„ერთი ქვეყნის ექსპორტის პირდაპირ შედარება მეორე ქვეყნის იმპორტის მონაცემებთან არ არის რელევანტური“ – „საქსტატის“ განმარტება

“საქსტატის” 2024 წლის 10 თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან ექსპორტმა, მათ შორის რეექსპორტმა წელს 5.46 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 7.4%-ით მეტია. 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1 047.8 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (714.3 მლნ. აშშ […]

მეთიუ მილერი – საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს

საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შედეგად ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯები და სხვა სათანადო პოლიტიკურ ქმედებებსაც განვახორციელებთ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. “[ურთიერთობების] ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც იცით, ამ გადახედვის შედეგად ჩვენ უკვე გავაჩერეთ დახმარება. ისე არ არის, რომ [ურთიერთობების] გადახედვა მიმდინარეობს და არაფერი მომხდარა. ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური […]

,,დილით ჩავრთე ტელევიზორი და ვნახე, როგორ აკავებდნენ ჩემ შვილს, ახლა მეც აქ ვარ” – ნიკა ქავთარაძე

ნიკა ქავთარაძე ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე დაუმორჩილებლობის აქციას შეუერთდა. იუმორისტი ამბობს, რომ ახალგაზრდების პროტესტი გადამდებია და აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება: ,,დილით ჩავრთე ტელევიზორი, “ტვ პირველი”, და ვნახე, როგორ აკავებდნენ ჩემ შვილს, არცერთი მამისთვის არ არის ეს სასიამოვნო, მაგრამ 20 წლის ადამიანი ასე იბრძვის თავისი ქვეყნისთვის. იმდენად გადამდებია ეს, დედაჩემი, მე და ჩემი შვილები, გავერთიანდით სულ ყველა, მთავარი […]

მარკო მიჰკელსონი: დემოკრატია საქართველოში დასრულებულია

ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი ამბობს, რომ ქართული ოცნების ლიდერობით და ასეთი პოლიტიკის პირობებში საქართველოს ევროკავშირის წევრობის შანსი არ აქვს. ეს განცხადება მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში არსებული მდგომარეობა ხელს მხოლოდ რუსეთს აძლევს და თუკი არჩეული მთავრობის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, ეს საქართველოს საერთაშორისო არენაზე არაერთ გამოწვევას […]

U19. ფრე ესტონეთთან – საქართველოს ნაკრები ელიტ-რაუნდში გავიდა

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო, მესამე ტურში საქართველოს ნაკრები ესტონეთს დაუზავდა (1:1) და მეორე ადგილით ელიტ-რაუნდში გავიდა. მეცხრე ჯგუფში 9 ქულით გამარჯვებული ნორვეგია გახდა, მეორე ადგილზე 4 ქულით საქართველოს ნაკრები გავიდა, ამდენივე ქულით, ოღონდ უარესი დამატებითი მაჩვენებლით მესამე პოზიციაზე ესტონეთი დარჩა, მასპინძელმა შვედეთმა კი ჯგუფური ტურნირი უქულოდ დაასრულა. გეტებორგი. „ბრავიდა არენა“ ესტონეთი – საქართველო […]

გიორგი ჩაკვეტაძე – რადიკალებმა საბოლოოდ გაგვიმხილეს გეგმაც და მოტივაციაც – 7 ნოემბერს გისურვებთო! – „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ისევ უნდა ახალგაზრდები ქუჩაში დახვრიტოს

რადიკალებმა საბოლოოდ გაგვიმხილეს გეგმაც და მოტივაციაც – 7 ნოემბერს გისურვებთო! 7 ნოემბერი და 26 მაისი უნდათ დააბრუნონ. „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ისევ უნდა ახალგაზრდები ქუჩაში დახვრიტოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც „ოპოზიცია იმედგაცრუებული დარჩა“ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელი შეხვედრისგან, „გადავიდნენ […]

CNN – ამერიკელი მაღალჩინოსნები ATACMS-ის რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის დაბომბვას ადასტურებენ

ამერიკელი მაღალჩინოსნები ამერიკული ATACMS-ის რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის პირველად დაბომბვას ადასტურებენ.ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, უკრაინამ ამერიკის მიერ მიწოდებული რაკეტებით პირველად დაბომბა რუსეთის ტერიტორია. მათი ცნობით, სამიზნეს “რუსული იარაღის არსენალი” წარმოადგენდა. აქამდე ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული წყაროები ავრცელებდნენ. მათი ცნობით, ამერიკული ATACMS-ის რაკეტებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს […]

ჭავჭავაძის გამზირზე მონიტორი დამონტაჟდება და საქართველო-ჩეხეთის მატჩს უჩვენებენ

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე მონიტორს დაამონტაჟებენ, სადაც საქართველო-ჩეხეთის მატჩს უჩვენებენ. როგორც ვაშაძემ შეკრებილებს განუცხადა, ეროვნულ ნაკრებს ერთად უგულშემატკივრებენ. ამ დროისთვის, აქცია ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარეობს, სადაც პროტესტის მონაწილეებს ორი კარავი აქვთ გაშლილი. როგორც ლიდერებმა განაცხადეს, აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და პროტესტი არ შეწყდება. 2 დღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, 19 […]

Rocket Lab-ის დამფუძნებელი მილიარდერი გახდა

ამერიკული კომპანია Rocket Lab-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პიტერ ბეკი, Forbes-ის მილიარდერთა სიას შეუერთდა. გამოცემის შეფასებით, Rocket Lab-ში ბეკის 10%-იანი წილის ღირებულება $970 მილიონს აღწევს, დამატებით $65 მილიონი კი, ბიზნესმენმა წელს, კომპანიის აქციების გაყიდვიდან გამოიმუშავა. Rocket Lab-ი ამერიკული კომპანიაა, რომელიც კოსმოსურ ხომალდებსა და რაკეტებს საჯარო სექტორისა და კერძო ბიზნესისთვის აწარმოებს. მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში, მისმა […]

ჩეხეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად ჩეხეთს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, გველესიანი, ლოჩოშვილი, დვალი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე. მატჩი ოლომოუცში 23:45 საათზე დაიწყება.