Blackstone-ს სწრაფი კვების ქსელის, Jersey Mike’s Subs–ის შეძენა სურს

ამერიკულმა საინვესტიციო კომპანია Blackstone-მა შესაძლოა მალე გამოაცხადოს სწრაფი კვების ობიექტების ქსელის – Jersey Mike’s Subs–ის შესყიდვა – წერს The Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. მათი თქმით, ტრანზაქციის თანხა, კომპანიის დავალიანების გათვალისწინებით, შეიძლება იყოს დაახლოებით 8 მილიარდი დოლარი. WSJ წერს, რომ გარიგება ჯდება Blackstone-ის სტრატეგიაში, რომელსაც აქვს ფრენჩაიზის მოდელზე მომუშავე ბიზნესებში ინვესტირების დიდი გამოცდილება. კერძოდ, […]

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა „პრეზიდენტის“ თანამდებობიდან ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფარული კენჭისყრით ბჟანიას გადადგომას მხარი 28-მა ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა ხმა წინააღმდეგ მისცა, ორი ბიულეტენი კი ბათილად ცნეს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ე.წ. […]

„…ცოტა ხალხია…”, “2009-ში გალიებში მეტი იყო” კატეგორიულად არასწორი გზავნილებია“ – მამუკა გამყრელიძე

დიპლომატი მამუკა გამყრელიძე: „…ცოტა ხალხია…”, “2009-ში გალიებში მეტი იყო” კატეგორიულად არასწორი გზავნილებია. ხალხმა თავისი გასაკეთებელი გააკეთა როცა თავისი პოზიცია არჩევნევზე დააფიქსირა. ხალხს რევოლუციის მოწყობას ვერ დაავალებ. ვერც ქუჩაში დგომას დააძალებ. ქუჩის პროტესტის მოთხოვნილება მას ოპოზიციამ უნდა გაუჩინოს. თუ ეს ასე არ არის, ე.ი. ხალხს არ აქვს ოპოზიციის ნდობა. ნურაფერს დააბრალებთ ხალხს. პრობლემა საკუთარ თავებში უნდა […]

“ტრაბზონსპორი” 3 ქართველი ფეხბურთელით ინტერესდება

ტრაბზონული გამოცემა Günebakış-ის ინფორმაციით, ადგილობრივი კლუბი საქართველოს ნაკრების სამი მოთამაშით არის დაინტერესებული. როგორც წყარო წერს, “ტრაბზონსპორის” მთავარი მწვრთნელი შენოლ გიუნეში ბათუმში, საქართველოსა და უკრაინის ნაკრებ გუნდებს შორის გამართულ შეხვედრას დაესწრო, რათა მისთვის სასურველ ფეხბურთელებს დაჰკვირვებოდა. საქმე ეხებათ ოთარ კიტეიშვილს, ლაშა დვალსა და ლუკა ლოჩოშვილს. პ.ს. გიუნეშის დაკვირვების ობიექტი ბათუმურ მატჩში უკრაინელი მიკოლა შაპარენკოც იყო. უცნობია, […]

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ნავთობის ექსპორტი შემცირდა

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ნავთობის ექსპორტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით, რომელსაც მართავს ბრიტანული BP, 24,2 მლნ ტონამდე შემცირდა წინა წლის ანალოგიური პერიოდის 25,2 მლნ ტონიდან, იტყობინება აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტი. BTC-ით გადაზიდული ტრანზიტული ნავთობის მოცულობა იანვარ-ოქტომბერში წლიურად გაიზარდა 4,475 მლნ ტონამდე 4,270 მლნ ტონიდან. აზერბაიჯანმა BTC-ით გადაზიდული ნავთობის მთლიანი მოცულობის 75,3% გადაიტანა, რაც მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში 32,1 […]

„2024 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია“ – ვახტანგ ცინცაძე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, გრძელდება პოზიტიური ტენდენციები შრომის ბაზარზე. „მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე 13.8 პროცენტს შეადგენს, რაც მესამე კვარტლების ჭრილში არის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი’’ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. აღსანიშნავია , რომ ასევე დასაქმებულთა რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება 2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით. დასაქმებულთა რაოდენობა 41.3 ათასით გაიზარდა და მილიონ […]

ასლან ბჟანია: „ვიმყოფები მშობლიურ სოფელ ტამიშში“

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა მან აფხაზეთი დატოვა. 19 ნოემბერს, 15.00 სთ-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ბჟანია ამბობს: „ამ დროისათვის ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ვიმყოფები მშობლიურ სოფელ ტამიშში. ეს ადგილი არაფრით არ ჩამოუვარდება „კრასნაია პოლიანას“, თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, ახლა „კრასნაია პოლიანისთვის“ არ მცალია, უამრავი საქმე მაქვს აქ. […]

მარკ რუტემ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობაზე რადმილა შეკერინსკა დანიშნა

მარკ რუტემ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობაზე რადმილა შეკერინსკა დანიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს. „მოხარული ვარ, რომ გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობაზე რადმილა შეკერინსკას დანიშვნის შესახებ გამოვაცხადო. მას ნატო-ს ნამდვილად სჯერა, იცის, რა სამუშაოა საჭირო ალიანსში გაწევრიანებისთვის და რას ნიშნავს იყო სრულუფლებიანი წევრი. მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ […]

“სემეკი აქტიურად მუშაობს როგორც მომხმარებლებისთვის სერვისების გამარტივების, ისე მათი უფლებების დაცვაზე” – გიორგი დიდებაშვილი

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სემეკის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საწარმოებს, ასევე მომხმარებლებსა და საწარმოებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. იგი სადავო საკითხს წყვეტს მიუკერძოებლად, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა კომისიის მარეგულირებელი საქმიანობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. სემეკის […]

,,თსუ-სთვის ასეთი შეურაცხყოფა არავის არასოდეს მოუყენებია“ – ნათია მეზვრიშვილი

გახარიას პარტიის წევრი, ნათია მეზვრიშვილი: ,,თსუ-სთვის ასეთი შეურაცხყოფა არავის არასოდეს მოუყენებია. თსუ-ში სწავლის 6 წლის და სწავლების 8 წლის განმავლობაში ასეთი სამარცხვინო ფაქტი არ მახსენდება. უნივერსიტეტი ყოველთვის იყო სტუდენტური პროტესტის დაბადების ადგილი. „ოცნება“ ყველაფერს ეხება და ანადგურებს. ამ სირცხვისაც ჩამოვირეცხავთ.”