ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სადრენაჟე სისტემების აღდგენითი სამუშაოები, თვის ბოლოს დასრულდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები თიქორი-ენგურის დამშრობ მასივზე მიმდინარეობს. სოფელ დიდნეძში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან, ჯამში, 2,6 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული არხები იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის. შედეგად, 70 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც უხვი და ხარისხიანი მოსავლიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს. სამუშაოები, რომელსაც კომპანია […]

20-22 ნოემბერს, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

20-22 ნოემბერს, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენცია – კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება. ინფორმაციას GCCA ავრცელებს. „ღონისძიებას გახსნის და მონაწილეებს სიტყვით მიმართავს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე; საქართველოს პარლამენტის […]

სექტემბერში ინდოეთში რუსული ალმასის იმპორტი თითქმის 25-ჯერ შემცირდა

ალმასის იმპორტი რუსეთიდან ინდოეთში სექტემბერში 96%-ით (თითქმის 25-ჯერ) შემცირდა ერთი წლის წინანდელთან შედარებით და 37 ათასი კარატი შეადგინა, იტყობინება ინდოეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრო. ერთი წლით ადრე იმპორტმა 917 ათასი კარატი შეადგინა. ინდოეთში ბრილიანტების მთლიანი იმპორტი სექტემბერში მხოლოდ 23%-ით ნაკლები იყო ერთი წლის წინ, რაც 1,43 მლნ კარატს შეადგენდა. ალმასის ინდუსტრია ახლა გაჭიანურებულ კრიზისშია, თუმცა […]

პრეზიდენტმა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესების დამცველმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ბესელიას განცხადებით, სარჩელის შეტანა მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა არ აქვთ. მისივე განმარტებით, პრეზიდენტმა აღნიშნულ სამართლებრივ გზას იმიტომ მიმართა, რომ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები დაიცვას. „ეს სარჩელი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო […]

ადგურ არძინბა: „აფხაზეთში შეუძლებელია თვითმპყრობელობა!“

როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტი „ეხო კავკაზა“ იტყობინება, 19 ნოემბერს სოხუმში მდებარე ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსი დატოვეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა მას შემდეგ, რაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა თანამდებობიდან გადადგომის განცხადებას. „ყველა სამთავრობო შენობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაცვის ქვეშაა, საპროტესტო აქციის ყველა მონაწილემ დატოვა პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტი“, – იუწყება ადგილობრივი მედია, […]

ეს ადამიანები ჩვეულებრივი ჯაშუშები არიან – არჩილ გორდულაძე ოპოზიციის მოღალატეობრივ წერილზე

საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს და ხედავს თუ როგორია „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერში შემავალი 4 პარტიის ქმედებები, რა განცხადებებით გამოირჩევიან ისინი და არ უნდა გაუკვირდეს, მათ შორის, არც ეს წერილი, სადაც პირდაპირ, ღიად, მოღალატეობრივად საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, საკუთარი ქვეყნის იმიჯის გაშავების, რაც ყველაზე უფრო მძიმეა, სუვერენიტეტის გაუქმებით, თითქოს უცხოეთიდან ვინმემ არჩევნები უნდა ჩაგვიტაროს, ვინმემ გამოძიება უნდა […]

კახა კალაძე – ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება, მაგრამ როცა ახორციელებ პიკეტირებას, კეტავ გზებს მაშინ, როცა არ გყავს საკმარისი რაოდენობის ხალხი, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება

სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, მაგრამ, როგორც კი ჩვენ ვნახავთ კანონის გადახვევას, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, შესაბამისი უწყებების მხრიდან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა. კალაძის თქმით, ქვეყანას ოპოზიცია არ ჰყავს. „ქვეყანაში ოპოზიცია არ გყავს, სამწუხაროდ. გვყავს მარგინალების და […]

„საქსტატი“ – 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 5 468.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7.4%-ით მეტია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 468.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.4 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 43.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 1.3 პროცენტით გაიზარდა და […]

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის III კვარტალში, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.6 მლნ ტონა ტვირთი, რაც 0.7%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის III კვარტალში, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.6 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 0.7 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული მოცულობის 10.1 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 30.5 პროცენტი — საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 59.4 პროცენტი — ტრანზიტზე. „2024 წლის III კვარტალში […]

კახა კალაძე – რეალურად, სალომე ზურაბიშვილს თავისი თავი ადარდებს, მას არც ქვეყანა აინტერესებს, არც ქვეყნის ბედი, მისი მცდელობაა, თანამდებობა როგორმე შეინარჩუნოს, თუმცა ხუთი პარასკევი აქვს დარჩენილი

რეალურად, სალომე ზურაბიშვილს თავისი თავი ადარდებს, მას არც ქვეყანა აინტერესებს, არც ქვეყნის ბედი – რა იქნება საქართველოში და როგორ იქნება, საერთოდ ამის ინტერესი არ აქვს. მისი მცდელობაა, როგორმე შეინარჩუნოს თანამდებობა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ხუთი პარასკევი აქვს დარჩენილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის მოთხოვნას, რომ […]