,,ბჟანიას მიმართ აგრესია ძალიან გაიზარდა და ლოგიკურია მისი გადაწყვეტილება’’- შმაგი სამხარაძე

,,ბჟანიას მიმართ აგრესია ძალიან გაიზარდა და ლოგიკურია მისი გადაწყვეტილება’’- შმაგი სამხარაძე დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია თანამდებობიდან გადადგა. მედიაში მისი განცხადებაც ვრცელდება, სადაც წერია: ,,ქვეყანაში სტაბილურობისა და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით, აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, ვაცხადებ გადადგომას აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტიდან”. ცნობილია ისიც, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი ბჟანიას გადადგომის […]

„ეს ექსტრემიზმი, რომელიც აგენტურული ოპოზიციის მიერ იყო განხორციელებული, წახალისებულია იმ უცხოელი პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში წინა დღეების განმავლობაში“ – მამუკა მდინარაძე

„ეს ექსტრემიზმი, რომელიც აგენტურული ოპოზიციის მიერ იყო განხორციელებული, წახალისებულია იმ უცხოელი პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში წინა დღეების განმავლობაში“ – მამუკა მდინარაძე „პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პოლიციას და შინაგან საქმეთა მინისტრს კანონის პროფესიონალურად და მშვიდობიანი ფორმით აღსრულებისთვის. არ შეიძლება რამდენიმე ათეულმა ადამიანმა და აგენტურულმა ოპოზიციამ დედაქალაქის პარალიზება მოახდინოს. ამას ბუნებრივია ქართული სახელმწიფო ვერ […]

კაცმა, ცოლის გასაკონტროლებლად, სახლში ორი ფარული კამერა დაამონტაჟა – მას 4-წლამდე პატიმრობა ემუქრება

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა, ცოლის გასაკონტროლებლად, სახლში ფარული ვიდეოკამერები დაამონტაჟა. უწყების ცნობით, მას 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრალდებულის ცოლმა საგამოძიებო სამსახურს მიმართა. ამის შემდეგ, უწყებამ წყვილის საცხოვრებელი სახლიდან ამოიღო ფარული ჩამწერი მოწყობილობები და მეხსიერების ბარათები. ასევე, ბრალდებული კაცის პირადი კომპიუტერი, სადაც ფარულად გადაღებულ ვიდეო და აუდიოჩანაწერებს ინახავდა. “გამოძიებით […]

სოხუმში ოპოზიციამ დე ფაქტო სამთავრობო შენობები დატოვა – აფხაზური მედია

ოთხ დღიანი პროტესტის შემდეგ, სოხუმში დე ფაქტო სამთავრობო შენობების კომპლექსი აქციის ყველა მონაწილემ დატოვა. დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მფარველობის ქვეშ გადავიდა. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სხდომა, სადაც განიხილება ასლან ბჟანიას გადადგომის საკითხი, დღეს, 14:00 საათზე გაიმართება. აფხაზეთში ოპოზიციური ძალების რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ და ოპოზიციამ რამდენიმესაათიანი შეხვედრის […]

პოლიციის მაღალჩინოსნის თქმით, ჟურნალისტს აქციაზე დაკავებისაგან იმუნიტეტი არ იცავს

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილი აცხადებს, რომ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს აქციაზე დაკავებისგან იმუნიტეტი არ იცავს. მემანიშვილმა ეს განცხადება გააკეთა მელიქიშვილზე პროტესტის მონაწილეების დარბევის შემდეგ, რა დროსაც პოლიცია თავს დაესხა ტელეკომპანია „მთავარის“ ოპერატორს სერგი ბარამიძეს და დააკავა. დაზიანდა სერგი ბარამიძის ვიდეოკამერაც. „არ განხორციელებულა ძალადობა. იმუნიტეტი იცავს ოპერატორს ან ჟურნალისტს? კანონს რომ არღვევს და არ […]

აქციის დაშლისას პოლიციამ 16 ადამიანი დააკავა, 3 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

თბილისში აქციის დაშლისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა, 3 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დაკავებულებს შორის იყო მთავარი არხის ოპერატორი, სერგი ბარამიძე, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. გამთენიისას პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი თსუ-ის მიმდებარედ, ჭავჭავაძის გამზირზე გამოჩნდა, სადაც მოქალაქეებს მეორე დღეა უწყვეტი პროტესტი ჰქონდათ და ღამეს ათენებდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ძალა გამოიყენა. ამის შემდეგ მოქალაქეებმა […]

უმუშევრობა 13.8%-მდე შემცირდა

2024 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.8 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 31.2 ათასი კაცით (3.3%) და 974.4 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 9.9 ათასით გაიზარდა (2.4%) და 432.7 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში […]

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ფინეთში ჩავიდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჰელსინკიში 14 კალათბურთელით შეიკრიბა. თბილისიდან ჩასულ 10 მოთამაშეს 4 კალათბურთელი დახვდა, რომლებიც ფინეთის დედაქალაქში ესპანეთიდან და ლატვიიდან ჩავიდნენ. საქართველოს ნაკრებში მხოლოდ კაპიტანს ელოდებიან, რომელიც ჰელსინკიში თამაშის დღეს, 21 ნოემბერს იტალიიდან, ჩარტერული რეისით ჩავა. თორნიკე შენგელიას 20 ნოემბერს ევროლიგაში, პრინციპული მატჩი ელის თურქულ ფენერბაჰჩესთან და შეხვედრის დასრულების შემდეგ ფინეთში მყოფ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში […]

„საქსტატი“ – იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19 025.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.5%-ით მეტია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 025.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.5 პროცენტით მეტია. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 5 468.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 7.4 პროცენტით), ხოლო იმპორტი 13 556.9 […]

გიორგი ვაშაძე – პოლიციელებო, გთხოვთ გადახვიდეთ ტროტუარზე, ნუ კეტავთ გზას, მოქალაქეებს გადაადგილებაში პრობლემას ნუ უქმნით – თუ რამეს აპროტესტებთ, გააპროტესტეთ ტროტუარზე, არ შეიძლება ქალაქის პარალიზება!

პოლიციელებო, გთხოვთ გადახვიდეთ ტროტუარზე, ნუ კეტავთ გზას! მოქალაქეებს გადაადგილების პროცესში პრობლემას ნუ უქმნით – თუ რამეს აპროტესტებთ, გააპროტესტეთ ტროტუარზე – არ შეიძლება ქალაქის პარალიზება! – ასე მიმართა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მელიქიშვილის გამზირზე მყოფ სამართალდამცავებს. როგორც ვაშაძემ მიმართვისას აღნიშნა, გამზირზე მყოფი პოლიციელთა რაოდენობა, მათ მიერ „გამოხატული პროტესტის ფორმას არ შეესაბამება“. „რატომ კეტავთ გზას? […]