რას სწერს ოპოზიცია ბრიუსელს, რომელიც კობახიძემ სერგო ორჯონიკიძის გზავნილს შეადარა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პროევროპული ოპოზიციური პარტიების მიერ ბრიუსელში გაგზავნილი წერილი შეადარა ბოლშევიკი სერგო ორჯონიკიძის მიერ მოსკოვში გაგზავნილ დეპეშას. კობახიძემ მთავრობის სხდომაზე არასწორი ინტერპრეტაციით და კონტექსტიდან ამოგლეჯილად ისაუბრა წერილზე. “დღეს, ამ ოთხმა პარტიამ, სინამდვილეში ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, მიმართა ევროკავშირს კონკრეტული მოთხოვნებით და მე მინდა ჩამოვთვალო ეს ძირითადი მოთხოვნები: მათ მოითხოვეს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება – ეს არის […]
სოხუმში აცხადებენ, რომ აფხაზეთში დესტაბილიზაციას დასავლეთის სპეცსამსახურები აფინანსებენ

რუსული სამთავრობო მედია, “TASS-ის” ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა, ანრი ბარციცმა განაცხადა , რომ რამდენიმე წელია, “დასავლური სპეცსამსახურები აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულ წარმომადგენლებს აფინანსებენ ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით.” “ოთხი წელია იმეორებენ და საუბრობენ იმაზე, რომ დასავლური სპეცსამსახურები აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულ წარმომადგენლებს, ხაზგასმით ვამბობ – გარკვეულ წარმომადგენლებს. ამ დაფინანსების მიზანი არის ჩვენს ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაცია, […]
ლიეტუვა საქართველოს არჩევნებს თავისუფლად და სამართლიანად არ მიიჩნევს — ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, ლიეტუვა არ მიიჩნევს, რომ საქართველოში თავისუფალ და სამართლიანი არჩევნები ჩატარდა. მისი თქმით, ლიეტუვამ მოითხოვა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება, რადგან ევროკავშირის ქვეყნებს სურთ გაიგონ, რეალურად რა მოხდა. „თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის ამ საკითხზე ევროკომისიასთან თანამშრომლობაზე, უარს იტყვის გამოძიებაზე, ესეც ნიშანდობლივია. თუ მათ არ უნდათ გავიგოთ, რა მოხდა, ეს ნიშნავს […]
ბორელი EU-ს შესთავაზებს, მთავრობისთვის გამოყოფილი €100 მლნ სამოქალაქო საზოგადოებას გადაეცეს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ დღევანდელ საბჭოს სხდომაზე დააყენებს წინადადებას, რომ საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი 100 მილიონი ევროს დახმარება სამოქალაქო საზოგადოებაზე გადამისამართდეს. ეს განცხადება მან საბჭოს დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. “საქართველო არის საკითხი, რომელსაც დღეს განვიხილავთ. კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღება. მე ვთავაზობ [საბჭოს] იმ მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერის შეწყვეტას, რომელიც მთავრობას […]
გამოიყენეთ პრომო კოდი და მიიღეთ 15%-იანი ფასდაკლება – Mastercard-სა და Turkish Airlines-ის შეთავაზება დაიწყო (რ)

Mastercard-სა და Turkish Airlines-ის შეთავაზება ქართველი მომხმარებლებისთვის დაიწყო! 18 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით, თურქეთის ავიახაზების ვებგვერდზე ან აპლიკაციაში, მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით ბილეთის დაჯავშნისას, 1 დეკემბრიდან 31 მარტის ჩათვლით არჩეულ სამოგზაურო პერიოდზე, Mastercard-ის ბარათის მფლობელები განსაკუთრებული ფასდაკლებით ისარგებლებენ. ფასდაკლების მისაღებად, აუცილებელია პრომო კოდის გამოყენება: “TKMASTER” დაზოგვის ექსკლუზიური შესაძლებლობა, Mastercard-ის ბარათის მფლობელების თითოეული მოგზაურობის გასაუმჯობესებლადაა შექმნილი. დავით […]
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – შეშფოთებული ვართ იმით, თუ როგორ ჩატარდა საქართველოში არჩევნები

შეშფოთებული ვართ იმით, თუ როგორ ჩატარდა საქართველოში არჩევნები, მაგრამ ამავდროულად, მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ გზაზე შენარჩუნება, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიტა ოდობესკუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრაზე საქართველოში არსებულ მდგომარეობას განიხილავემ. „შეშფოთებული ვართ იმით, თუ როგორ ჩატარდა საქართველოში არჩევნები, ამავდროულად, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია […]
სინოპტიკოსების პროგნოზით, 19 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, 20 ნოემბრიდან კი გამოიდარებს და დათბება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 ნოემბერს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ხოლო 20 ნოემბრიდან გამოიდარებს და დათბება. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 19 ნოემბერს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 20-21 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. „ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 19 ნოემბერს გაწვიმდება და შედარებით აგრილდება, ხოლო […]
პაატა მანჯგალაძე – ხშირად ისმოდა სამართლიანი კრიტიკა, სახლში ნუ გვიშვებთ, ნუ გვშლითო – არ დავიშალეთ, ჭავჭავაძეზე ვართ და გელოდებით

ხშირად ისმოდა სამართლიანი კრიტიკა, სახლში ნუ გვიშვებთ, ნუ გვშლითო. არ დავიშალეთ, ჭავჭავაძეზე ვართ და გელოდებით, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს. როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მანჯგალაძე წერს, საზოგადოებას გამარჯვებისთვის ყველა პირობა აქვს. „ახლა არ არის ურთიერთგანსხვავებების ძიების დრო, ახლა ერთად მოქმედების დროა. ვირწმუნოთ საკუთარი თავის! ჩვენ გვაქვს […]
ბსუ-ს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი ეწვია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეტ უორდი ეწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათი ცნობით, ელჩი ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, მერაბ ხალვაშთან ერთად, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მეგობრულ ურთიერთობაზე და გაერთიანებული სამეფოს პრიორიტეტებზე ისაუბრა. სტუდენტებს ელჩმა ჩივნინგის სტიპენდიის […]
ვახტანგ ყოლბაია – საქართველოს ხელისუფლება სწორად იქცევა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკურ შეფასებებს რომ არ აძლევს

არავითარი ზედმეტი მოქმედებები თბილისის მხრიდან, მითუმეტეს პოლიტიკური არ უნდა იყოს. ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლება სწორად იქცევა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკურ შეფასებებს რომ არ აძლევს, იმიტომ, რომ ეს უნდა მოიხარშოს, თავის ქვაბში უნდა დაღვინდეს და თვითონ აფხაზური საზოგადოება მივიდეს იმ დასკვნამდე, როდემდე შეიძლება ასეთი ცხოვრება, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ვახტანგ ყოლბაიამ მედიაჰოლდინგ „კვირის“ […]