Tesla 2000-ზე მეტ Cybertruck-ს უკან გაიწვევს, Lamborghini-მ რეკორდული რაოდენობის ავტომობილები გაყიდა – კვირის მთავარი ავტოსიახლეები

კვირის მთავარ ავტოსიახლეებს წარმოგიდგენთ “თეგეტა ჰოლდინგი” უნგრეთში ჩინური BYD-ისა და გერმანული BMW-ის საავტომობილო ქარხნები წარმოებას 2025 წელს დაიწყებენ უნგრეთში მდებარე ჩინური BYD-ისა და გერმანული BMW-ის ახალი საავტომობილო ქარხნები წარმოებას სავარაუდოდ 2025 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს. უნგრეთის პრემიერის განცხადებით, ქარხნების ამოქმედება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ორბანის მმართველობის პერიოდში, უნგრეთი, ჩინეთისთვის მნიშვნელოვან სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორად […]

პრემიერ-მინისტრი ფოთის მე-8 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ ალექსანდრე წულაძესთან ერთად, ფოთის მე-8 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო, რომელიც დასრულების ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესასმახური ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, მინისტრმა მთავრობის მეთაურს განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. „800 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის შენობა სრულად განახლდა. ამჟამად მიმდინარეობს გარე სპორტული მოედნის მოწყობა. […]

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

დღეს გავფრინდი ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებთან შესახვედრად, რომლებიც საქართველოზე ხვალ იმსჯელებენ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, მიტაცებული არჩევნების საერთაშორისო ლეგიტიმაციის არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება დღეს ბრძოლის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. “საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეულ რეჟიმს მოუწევს იმ ერთადერთ დათმობაზე წამოსვლა, რომელსაც ჩვენ მივიღებთ – ესაა ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს […]

ადგურ არძინბა – არ ვიცით, ვის ინტერესებს გამოხატავს სალომე ზურაბიშვილი – ნამდვილად არ გვჭირდება ენგურის მეორე მხარეს არცერთი პოლიტიკოსის სოლიდარობა

„მინდა შევახსენო საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ჩვეულებისამებრ თავის მსჯელობებსა და შეფასებებში ხელმძღვანელობს ეროვნული მითოლოგიით და არა რეალობითა და საღი აზრით, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა არის თავისუფალი ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავის ბედს, განვითარების მიმართულებებსა და ეროვნული ინტერესებს“ , – ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. „ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერი, ადგურ არძინბა „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი თქმით, აფხაზი ხალხი აბსოლუტურად ერთიანია […]

შესაძლოა ოპოზიციამ “აფხაზეთში დროებითი მთავრობა შექმნას”

თუ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ადგილობრივი ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭომ შესაძლოა დროებითი „მთავრობა“ შექმნას. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასსი ვეტერანთა ორგანიზაცია “არუაას“ ლიდერზე ტიმურ გულიაზე დაყრდნობით წერს. “თუ საღამომდე პრეზიდენტი არ გადადგება, ჩვენ საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან შევქმნით დროებით მთავრობას, ყველა სახელმწიფო მოხელეს მოვიწვევთ სამსახურში, უზრუნველვყოფთ სამუშაო პირობებს და […]

დავით კეზერაშვილი რუსეთში მის „დაუსწრებლად დაპატიმრებას“ ეხმაურება

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულის“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა 17 ნოემბერს გავრცელებულ ცნობას იმის თაობაზე, რომ რუსეთში მას დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა და გამოაცხადეს საერთაშორისო ძებნილად. კეზერაშვილი წერს, რომ მან არ იცის ამ ე.წ. საქმის შესახებ და მისთვის არც იმას აქვს მნიშვნელობა „ამჯერად რა შეთხზეს მისი დევნისა და დისკრედიტაციისთვის“. „ძალიან კარგად მესმის, […]

პრემიერ-მინისტრმა თევზსაჭერი ლიცენზიის მფლობელი გემები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფოთში თევზსაჭერი ლიცენზიის მფლობელი გემები დაათვალიერა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაური ლიცენზიის მფლობელებს შეხვდა და მათი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. „თევზჭერის ლიცენზიას ხუთი კომპანია ფლობს: ,,ზღვის პროდუქტები”; ,,პალიასტომი 2004″; ,,გეოფიშ კომპანი”; ,,აისბერგი 2″; ,,მბმ”. ლიცენზიის მფლობელი კომპანიები თევზს მოპოვებასთან ერთად ამუშავებენ და ამ მიზნით, ბოლო წლებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თევზის […]

თბილისში პოლიციელი დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელზე თავდასხმაში სავარაუდო დამნაშავეებს ეძებს. დაჭრილი შაკო ფერაძე წყნეთის პოლიციის განყოფილების თანამშრომელია. ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება. გავრცელებული ცნობებით, მას ვეძისში, გვიან ღამით, საკუთარ სახლთან ესროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ორი, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით, რომლებიც გულისხმობს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას.

ელექტრონული სამაჯური: პატიმრობის კარგი თუ ცუდი ალტერნატივა?

2024 წლის 14-დან 24 ნოემბრამდე ბელგიაში ციხის ეროვნული დღეები იმართება, რაც სასჯელაღსრულების სისტემისა და ციხის პრაქტიკის გაანალიზების შესაძლებლობას იძლევა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ისეთი სასჯელების რაოდენობა, რომელიც ელექტრონულ ზედამხედველობას ითვალისწინებს, ფრანგულენოვან ბელგიაში თითქმის გაორმაგდა. 2021 წლიდან ეს პროცესი ძალიან დაჩქარდა. იგივე ტენდენციაა ფლანდრიაც: გასულ წელს ზრდამ აქ 30 პროცენტი შეადგინა. ყოველივე ამის შედეგად, ბელგიაში დღეს ელექტრონულ […]

კეზერაშვილი რუსეთში დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს

შევიტყვე ჩემი რუსეთში დაუსწრებლად „დაპატიმრების” ამბავი – ე.წ. საქმის” დეტალები არც ვიცი და არც აქვს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა, რა შეთხზეს ამჯერად ჩემი დევნისა და დისკრედიტაციისთვის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საყურადღებოა, რომ ეს ბოლო ქმედება რუსეთის მხრიდან, საეჭვოდ ემთხვევა „ქართული ოცნების“ მიერ 2008 წლის ომის გამოძიების […]