ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ლაშა დოლბაძე წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ლაშა დოლბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ახლად დანიშნული მინისტრი თანამშრომლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა წარუდგინა. „აღნიშნულ თანამდებობაზე ლაშა დოლბაძემ ლევან თევზაია შეცვალა. ლევან მგალობლიშვილმა ყოფილ მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი […]
თამარ კორძაიას განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი პარლამენტის 30-მა წევრმა წარადგინა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი პარლამენტის 30-მა წევრმა წარადგინა, სარჩელი კი სასამართლომ ერთი თვის ვადაში უნდა განიხილოს. კორძაიას თქმით, აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ პარლამენტი 25 ან 26 ნოემბერს შეიკრიბება, არაკონსტიტუციურია. „დღეს, საქართველოს პარლამენტის 30 წევრის ხელმოწერით გაიგზავნა საკონსტიტუციო სარჩელი არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ნოემბერს 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ გლდანში და გიორგიწმინდაში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში გუდაური, ქუმლისციხე, ზემო მლეთა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში […]
„დაკავების ყველანაირი უფლება და წესი იყო დარღვეული“ – იურისტი დაკავებულებს შეხვდა

19 ნოემბრის დილას აქციაზე დაკავებული სამი დემონსტრანტი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა ეკა ქობესაშვილმა. როგორც ის რადიო თავისუფლებას უყვება, სამივე მათგანი ლაპარაკობს პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებასა და არაკანონიერ დაკავებაზე: „დაკავებისას ამ ადამიანებს არ განუმარტეს, რისთვის აკავებდნენ. დაკავების ყველანაირი უფლება და წესი იყო დარღვეული პოლიციის მხრიდან. ლაპარაკობენ, რომ დაკავება მოხდა […]
“საქართველოს 3:0-ს მოვუგებთ” – ჩეხეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

ჩეხეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა პაველ ჰორვატმა, რომელიც ამჟამად მესამე ლიგის მოსტ-სოუშის „ბანიკის“ მწვრთნელია და რადიო „სპორტის“ საფეხბურთო ექსპერტია, irozhlas-თან განაცხადა, რომ დღეს მათი ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს უეჭველი მოუგებს. „ვფიქრობ, ალბანეთთან ჩვენმა ფეხბურთელებმა ურიგოდ არ ითამაშეს, ძალიან იმედიანად არიან განწყობილნი და ყველაფერი ჩვენს ხელთაა. კარგი იქნებოდა ერთი დღით მეტი დაგვესვენა, მაგრამ ორივე გუნდი ერთნაირ მდგომარეობაშია. […]
ბორელი ალბათ იმიტომ არ უფრთხილდება რეპუტაციას და ორმაგი სტანდარტებით უდგება საქართველოს, რომ მალე პენსიაზე გასვლა მოუწევს და ფიქრობს, მაქსიმალურად შეასრულოს მიღებული დავალება

ბორელი ალბათ იმიტომ არ უფრთხილდება რეპუტაციას და ორმაგი სტანდარტებით უდგება საქართველოს, რომ მალე პენსიაზე გასვლა მოუწევს და ფიქრობს, მაქსიმალურად შეასრულოს მიღებული დავალება „ჟოზეფ ბორელმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ თითქოს მთავრობამ ევროკავშირის კურსს გადაუხვია. მაინტერესებს, როგორ ამტკიცებს ბორელი ამას, როცა სწორედ მისდამი დაქვემდებარებულმა კომისიამ 30 ოქტომბერს გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ყველა თავის მიხედვით (და 35 […]
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის ოფიციალური პირებისთვის პრობლემის ნაწილია ის, რომ არ არსებობს რეალური მტკიცებულებები, როდესაც საქმე ეხება არჩევნების გაყალბების ბრალდებებს

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის ოფიციალური პირებისთვის პრობლემის ნაწილია ის, რომ არ არსებობს რეალური მტკიცებულებები, როდესაც საქმე ეხება არჩევნების გაყალბების ბრალდებებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, სადაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა ხმების 54 პროცენტით, მაგრამ ასევე გამოიწვია ოპოზიციის პროტესტი და პარლამენტის ბოიკოტი, ევროკავშირი ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული, როგორ მოიქცეს, – წერს „რადიო […]
აშშ-ის ხელისუფლების გადაბარების საპრეზიდენტო ტრადიცია

მოქმედი პრეზიდენტის მიერ, არჩეული პრეზიდენტის თეთრ სახლში მასპინძლობა, სიმბოლურად განასახიერებს შეერთებული შტატების საპრეზიდენტო ძალაუფლების შემდეგ ადმინისტრაციაზე გადაბარებას. დონალდ ტრამპი, არჩეული პრეზიდენტის სტატუსით, თეთრ სახლში უკვე მეორედ იმყოფებოდა. Facebook Forum
საქართველოში შემოსული გემების უმეტესობა თურქეთის და პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა

2024 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4121 გემი, რომელთა 34.2 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 31.3 პროცენტი — თხევადი ტვირთმზიდი, 24.0 პროცენტი — კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 10.5 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა […]
გუდაურში ინფრასტრუქტურული პრობლემები ნაწილობრივ მოწესრიგდა – Hotel GoodAura

გუდაურში ინფრასტრუქტურული პრობლემები ნაწილობრივ მოწესრიგდა, თუმცა ისევ გამოწვევად რჩება, ტროტუარები და შიდა გზები, – ამის შესახებ Hotel GoodAura-ს მმართველმა პარტნიორმა ირაკლი კუტალიამ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული პრობლემები ხელს უშლის ბიზნეს გარემოს განვითარებას. “გაფართოებას ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ინვესტირებისთვის არასტაბილური გარემოა. მოთხოვნა გუდაურის მიმართ შემცირებულია. ზოგადად, ბიზნესის კუთხით კარგი მდგომარეობა არ არის. […]