გია კაკაჩია ომბუდსმენთან არსებულ საბჭოს იოსელიანის განცხადებების გამო ტოვებს

გია კაკაჩია – საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შშმ პირების უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვის და იმპლემენტაციის საბჭოს წევრი – ორგანოს ლევან იოსელიანის განცხადებების გამო ტოვებს.
„ვთვლი, რომ სახალხო პერიოდის ბოლო განცხადებები, მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეთა უფლებების მასიურად დარღვევასთან და თანმდევ პროცესებთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება სახალხო დამცველის მანდატს, ახდენს ინსტიტუტის დაკნინებას და ხელს უშლის შშმ პირების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეფექტური და სრულყოფილი მონაწილეობის უზრუნველყოფას.
მიმაჩნია, რომ ხსენებულ ინსტიტუტთან თანამშრომლობა ამ სახალხო დამცველის დროს, რომელიც არ ასახავს მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესებს, ჩემი მხრიდან მიუღებელი და მიზანშეუწონილია“, – წერს იგი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …