სებ-ში საჯარო უწყებების წარმომადგენლებისთვის საგადახდო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციის მიზნით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ბანკში საჯარო უწყებების წარმომადგენლებისთვის სებ-ის მიერ საგადახდო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციის მიზნით დაგეგმილი ორი მიმდინარე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიება გახსნა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს ახალი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, მყისიერი გადახდების განახლებული სისტემა დააჩქარებს და გაამარტივებს გადახდების პროცესს, რაც შესაბამისად მომსახურების […]
რატომ ითხოვენ თსუ-ს რექტორისაგან განმარტებებსა და გადადგომას

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი რექტორის გადადგომას ითხოვს. ისინი ჯაბა სამუშიასგან ითხოვენ განმარტებას, როგორ მოხვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები უნივერსიტეტის ეზოში. როგორც სამუშიასგან, ისე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსგან განმარტებას ელიან ლექტორებიც. დღეს, 19 ნოემბერს უნივერსიტეტის 1-ელი კორპუსის წინ მიმდინარე აქციის დასარბევად შსს-ს თანამშრომლები რამდენიმე მხრიდან მივიდნენ ტერიტორიაზე, სადაც კარვები იყო გაშლილი. “მრავალკუთხედის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, […]
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ბჟანიას გადადგომის განცხადება დაამტკიცა

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ბჟანიას გადადგომის შესახებ განცხადება დაამტკიცა. “ნუჟნაია გაზეტას” ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა 31 დეპუტატმა მიიღო, 2 ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა. “ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი 28 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 1-მა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგი მისცა. პარლამენტმა კენჭისყრის შედეგები დაამტკიცა,” – წერს ტელეგრამ არხი. დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას დე ფაქტო ვიცე პრეზიდენტი, ბადრა გუნბა შეასრულებს. აფხაზეთში ოპოზიციური […]
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა

საქართველოს ოკუპირებული რეგიონის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომას. როგორც აფხაზეთის ე.წ “პარლამენტის” (სახალხო კრების) თავმჯდომარემ ლაშა აშუბამ განაცხადა, დღის წესრიგში ერთი საკითხი იყო – ბჟანიას გადადგომის განცხადება. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 31 “დეპუტატმა”, 2 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი. ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა 28 “დეპუტატმა”, ერთი კი წინააღმდეგი […]
კვარაცხელია: ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ

ერთა ლიგაზე ჩეხეთთან მატჩის წინ Nakrebi.ge-სთან კომენტარი საქართველოს ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა: “ბოლო თამაში, ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. შემდეგ მნიშვნელოვანი იქნება, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, ისე მოვემზადოთ, ისევ ისე ვიშრომოთ, როგორ აქამდე ვაკეთებდით. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებს აქვს იმის რესურსი, რომ წარმატებული იყოს, როგორც 2024 წელს – გავაკეთოთ ყველაფერი და წინ ვიაროთ. გვყავს […]
მიხეილ სააკაშვილი – დღევანდელი აქციის დაშლა მოსალოდნელი იყო, გამოიყვანეს იმაზე მეტი პოლიცია ვიდრე საჭირო იყო, მხოლოდ და მხოლოდ დაშინების მიზნით – ამაზე პასუხი არის მეტი ორგანიზება, მეტი ხალხმრავლობა!

დღევანდელი აქციის დაშლა მოსალოდნელი იყო. გამოიყვანეს ქუჩებში იმაზე მეტი პოლიცია ვიდრე საჭირო იყო, მხოლოდ და მხოლოდ დაშინების მიზნით. ამაზე პასუხი არის მეტი ორგანიზება, მეტი ხალხმრავლობა! -ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სააკაშვილი განმარტავს, დარწმუნებულია, რომ ყველაფერი გამოვა. „დღევანდელი აქციის დაშლა მოსალოდნელი იყო. გამოიყვანეს ქუჩებში იმაზე მეტი პოლიცია ვიდრე საჭირო იყო, […]
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა. დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას დროებით ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ბადრი გუნბა შეასრულებს. დე ფაქტო პრემიერის პოსტზე ვალერი ბგანბა დაინიშნა. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურმა დღეს გაავრცელა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგა. თანამდებობა დატოვა დე ფაქტო პრემიერმა ალექსანდრ ანკვაბმაც. ბჟანიას გადადგომას წინ უძღოდა […]
ციფრული უნივერსიტეტი, ხის და კერამიკის სახელოსნოები, განახლებული ბიბლიოთეკა – №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი სარეაბილიტაციო სივრცე მოეწყო

ციფრული უნივერსიტეტი, ხის და კერამიკის სახელოსნოები, განახლებული ბიბლიოთეკა – №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი სარეაბილიტაციო სივრცე მოეწყო გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ციფრული სწავლებისთვის უკვე ყველა პირობაა შექმნილი და მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ, ქართული ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტით ისარგებლონ. პენიტენციურ სისტემაში ეს რიგით მე-6 ,,ციფრული უნივერსიტეტია“, რომელიც მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში; ონლაინ დაესწრონ ლექციებს და […]
წლის ბოლოსთვის ფულადი გზავნილები 3.4 მლრდ დოლარამდე შემცირდება – Galt&Taggart-ის პროგნოზი

ჩვენი პროგნოზით, ფულადი გზავნილები 3.4 მლრდ დოლარის დონეზეა მოსალოდნელი (4.1 მლრდ აშშ დოლარი იყო 2023 წელს), – ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია ნათქვამი. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის ოქტომბერში ფულადი გზავნილები წლიურად 1.5%-ით შემცირდა 281.1 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 1.1%-იანი კლების შემდეგ. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი წლიური ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან […]
Qantas-ის მსოფლიოში ყველაზე გრძელი რეისი 19 საათზე მეტხანს გაგრძელდება

ავსტრალიის ეროვნული ავიაკომპანია, Qantas მსოფლიოში ყველაზე გრძელი რეისის შექმნაზე მუშაობს, რომელიც 19 საათზე მეტხანს გაგრძელდება. ინფორმაციას The Independent ავრცელებს. ავიაკომპანიის პროექტ Project Sunrise-ის ფარგლებში პირდაპირი რეისების შემოღება სიდნეის, ლონდონსა და ნიუ-იორკს შორის იგეგმება. ფრენა ამ რეისებზე 19-დან 22 საათამდე გაგრძელდება, რამაც ამჟამინდელი რეკორდსმენის, სინგაპურის ავიახაზების ფრენის ხანგრძლივობას უნდა გადააჭარბოს. Qantas სიდნეიდან ლონდონსა და ნიუ-იორკში ფრენებისთვის […]