მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო ორგანიზაციებს მიეწოდება 100 მილიონ ევროზე მეტი – ბორელი საქართველოს დახმარებაზე

ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში, მედიასთან ამბობს, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება შესაძლოა სახელმწიფო უწყებების ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოებამ მიიღოს. ევროკავშირს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ აქვს, თუმცა ცნობილია, რომ დღეს, 18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს შესახებ მსჯელობას აპირებს და ეს შეთავაზება ევროპელმა პოლიტიკოსებმა, შესაძლოა, დღესვე განიხილონ. “საქართველოს […]
ერდოანის სამშვიდობო გეგმით, უკრაინის კონფლიქტი გაიყინება ნატოში წევრობაზე კიევის უარის სანაცვლოდ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა მოამზადა უკრაინაში ომის გაყინვის გეგმა, რომლის წარდგენასაც 18 ნოემბერს გეგმავს რიო-დე-ჟანეიროში, „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება წყაროებზე დაყრდნობით. სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, ერდოანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შესთავაზებს ნატოში გაწევრიანების გადადებას მინიმუმ 10 წლით „პუტინისთვის დათმობის სახით“. ასევე შეთავაზებულ იქნება დემილიტარიზებული ზონის შექმნა დონბასის აღმოსავლეთით და იქ საერთაშორისო […]
გაბრიელიუს ლანდსბერგისი – საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად არ მივიჩნევთ – მოვუწოდებთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებისკენ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ლიეტუვა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად არ მიიჩნევს და დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ ლანდბერგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „პირველი, ჩვენ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად არ მივიჩნევთ, მეორე: ლიეტუვამ მოუწოდა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებისკენ. იმისთვის, რომ […]
GCCA-ის სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით სკოლის მოსწავლეებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ნოემბრის თვეში, სკოლის მოსწავლეებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდნენ GCCA-ის წარმომადგენლები. საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები ქ.თბილისის 45-ე, 177-ე და 150-ე საჯარო სკოლაში შედგა, სადაც მოსწავლეებმა მათთვის საჭირო, აქტუალურ საკითხებზე დეტალური პასუხები მიიღეს. კერძოდ, რა მნიშვნელოვანი დეტალები უნდა გაითვალისწინონ ადგილზე […]
100 მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე გადამისამართდება – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი 100 მილიონი ევროს დახმარების სამოქალაქო საზოგადოებაზე გადამისამართების წინადადებას დააყენებს. ამის შესახებ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომამდე განაცხადა. „კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღება. მე ვთავაზობ [საბჭოს] იმ პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერის შეწყვეტას, რომელიც [საქართველოს] მთავრობას მიემართება. 100 მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და […]
მთავრობა პარლამენტს კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განსახილველად მიმართავს

საქართველოს მთავრობა კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მიმართავს. საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს. ცვლილების განხორციელების შედეგად, კულტურისა და სპორტის სამინისტროები ცალ-ცალკე იფუნქციონირებს. კულტურის სამინისტროს – თინათინ რუხაძე, ხოლო სპორტის სამინისტროს შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს
Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7294 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7294 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7260 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 14 ნოემბრის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7311 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8873 ლარია.
ნიკა მელია – წერილთან დაკავშირებით მინიმუმ 6 დღეა ვსაუბრობთ და რატომ გაიკვირვა კალაძემ, ივანიშვილმა, კობახიძემ, „ქართულმა ოცნებამ“?! – წერილში წერია ის, რასაც ვსაუბრობთ დღის განმავლობაში 30-ჯერ

წერილთან დაკავშირებით მინიმუმ 6 დღეა ვსაუბრობთ და რატომ გაიკვირვა კალაძემ, ივანიშვილმა, კობახიძემ, „ქართულმა ოცნებამ“?! – ჩემთვის ის უფრო გასაკვირია, რატომ ცდილობს „ქართული ოცნება“ დღის წესრიგის შექმნას ამ ყბადაღებული საკითხით, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ოპოზიციის მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი მიწერილი წერილის კომენტირებისას „ინტერპრენიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, წერილში წერია […]
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი – ველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით – ფართოდ გახელილი თვალებით ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას

ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას არჩევნებთან დაკავშირებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ფართოდ გახელილი თვალებით ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპერ ველდკამპმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ევროპულ გზაზე დარჩენა სურს და ის ამას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. „არ […]
ეს არის რადიკალური დაჯგუფება, მავნებლები, რომლებიც ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას – კახა კალაძე რადიკალური ოპოზიციის წერილზე

არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არის რადიკალური დაჯგუფება, მავნებლები, რომლებიც ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას. ესენი არიან ადამიანები, ვინც ბრიუსელში დარბოდნენ მაშინ, როდესაც საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას აწერდა ხელს და ჰქონდათ მცდელობა, ეს პროცესი შეეჩერებინათ. ასევე, კაბინეტებში დარბოდნენ, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი გაჩერებულიყო და არ მომხდარიყო აღნიშნული გადაწყვეტილება, – ასე შეაფასა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, რადიკალური […]