ონლაინ მედიები: ვგმობთ პოლიციის მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს

საქართველოში მომუშავე ონლაინ მედიები On.ge, პუბლიკა, ტაბულა, ნეტგაზეთი, ბათუმელები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და გმობენ დღეს, 19 ნოემბერს, პოლიციის მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს. კერძოდ, განცხადებაში საუბარია მთავარი არხის ოპერატორის სერგი ბარამიძის დაკავებასა და მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასა და საქმიანობის ხელშეშლაზე, OC Media ჟურნალისტისთვის მარიამ ნიკურაძისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაზე. ასევე, ნეტგაზეთის კორესპონდენტ გივი ავალიანისთვის […]
ჯაფარიძე: ცხადია, პოლიციის მხრიდან ძალის გადაჭარბებული გამოყენება მეტ პროტესტს გამოიწვევს

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალის გადაჭარბებული გამოყენების პასუხად მეტი ადამიანი გავა ქუჩაში. მისი თქმით, ვერ მოხდება მოქალაქეების დაშინება, რადგან ისინი ითხოვენ ფუნდამენტურ უფლებას – თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. “უნდა ითქვას, რომ კიდევ ერთხელ ვნახეთ მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენება, როდესაც ადამიანები […]
ყველა კომერციული ბანკი მკაცრად იცავს სანქციებს, რომ არანაირი ხვრელები არ დარჩეს – ლადო პაპავა

საბანკო სისტემის მონიტორინგი ხორციელდება საერთაშორისო დონეზე და ჩვენი ყველა კომერციული ბანკი მკაცრად იცავს ამ სანქციებს, რომ არანაირი ხვრელები არ დარჩეს, – განაცხადა აკადემიკოსმა ლადო პაპავამ გადაცემაში „იმედი LIVE“. „რაც შეეხება ოპოზიციის მიერ ნახსენებ შავ ფულს – თუ ჩვენი ბანკები ამას იცავენ, ისინი ვერანაირად ვერ შემოვლენ, თუ არ იქნება ჩემოდნებით, კონტრაბანდით შემოტანილი ფული. როდესაც რუსეთმა დაიწყო […]
იანვარ-ოქტომბერში, ექსპორტშიც და იმპორტშიც პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 000.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 36.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 310.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპირტიანი სასმელები 242.0 მლნ. აშშ დოლარით (4.4 პროცენტი). უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო […]
აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან კვლავ ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-სთან გადაინაცვლეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან კვლავ ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. ამასთან, თავდაპირველად სამართალდამცველებს დაკავებული ჰქონდათ მელიქიშვილის გამზირის ნაწილი და ამგვარად აქციის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ პოლიციამ აღნიშნული ტერიტორია დატოვა.
პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ კანონის გარეშე თამაშს უშვებს? უნდა შევიდეთ კანონის გარეშე თამაშში – გადადი იმ მეთოდებზე, რა მეთოდებითაც გებრძვის

„ქართული ოცნების“ დამარცხება არჩევნებში შესაძლებელია – ყველა დიდი ქალაქი ოპოზიციამ მოიგო. რაც მთავარია, საზოგადოებასაც უნდა ავუხსნათ, რა არის ადგილობრივი არჩევნები, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა. ზაქარეიშვილის თქმით, ადგილობრივი არჩევნები უფრო დემოკრატიულია, ვიდრე საპარლამენტო არჩევნები. „ოთხი წლის თავზე ევროპას, შეიძლება, უკვე დასრულებული ჰქონდეს გაფართოების პოლიტიკა, ამიტომ, ჩვენ მინიმუმ ერთი წელი გვაქვს, […]
დიდმა ოცეულმა უკრაინაზე სრულ კონსენსუსს ვერ მიაღწია

შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, ამ თანამდებობაზე, სულ ორი თვე რჩება იქამდე, ვიდრე თეთრ სახლს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიკავებს. ბაიდენი დარჩენილ დროში მაქსიმალურად აძლიერებს უკრაინის მხარდაჭერისკენ მიმართულ ფინანსურ, სამხედრო და დიპლომატიურ ძალისხმევას, რათა მან რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვა შეძლოს. თუმცა, დიდი ოცეულის სამიტზე პრეზიდენტმა ბაიდენმა ვერ შეძლო საბოლოო დოკუმენტში უკრაინის მკაფიო მხარდაჭერისთვის გამიზნული იმ […]
ამ ღამესაც აქ, თსუ-სთან დავრჩებით – ხოშტარია

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მომიტინგეები თსუ-ს პირველ კორპუსთან დარჩებიან – მათ შორის ღამით. „მთელი დღე გამოსვლა და პოლიციის უღირსობაზე რეაქციამ მოიტანა შედეგი – ყველაფრის მიუხედავად ვართ აქ, ვაგრძელებთ ბრძოლას, დღეს ღამეც დავრჩებით და ვიქნებით გამარჯვებამდე. ყველანაირი ორგანიზაციული საკითხი იქნება მოგვარებული. მოვუფრთხილდებით ყველა მოქალაქეს. არ დავიხევთ უკან. გამოვაცხადეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ეს […]
ონლაინ მედიის განცხადება – ვგმობთ პოლიციის მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს

ქართული ონლაინმედიები: On.ge, „პუბლიკა“, „ტაბულა“, „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელები“ ვგმობთ 19 ნოემბერს, პოლიციის მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს. კერძოდ, „მთავარი არხის“ ოპერატორის, სერგი ბარამიძის დაკავებას, მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასა და საქმიანობაში ხელშეშლას. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძესაც. პოლიცია გადაღების შესაძლებლობას არ აძლევდა netgazeti.ge-ს კორესპონდენტ გივი ავალიანს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს Publika-ს […]
უნივერსიტეტში პოლიციის ადგილი არაა – თსუ-ის სოცპოლის ფაკულტეტის დეკანი

თსუ-ს სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, სალომე დუნდუა ამბობს, რომ არ შეიძლება უნივერსიტეტის ტერიტორიის გამოყენება პოლიციის მიზნების შესასრულებლად. დუნდუას განცხადებით, ტერიტორიაზე პოლიციის დაშვება უნივერსიტეტის მისიასა და ღირებულებებს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და მის რეპუტაციას ლახავს. „რამდენიმე დღეა საქართველოში არყოფნის გამო (ინტერნეტთან წვდომაც საკმაოდ შეზღუდული მაქვს) კარგად ვერ ვადევნებ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თვალს. თუმცა ძალიან […]