№8 პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი სარეაბილიტაციო სივრცე მოეწყო

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ციფრული სწავლებისთვის უკვე ყველა პირობაა შექმნილი და მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ, ქართული ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტით ისარგებლონ. მათივე ცნობით, პენიტენციურ სისტემაში, ეს რიგით მე-6 „ციფრული უნივერსიტეტია“, რომელიც მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში; ონლაინ დაესწრონ ლექციებს და პირდაპირი, ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან. „პენიტენციურ სისტემაში ციფრული სწავლების დანერგვამ მნიშვნელოვნად […]

ქართველი ცხენოსანი მსოფლიოს თასის ფინალში პირველად იასპარეზებს

პოლონეთში ცენტრალური ევროპის ლიგის მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპი გაიმართა. საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა შალვა გაჩეჩილაძემ ურთულესი მარშრუტი წარმატებით დაასრულა და მსოფლიოს თასის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიაში შალვა გაჩეჩილაძე პირველი ქართველი მხედარია, რომელიც მსოფლიოს თასის ფინალში მიიღებს მონაწილეობას. “შეგახსენებთ, რომ წელს საქართველოში ცხენოსნობის მსოფლიოს თასის კასპია-კავკასიის ლიგის შესარჩევი ეტაპი მოეწყო, რომლის […]

ჯიუტად, გამბედავად, ყოველგვარი უკანდახევის გარეშე – ჩვენ ვიბრუნებთ სამშობლოს! – ნიკა გვარამია

„ახალის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია: „შევხვდებით 19:00 საათზე მელიქიშვილზე! ჯიუტად, გამბედავად, ყოველგვარი უკანდახევის გარეშე – ჩვენ ვიბრუნებთ სამშობლოს! ემოციებიც უნდა ჩავაცხროთ – ამ რუსის ომონზე ვიშვიშის და ბრაზის დრო არ გვაქვს, ფეხებზე დავიკიდოთ. თსუ-ს ისტორიულ სირცხვილს, საკუთარივე სტუდენტების მარბიელ რაზმს რო მისცა თავშესაფარი და თავდასხმის ლოკაციად აქცია, ასევე მერე გავცეთ პასუხი. ფეხმოუცვლელად ვდგავართ და ვიცავთ ჩვენს […]

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის პოსტს მაკედონიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი დაიკავებს

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის პოსტს მაკედონიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რადმილა შეკერინსკა, დაიკავებს. სამხედრო ალიანსის რამდენიმე ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის საფუძველზე უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ ნატოს შიგნით არსებობდა ძლიერი სურვილი, ალიანსის გენერალური მდივნის ახალი მოადგილე ყოფილიყო ცენტრალური ან აღმოსავლეთი ევროპის წარმომადგენელი ქალი პოლიტიკოსი. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის დანიშვნა პირველი რიგის ამოცანა იყო ალიანსის ახალი გენერალური მდივნის, ნიდერლანდის […]

რუსეთში სერიულად აწარმოებენ ბირთვული იარაღისგან დამცველ მობილურ თავშესაფრებს

რუსეთში პირველად დაიწყო მობილური თავშესაფრების მასობრივი წარმოება, რომლებიც უზრუნველყოფს დაცვას სხვადასხვა საფრთხეებისგან, მათ შორის ბირთვული აფეთქებისგან. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების პრობლემათა სრულიად რუსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. კონსტრუქციის შემქმნელის პრესრელიზის თანახმად, მობილური თავშესაფრები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხალხის დასაცავად სხვადასხვა საფრთხისგან, მათ შორის ბუნებრივი კატასტროფებისგან, ბირთვული აფეთქების გამოსხივებისგან და ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურებისგან. როგორც […]

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მხარი დაუჭირა ბჟანიას გადადგომას

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომას. როგორც აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის (სახალხო კრების) თავმჯდომარემ ლაშა აშუბამ განაცხადა, დღის წესრიგში ერთი საკითხი იყო – ბჟანიას გადადგომის განცხადება. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 31 დეპუტატმა, 2 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი. ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა 28-მა დეპუტატმა, ერთი კი წინააღმდეგი იყო. რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, […]

მაისის სტუდენტური მოძრაობა: გადადგეს თსუ-ის რექტორი და ადმინისტრაცია

მაისის სტუდენტური მოძრაობა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურება. საუბარია საპროტესტო აქციის დაშლამდე საპოლიციო ძალების ნაწილის თსუ-ის ეზოში შესვლაზე. მოძრაობაში აცხადებენ, რომ დღეს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო “ძალოვნების თავშესაფრად” იქცა და უნივერსიტეტის რექტორს ჯაბა სამუშიასა და ადმინისტრაციის გადადგომას ითხოვენ. “დღეს დილით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო იქცა ძალოვნების თავშესაფრად! მოძალადეებმა უნივერსიტეტის ეზოს […]

რუსული მედია – უკრაინამ რუსეთის ტერიტორიას ATACMS-ის გამოყენებით პირველად დაარტყა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბრიანსკის ოლქს ATACMS-ის ექვსი ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით დაარტყა, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „მტერმა ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე განთავსებულ ობიექტს ექვსი ბალისტიკური რაკეტით დაარტყა. დადასტურებული მონაცემებით, გამოყენებულია ამერიკული წარმოების ATACMS-ის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები“, – აცხადებენ უწყებაში. მათივე ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 5 რაკეტა ჩამოაგდეს, მეექვსე კი დააზიანეს. ჭურვის ფრაგმენტები […]

“ალაგდებიან და წავლენ სახლებში ნეტა?” – ქეთო თოფურიძე აქციების დასრულებას ითხოვს

ეკა კახიანის ქალიშვილის ქეთო თოფურიძის გარშემო დიდი სკანდალია ამტყდარი. ქართველი საზოგადოება მის განცხადებას აკრიტიკებს. აი რა სთორი განათავსა მან ინსთაგრამზე: მოგეხსენებათ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში დიდი არეულობა და აქციები მიმდინარეობს, ქეთა კი ამ აქციებს და მათში მონაწილეებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ აქციების გამო ხშირად ხვდება საცობში. “ჩვენ ევროპაში მიმავალი გზა გადაგვიკეტეს, როცა გახსნიან, კი […]

„ყველა უკლებლივ ფსკერზე ხართ, ვინც ამას რაიმე ფორმით “აპრავებთ” ფსკერზე ხართ!“ – თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს: „1978 წელს ქართული ენის დაცვის დროს, უნივერსიტეტის ეზოში ჯავშან ტექნიკა- წყლის ჭავლის მანქანები არ იდგა , არც კარი იყო დაკეტილი და არც სპეცნაზი იდგა , ჩვენი მშობლები ( ჯანსუღ ჩარკვიანი ,ნოდარ დუმბაძე , გოგოებო ხომ ასეა?!) ჯერ ეზოში, შემდეგ სააქტო დარბაზში იყვნენ სტუდენტებთან ერთად , არც რექტორს ( არცერთ რექტორს […]