უკრაინის სტეპების ომის შედეგებისგან „განკურნებას“ ათწლეულები დასჭირდება

მართალია, ხანძრები უკრაინის სტეპური ეკოსისტემების განუყოფელი ნაწილია და ხშირად ხდება, მაგრამ ომი, თავისი რეგულარული ხანძრებითა და ჭურვებისგან გაჩენილი ორმოებით, მაინც წარუშლელ კვალს ტოვებს ამ უნიკალურ ჰაბიტატზე. სტეპი არის ბრტყელი მდელო ევრაზიის ზომიერ ზონაში, სადაც, ძირითადად, გვალვაგამძლე და დაბალი ბალახი იზრდება. ამ უნიკალურ გარემოზე გავლენას ახდენს ცხელი, მშრალი ზაფხული და ცივი ზამთარი. ხერსონის უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგი […]
რეგისტრირებული 1 039 სათამაშო ბიზნესიდან 12% უცხოური კაპიტალით არის დაფუძნებული

საქართველოში სათამაშო ბიზნესი მზარდია და სულ უფრო მატულობს სექტორში რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა, რომელთაგან 12% უცხოური კაპიტალით არის დაფუძნებული. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული რეგულაციები დაწესდა და გადასახადებმაც მოიმატა, სათამაშო ბიზნესის მიმართ ინტერესი არ ნელდება. ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც აზარტული ბიზნესი შეზღუდული ან აკრძალულია, მეწარმე სუბიექტები მუშაობას საქართველოში აგრძელებენ და სულ უფრო და უფრო ითრევენ ახალგაზრდა თაობას, […]
ბირთვული მოლაპარაკებებისთვის დასავლეთთან “შეზღუდული” შესაძლებლობა არსებობს – ოფიციალური თეირანი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაყჩიმ 16 ნოემბერს განაცხადა, რომ რჩება “შეზღუდული შესაძლებლობა” ბირთვული მოლაპარაკებების გამართვისა დასავლეთთან – იუწყება ირანის სახელმწიფო მედია. თეირანსა და ვაშინგტონს შორის კავშირები განსაკუთრებულად დაძაბულია მას მერე, რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის პირველ ვადაში, 2015 წელს ცალმხრივად გამოვიდა ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის მიღწეული ბირთვული ხელშეკრულებიდან და ირანს მკაცრი სანქციები აღუდგინა. […]
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ზარები 2019 წლის შემდეგ პირველად დარეკეს

2019 წლის შემდეგ, ღვთისმშობლის ტაძრის ზარები პირველად დარეკეს. 2019 წელს ტაძარს ხანძარი გაუჩნდა, მთლიანად განადგურდა სახურავი, საათი და შუბი. ხუთი წლის განმავლობაში რესტავრატორები მუშაობდნენ ზარებზე, ასუფთავებდნენ მათ ჭვარტლს და აღადგენდნენ დაზიანებულ ფრაგმენტებს. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე (დაბლოკილია რუსეთში) დაწერა, ღვთისმშობლის ტაძარი კარები ერთ თვეში, დეკემბერში, გაიღება. ტაძარმა სამი ახალი ზარი შეიძინა. […]
შეიძლება სახელმწიფოებრიობა დავკარგოთ – ასლან ბჟანია

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესთან“ კომენტარი გააკეთა სოხუმში შექმნილ ვითარებაზე. „არაფერი გამოუსწორებელი ჯერ არ მომხდარა. ჩვენ უნდა გავჩერდეთ, დავისვენოთ და კარგად დავფიქრდეთ. ამ სიტუაციიდან გამოსავალი ნათელია. ჩვენ შეგვიძლია დავკარგოთ სახელმწიფოებრიობა“, – განაცხადა ბჟანიამ. გამოსავლის გზად კი დე ფაქტო პრეზიდენტი ასახელებს აქციის მონაწილეების მიერ ე.წ. სამთავრობო შენობების […]
ენგურის მეორე ნაპირიდან არც ერთი პოლიტიკოსის სოლიდარობა არ გვჭირდება – არძინბა ზურაბიშვილს

15 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოხუმში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. “მინდა დავგმო, რომ დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, როდესაც ითხოვს საქართველოსგან, დათანხმდეს დელიმიტაციას, რაც არის წარმოუდგენელი და რაც პრინციპში უგულებელყოფს საქართველოს მთავრობის მთელ ლოგიკას, რომ ვითომც და დათმობებით შეიძლება შეაცვლევინო რუსეთს პოლიტიკა. შეაცვლევინო კი არა, ააჩქარებ ამით და ეს ჩანს ყოველდღიურად. ოკუპირებულ აფხაზეთში […]
ჩინეთი მზადაა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისთვის

ბოლო შეხვედრაზე გამართული მოლაპარაკებებისას ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უთხრა, რომ ჩინეთი “მზადაა ითანამშრომლოს ახალ ადმინისტრაციასთან” – იმ ფონზე, როცა თეთრ სახლში დასაბრუნებლად დონალდ ტრამპი ემზადება. ორი ლიდერის შეხვედრა გაიმართა 16 ნოემბერს, პერუში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის პარალელურად. გავრცელებული მოლოდინით, ბაიდენი გეგმავდა სი ძინპინისთვის ეთხოვა ჩრდილოეთ კორეის დარწმუნება იმაში, რომ უფრო […]
დავით კეზერაშვილი რუსეთში მისთვის დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შევიტყვე ჩემი რუსეთში დაუსწრებლად „დაპატიმრების” ამბავი – ე.წ. საქმის” დეტალები არც ვიცი და არც აქვს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა, რა შეთხზეს ამჯერად ჩემი დევნისა და დისკრედიტაციისთვის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საყურადღებოა, რომ ეს ბოლო ქმედება რუსეთის მხრიდან, საეჭვოდ ემთხვევა „ქართული ოცნების“ მიერ 2008 წლის ომის გამოძიების […]
“ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის დავიცავ, ასევე “იუნაიტედის” ფანებს ვეტყვი, რომ…” – რუბენ ამორიმი

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა “მანკუნიანელთა” ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში გუნდის ფანებს მიმართა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ქომაგებს პირობა მისცა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა “იუნაიტედი” უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას დაუბრუნდეს. “იყო “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელი, უდიდესი პასუხისმგებლობაა. უკვე ვგრძნობ, თუ როგორ დიდ კლუბში მოვხვდი. ამ გუნდისთვის ყველაფერს გავიღებ, თუ საჭირო გახდება, ჩემს ფეხბურთელებს ნებისმიერ ფასად დავიცავ. ფანებს ვპირდები, რომ […]
კობახიძის თქმით, თუ პრეზიდენტი არ დანიშნავს სხდომას, პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძის თქმით, თუ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ დანიშნავს პირველ სხდომას, პარლამენტი ცესკოს მიერ ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან მეათე დღეს, 25 ნოემბერს შეიკრიბება. “რაც შეეხება პარლამენტის პირველ შეკრებას, როგორც მოგეხსენებათ, ვადები არის დადგენილი საქართველოს კონსტიტუციით. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ფორმალური პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, არ დანიშნავს პარლამენტის პირველ […]