ბჟანიამ აფხაზეთის დატოვების შესახებ ინფორმაცია უარყო

ასლან ბჟანიამ უარყო ინფორმაცია აფხაზეთის [დე ფაქტო] ტერიტორიის დატოვების შესახებ და მხარდამჭერებს განუცხადა, რომ “არ წამოეგონ პროვოკაციებს”. “ამჟამად ჩემს მხარდამჭერებთან ერთად ვიმყოფები მშობლიურ სოფელ ტამიშში. აქ ყოფნა კრასნაია-პოლიანაზე ნაკლები არაა. გულწრფელად რომ ვთქვა, არ მაქვს დრო პოლიანისთვის. აქ ძალიან ბევრი საქმეა მოსაგვარებელი. ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ასეთ აშკარა ტყუილებს, ეს მათთვის დამახასიათებელია. ეს მათი […]
ირაკლი კუპრაძე – მელიქიშვილის გამზირზე დგომა არის გადამწყვეტი მაშინ, როცა წყდება ამ ქვეყნის ეროვნული და ევროპული მომავლის ბედი – სხვა არჩევანი და შესაძლებლობა არ არსებობს

აქ [მელიქიშვილის გამზირზე] დგომა არის გადამწყვეტი მაშინ, როცა წყდება ამ ქვეყნის ეროვნული და ევროპული მომავლის ბედი – სხვა არჩევანი და შესაძლებლობა არ არსებობს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ მელიქიშვილის გამზირზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. კუპრაძის შეფასებით, ხელისუფლება ძალადობრივი ქმედებებით ხელს უწყობს აქციის გაძლიერებას. „აქ [მელიქიშვილის გამზირზე] დგომა არის გადამწყვეტი, მაშინ როცა წყდება ამ […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის – UNI4VERSE ფარგლებში შიდასაუნივერსიტეტო კონკურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის – UNI4VERSE ფარგლებში შიდასაუნივერსიტეტო კონკურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც ჟიურიმ გამარჯვებული სტუდენტური ჯგუფი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მისივე ცნობით, ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ განაცხადა, Uni4Verse არის საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ ორგანიზებული საუნივერსიტეტო კონკურსი, რომლის განმახორციელებელია ინოვაციური განათლების ფონდი. […]
თინა ბოკუჩავა – მომავალ კვირას ევროპარლამენტი რეზოლუციას მიიღებს, რომელშიც არჩევნების არაღიარებასა და გამოძიების მნიშვნელობაზე იქნება საუბარი – გადაწყვეტილება გამოძიებასთან დაკავშირებით უკვე მიღებულია

მიტაცებულ არჩევნებს საერთაშორისო აღიარება არ ექნება – ეს არის საფუძველი იმის, რომ ხელახალი არჩევნების ჩაინიშნოს, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიუსელში ყოფნისას განაცხადა. ბოკუჩავას განცხადებით, მას შეხვედრები ევროპარლამენტარებთან ჰქონდა, სადაც 26 ოქტომბრის „მიტაცებულ არჩევნებთან“ დაკავშირებული საკითხი განიხილეს. როგორც პარტიის თავმჯდომარე აღნიშნავს, მომავალ კვირას მიიღებს ევროპარლამენტი რეზოლუციას საქართველოზე, სადაც არჩევნების არ აღიარებაზე და […]
ოპოზიციური პარტიები საზოგადოებას სამოქმედო გეგმას 19:00 გააცნობენ – შეკრება მელიქიშვილის გამზირზეა დაგეგმილი

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია საზოგადოებას შემდგომ ნაბიჯებს დღეს, 19:00 საათზე გააცნობს. „19:00 სრული მობილიზება მელიქიშვილზე და შემდგომ საინტერესო ნაბიჯსაც გაგაცნობთ”, – წერს გიორგი ვაშაძე. ოპოზიციონერი ლიდერები საზოგადოებას მელიქიშვილის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
ადვოკატების ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ დაკავებულ წევრებს – საბა სხვიტარიძესა და მანუჩარ ჩაჩანიძეს დაზიანებები აღენიშნებათ

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულ საბა სხვიტარიძეს, ასევე, მანუჩარ ჩაჩანიძეს, რომლებიც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები არიან, დაზიანებები აღენიშნებათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულების ადვოკატებმა განუცხადეს. საბა სხვიტარიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ დაკავებული დიღმის სამმართველოში მოინახულა. მისი განმარტებით, ხვიტარიძეს დაზიანებები ყელის არეში თვალნათლივ ეტყობა. ასევე, სხეულის სხვადასხვა ადგილას დაჟეჟილობები აქვს, ის სპეციალურ […]
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის, ნიკა კვიტატიანის განცხადებით, როცა პოლიცია აქციას შლიდა, მას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ სახეში გაარტყა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის, ნიკა კვიტატიანის განცხადებით, იმ დროს, როდესაც პოლიცია აქციას შლიდა, პირადად მას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ გოგა მემანიშვილმა სახეში გაარტყა. როგორც კვიტატიანი განმარტავს, ფაქტს დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. ნიკა კვიტატიანის განმარტებით, აქციის მონაწილეები პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდნენ. „უკან ვიხევდით, პოლიცია გვაწვებოდა. პირველი, გოგა მემანიშვილმა როდესაც დამინახა, […]
“7 საათზე გვინდა ხალხის მაქსიმალური კონცენტრაცია” – ოპოზიციის გეგმა საღამოს გახდება ცნობილი

ოპოზიციის გეგმა შემუშავებულია და მოსახლეობას საღამოს 7 საათზე გააცნობენ – განცხადება ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ “მთავარი არხის” ეთერში გააკეთა და მხარდამჭერებს მელიქიშვილის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდა.
მელიქიშვილზე, 19:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, 19:00 საათზე, მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. მისი განცხადებით, აქციაზე საზოგადოებას შემდგომ ნაბიჯებს გააცნობენ. “19:00 საათზე სრული მობილიზება მელიქიშვილზე და შემდგომ საინტერესო ნაბიჯსაც გაგაცნობთ”, – წერს ვაშაძე. პოლიციამ უწყვეტი აქციის მონაწილეები დღეს, 19 ნოემბრის დილას დაშალა. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეებს “ტრანსპორტის […]
ევროზონაში სამომხმარებლო ფასები, გასულ თვეში 2%-ით გაიზარდა

ევროზონაში სამომხმარებლო ფასები ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით გაიზარდა, ნათქვამია ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის ანგარიშში, რომელიც წარმოადგენდა საბოლოო მონაცემებს. ამრიგად, ინფლაცია დაჩქარდა სექტემბერთან შედარებით, როდესაც მან 1,7% შეადგინა. ოქტომბრის საბოლოო მონაცემები დაემთხვა Trading Economics-ის მიერ გამოკითხული ექსპერტების წინასწარ და კონსენსუს პროგნოზებს. ევროზონაში სურსათზე, ალკოჰოლსა და თამბაქოს პროდუქტებზე ფასების ზრდა ოქტომბერში დაჩქარდა 2,9%-მდე სექტემბრის 2,4%-დან, […]