ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეებმა სამხედრო ტექნიკა დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს დაუბრუნეს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეებმა სამთავრობო შენობების ირგვლივ გაჩერებული სატვირთო მანქანები დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს დაუბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილიდან ავრცელებს TASS-ის კორესპონდენტი. სატვირთოები საპროტესტო აქციის გამო განათავსეს ე.წ. სამთავრობო კომპლექსის გალავნის გასწვრივ. თუმცა სწორედ ერთ-ერთი მათგანი დახმარებით გაარღვიეს აქციის მონაწილეებმა ღობეები. როგორც რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან მიქაამ განუცხადა, მათ […]

იარაღის მწარმოებელი ესტონური კომპანია საზენიტო რაკეტებს უკრაინაში გამოცდის

მედია-გამოცემა „კიევ ინდეპენდენტი“, უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ იარაღის მწარმოებელი ესტონური კომპანია „ფრანკენბურგ ტექნოლოჯისი“ უკრაინას ტესტირებისთვის საზენიტო რაკეტებს გადასცემს. „კიევი თავის პარტნიორებს მოუწოდებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებითი მიწოდება უზრუნველყონ, რადგან რუსეთი უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს აძლიერებს“, – წერს „კიევ ინდეპენდენტი“. „რაკეტები, რომლებიც უკრაინაში უახლოეს თვეებში ჩამოვა, დრონებთან საბრძოლველად არის შექმნილი და […]

დარწმუნებული ვარ, 18 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო მინისტრები მორიგ ჯერზე დაადასტურებენ, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს აღიარება არ ექნება – თინა ბოკუჩავა

დარწმუნებული ვარ, 18 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო მინისტრები მორიგ ჯერზე დაადასტურებენ, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს აღიარება არ ექნება – თინა ბოკუჩავა ბოკუჩავას განცხადებით, ევროკავშირის საგარეო მინისტრები, სავარაუდოდ, ასევე იმსჯელებენ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება ევროკავშირმა გადადგას იმისთვის, რომ ქართველი ხალხის მიმართ მორიგ ჯერზე სოლიდარობა გამოხატოს. “იცით, რომ ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან 25 ქვეყანა ამ არჩევნების ლეგიტიმაციას არ […]

დავით კეზერაშვილი რუსეთში დაუსწრებლად დააპატიმრეს

დავით კეზერაშვილი რუსეთში დაუსწრებლად დააპატიმრეს რუსმა სამართალდამცავებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზერაშვილზე, რომელსაც ბრალი ფართომასშტაბიანი თაღლითობისთვის დაუსწრებლად აქვს წაყენებული, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს. რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის სასამართლომ ის დაუსწრებლად დააპატიმრა. „კეზერაშვილი დავითი შეყვანილია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა ბაზაში, ის საერთაშორისო ძებნაშია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის […]

მალტაში რობოტი ფერმერი შეიქმნა

მალტაში ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი შექმნეს ფერმერების დასახმარებლად. მას შეუძლია შეასრულოს სხვადასხვა ამოცანები დიდ პერიმეტზე და ნავიგაცია ონლაინ რუქების გამოყენებით, რომელიც რამდენიმე სატელიტური სისტემის მონაცემებს ეყრდნობა, მათ შორისაა რუსული GLONASS-ი. ზუსტი ნავიგაციის უნარის წყალობით, ფერმერებს შეუძლიათ რობოტის მარშრუტების დადგენა სანტიმეტრის სიზუსტით. მოწყობილობა შეუძლია მოსავლის ტრანსპორტირება, ბალახის მოჭრა, სარეველების ამოღება და ფერმის ვიზუალური დათვალიერება. რობოტების შექმნის […]

1 მილიარდით იტყუებით, სირცხვილია – ლევან სურგულაძე რომან გოცირიძეს

ფინანსისტი ლევან სურგულაძე ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმაურება: „ბატონო რომან, ეროვნულმა ბანკმა 4.95 მილიარდი კი არა 3.95 მილიარდი ლარის მოკლევადიანი (7 დღე) სესხი მისცა ბანკებს ლიკვიდობის მიზნებისთვის. 1 მილიარდით იტყუებით (!) – კარგით რა, ეს უკვე მეტისმეტია! ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს 1 მილიარდის ცდომილება როგორ უნდა გქონდეთ?!, თქვენს ადგილზე დავანებებდი თავს […]

დედა ენის ბაღში ექსტრემალური სპორტის ფესტივალი ჩატარდა

ექსტრემალური სპორტის ფესტივალი წელს თბილისში დედაენის ბაღში უკვე მესამედ იმართება. ღონისძიების ორგანიზატორი სამოქალაქო აქტივისტი არსენ მამიტოვია. როგორც აფხაზეთის მთავრობის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ახალგაზრდა სპორტსმენი და სამოქალაქო აქტივისტი წარმოშობით ცხინვალის რეგიონიდან არის. არსენ მამიტოვი ექსტრემალურ სპორტს მომავალი თაობის სპორტული განვითარებისა და ამავდროულად, ოკუპაციით დაშორებული საზოგადოების გაერთიანების ინსტრუმენტად იყენებს. შესაბამისად, ფესტივალის მისია სცდება საქართველოში […]

თინა ბოკუჩავა – დარწმუნებული ვარ, 18 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო მინისტრები მორიგ ჯერზე დაადასტურებენ, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს აღიარება არ ექნება

დარწმუნებული ვარ, ორშაბათს ევროკავშირის საგარეო მინისტრები მორიგ ჯერზე დაადასტურებენ იმას, რომ ამ არჩევნებს აღიარება არ ექნება, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი განცხადებით, ევროკავშირის საგარეო მინისტრები, სავარაუდოდ, ასევე იმსჯელებენ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება ევროკავშირმა გადადგას იმისთვის, რომ ქართველი ხალხის მიმართ მორიგ ჯერზე სოლიდარობა გამოხატოს. “იცით, რომ ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან […]

დათა ჩაჩუა „აზიური ოსკარის“ გამარჯვებულია

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ ფილმისთვის – „Panopticon“, საუკეთესო ახალი შემსრულებლის ნომინაციაში, „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო. „პანოპტიკონი“ საქართველოს, საფრანგეთის, იტალიისა და რუმინეთის ერთობლივი ნამუშევარია. მთავარ როლებს დათა ჩაჩუა, ია სუხიტაშვილი, მალხაზ აბულაძე და ვახტანგ კედელაძე ასრულებენ.ფილმის რეჟისორია გიორგი სიხარულიძე. ფილმში მოქმედება 2018 წლის საქართველოში ხდება. მთავარი პერსონაჟია16 წლის სანდრო, რომელიც საკუთარი იდენტობის და ფასეულობების ძიების პროცესში […]

ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა – მამაკაცი დაკავებულია

თიანეთში, სოფელ ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სამი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა. ცოლზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.