროგრესის და განვითარების მანიშნებელია, რომელიც გვაქვს. ჩეხეთში ამბიციებით წავალთ და გამორიცხული არაფერია. არა მგონია, სწორი იყოს ეს შეკითხვა, არის თუ […]
თეონა აქუბარდია – პატრიარქის სურვილი, რომ მშვიდობა იყოს, ყველა ვიზიარებთ – ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იყოს მშვიდობა და დემოკრატია, არა ავტორიტარიზმი, რაც ივანიშვილმა დაამყარა

პატრიარქის სურვილი, რომ მშვიდობა იყოს ყველა ვიზიარებთ. ამ ვითარებაში რთულად წარმოსადგენია მშვიდობა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა. მისივე თქმით, ყველასთვის ცხადია, რომ ცესკომ დაწერა ის, რაც ივანიშვილმა უკარნახა კალანდარიშვილს. „რაც შეეხება პატრიარქს, მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქს აქვს მნიშვნელოვანი როლი, ადგილი და პატივისცემა ჩვენი ქვეყნის სულიერების კუთხით, რა თქმა უნდა, არსებობს […]
მედია – ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები ე.წ. „პარლამენტთან“ განლაგებულ სამხედრო ტექნიკას ე.წ. თავდაცვის სამინისტროს უბრუნებენ

ოკუპირებულ სოხუმში მომიტინგეები ე.წ. სამთავრობო შენობებთან გაჩერებულ ტექნიკას ე.წ. თავდაცვის სამინისტროს უბრუნებენ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ტექნიკა 15 ნოემბერს ე.წ. პარლამენტის შენობისკენ იმ მიზნით გადაისროლეს, რომ „ოპოზიციის“ მხარდამჭერებს შენობაში არ შეეღწიათ, თუმცა, აქციის მონაწილეებმა სწორედ მისი დახმარებით გაარღვიეს ღობე. შედეგად, ტექნიკა ორი დღის განმავლობაში ე.წ. პარლამენტის წინ იდგა და შენობის მისადგომებს ბლოკავდა. აქციის მონაწილეების […]
კვირას ღამით რუსეთმა უკრაინას ისევ შეუტია რაკეტებით

16-17 ნოემნრის ღამით რუსეთის არმიამ შავი ზღვის აკვატორიიდან ისევ შეუტია უკრაინას “კალიბრის”ტიპის ფრთოსანი რაკეტებით. უკრაინის საჰაერო ძალებმა განგაში გამოაცხადეს დნეპრის აღმოსავლეთით ქვეყნის ყველა რეგიონში. რუსებმა გამოიყენეს ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალიც“ აფეთქებები იყო ოდესაში, ზაპოროჟიეში, დნეპრში, კრივოი როგსა და ჩერკასის რეგიონში. ღამით უპილოთო სარენი აპარატებით უტევდნენ ჩერკასის, კიევისა და პოლტავის რეგიონებს. კიევში რაკეტა მოხვდა ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – ოკუპანტებმა უკრაინას 120-მდე რაკეტით და 90 დრონით შეუტიეს, ნიკოლაევში ორი ადამიანი დაიღუპა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიას 120-მდე რაკეტით და 90 დრონით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 140 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე წერს. „მასიური კომბინირებული დარტყმა უკრაინის ყველა რეგიონზე. გუშინ ღამის და დილის განმავლობაში რუსმა ტერორისტებმა გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის დრონები, ფრთოსანი, ბალისტიკური და აერობალისტიკური რაკეტები: „ცირკონები“, „ისკანდერები“, „კინჟალები“, – წერს […]
რა ხდება ამ დროისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში – ბოლო ინფორმაცია ადგილიდან

ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. ე.წ. პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობებში რჩებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მომიტინგეები. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი კი მშობლიურ სოფელში, ტამიშში იმყოფება. ე.წ. ოპოზიცია ბჟანიას გადადგომისკენ მოუწოდებს, ბჟანია კი თავის მხარდამჭერებს არწმუნებს, რომ სიტუაცია უახლოეს დღეებში გამოსწორდება. აფხაზეთში დაპირისპირება ე.წ. პარლამენტის მიერ “მრავალფუნქციური კომპლექსების შესახებ” კანონპროექტის მეორე მოსმენით დამტკიცებას მოჰყვა, რაც […]
“სანკტ-პეტერბურგის ტურზე მოთხოვნა მაღალია… რატომ მოჰყვა მას უარყოფითი გამოხმაურება, ვერ ვიგებ” – Traveler

ტურისტული სააგენტო „თრეველერი“ სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით ტურს აწყობს, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული კრიტიკის ქვეშ მოექცა. შესაბამისად, BM.GE დაინტერესდა, როგორია მოთხოვნა აღნიშნულ ტურზე და რა ღირს სანკტ-პეტერბურგში მოგზაურობა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, შალვა ბოლოთაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ტურზე საზოგადოების მხრიდან მოთხოვნა ძალიან მაღალია, განსაკუთრებით მომლოცველების მხრიდან, რომლებიც ადგილობრივი ტაძრების მოლოცვით არიან დაინტერესებული, ამიტომაც მოთხოვნას მიწოდებით უპასუხეს. ამასთან, ბოლოთაშვილი […]
რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დრო ჯერ არ არის – გერმანიის ელჩი

რუსეთში გერმანიის ელჩი, ალექსანდრე გრაფ ლამბსდორფი მიიჩნევს, რომ დემილიტარიზებული ზონების ან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებების დრო ჯერ არ დამდგარა, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ელჩმა Funke Mediengruppe-თან ინტერვიუში განაცხადა. ”ახლა რუსეთი ყოველდღე ბომბავს უკრაინას, ასე რომ, ჩვენ, სამწუხაროდ, ჯერ არ ვართ იმ ეტაპზე, სადაც ამის განხილვა შეგვიძლია”, – აღნიშნა ლამბსდორფმა. თუმცა, მისი […]