სახ.დეპი: საქართველოსთან მიმართებით სხვა შესაბამის პოლიტიკურ ქმედებებსაც განვახორციელებთ

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ამბობს, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ეს განცხადება მან ბრიფინგზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის გუშინ, 19 ნოემბრის დილას საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლასა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადახედვის მიმდინარეობაზე ჰკითხა. მეთიუ მილერის თქმით, ურთიერთობების გადახედვის ნაწილში აშშ-მა უკვე […]

ელექტროენერგიის ექსპორტისთვის და პიკური რისკების დაზღვევისთვის დიდი ჰესები გვჭირდება- ირაკლი ტყებუჩავა

ჰესების აშენებაზე მემორანდუმების გაფორმება დაიწყო, თუ ეს ჰესები ძალაში შევა ადგილობრივი მოხმარება სრულად დაკმაყოფილდება. ამის შესახებ “გროს ენერჯი ჯგუფის” ფინანსური დირექტორი ირაკლი ტყებუჩავა აცხადებს. მისი თქმით, ელექტროენერგიის რეალიზაციის საკითხი მოგვარებულია, დაწყებულია მემორანდუმების გაფორმების პროცესიც, ახლა კი ჯერი უკვე ინვესტორებზეა, რომლებმაც პროექტების განვითარება უნდა დაიწყოს. ტყებუჩავა ამბობს, რომ თუ მშენებლობის ნებართვის აღების პროცესში ბიუროკრატიული ბარიერები ნაკლები […]

დანია სასოფლო-სამეურნეო მიწების 10%-ს ტყედ გადააქცევს და 1 მილიარდ ხეს დარგავს

დანიის პოლიტიკურმა პარტიებმა ორშაბათს, 18 ნოემბერს დაამტკიცეს შეთანხმება გლობალური დათბობის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორისაა სასოფლო-სამეურნეო მიწების ტყეებად გადაქცევა და ხეების დარგვა – ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“, AP-ზე დაყრდნობით იტყობინება. შეთანხმებას მიაღწიეს დანიის სამპარტიულმა მთავრობამ, რომელიც შედგება სოციალ-დემოკრატების, ლიბერალების და ზომიერი ცენტრისტების, ასევე სოციალისტური სახალხო პარტიის, კონსერვატორების, ლიბერალური ალიანსისა და სოციალ-ლიბერალური პარტიისგან. იგი ითვალისწინებს მილიარდი ხის […]

არჩევანის პარადოქსი – რატომ ართულებს მრავალფეროვანი ასორტიმენტი გადაწყვეტილების მიღებას

ფართო არჩევანი გვახარებს, მაგრამ რაც მეტი ვარიანტია, მით უფრო რთულია გადაწყვეტილების მიღება. ეს პარადოქსია და საინტერესოა რატომ ართულებს მრავალფეროვნება მომხმარებლებისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესს. Accenture-ის კვლევის მიხედვით, ბოლო 3 თვის განმავლობაში, მყიდველების 74%-მა ერთხელ მაინც დაამატა საქონელი ონლაინ კალათაში, მაგრამ არაფერი იყიდა. კვლევის მიხედვით, ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ მათ თავს ახვევენ პროდუქტებს, რითაც არჩევანი იზრდება, გადაწყვეტილების […]

წყარო პენტაგონში: წუხელ უკრაინამ რვა ATACMS-ი ისროლა, რუსებმა მხოლოდ ორი ჩამოაგდეს

როგორც Reuters-ის კორესპონდენტი იუწყება პენტაგონიდან, შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროში წყარო მას ესაუბრა წუხელ უკრაინის მიერ ამერიკული შორსმსროლელი რაკეტა ATACMS-ებით რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული დარტყმების შესახებ. ეს ინფორმაცია განსხვავდება მანამდე რუსეთის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციისგან. პენტაგონის თანამშრომლის თანახმად, უკრაინელებმა გაისროლეს რვა ATACMS-ი, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ კი მხოლოდ ორი ჩამოაგდო. სააგენტოს წყარომ უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსია. მოსკოვის […]

“თვის ბოლოს პირველ პალეტს ამერიკაში წაიღებენ” – “ჩიკორი” საექსპორტო ბაზრებს აფართოებს

ჩირის კომპანია „ჩიკორი“ საექსპორტო ბაზრებს აფართოებს. როგორც კომპანიის დირექტორმა, ანანო ბეჟანიშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა, კომპანიის პროდუქცია ამ დრომდე ევროპის ქვეყნებში, კერძოდ საფრანგეთში, გერმანიაში, ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთში, ჩეხეთსა და სხვა ევროპულ ქვეყანაშია წარმოდგენილი. თუმცა, ბეჟანიშვილი დასძენს, რომ ახალი ბაზარი, რომელთანაც წლებია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, აშშ-ს ბაზარია. მისივე თქმით, მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო და თვის ბოლოს პირველ სატესტო […]

საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩეხეთთან მართავს. მატჩი ქალაქ ოლომოუცში მიმდინარეობს. B1 ჯგუფის გამარჯვებული სავარაუდოდ, სწორედ დღევანდელ მატჩში გამოვლინდება. როგორც ცნობილია, ჩეხეთის ნაკრები სატურნირო ცხრილში 8 ქულით პირველ ადგილზეა და ერთი ქულით უსწრებს საქართველოს ნაკრებს.

ჯოზეფ ბორელი – უკრაინელების ბედი განსაზღვრავს ევროკავშირის ბედს – თუ პუტინი შეძლებს უკრაინაში წარმატების მიღწევას, ყველანი ძალიან მაღალ ფასს გადავიხდით

უკრაინის ბედი განსაზღვრავს ევროკავშირის ბედს , – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შეძლებს უკრაინაში წარმატების მიღწევას, “ყველანი ძალიან მაღალ ფასს გადავიხდით”. “უკრაინის წინააღმდეგ ომი პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებზე. უკრაინელების ბედი განსაზღვრავს ევროკავშირის […]

აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადახედვა გრძელდება, იქნება სხვა სათანადო პოლიტიკური ქმედებები – სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა გრძელდება და მათგან, ამის ფარგლებში, კიდევ დამატებითი “პოლიტიკური ქმედებებია” მოსალოდნელი. საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადახედვის ახალ, მიმდინარე პოლიტიკაზე, მილერს 19 ნოემბერს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ჰკითხა ჟურნალისტმა ალექს რაიფოღლუმ. “ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა კვლავ გრძელდება, თუმცა, როგორც იცით, ჩვენ უკვე შევაჩერეთ დახმარება ამ […]

„ერთი ქვეყნის ექსპორტის პირდაპირ შედარება მეორე ქვეყნის იმპორტის მონაცემებთან არ არის რელევანტური“ – „საქსტატის“ განმარტება

“საქსტატის” 2024 წლის 10 თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან ექსპორტმა, მათ შორის რეექსპორტმა წელს 5.46 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 7.4%-ით მეტია. 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1 047.8 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (714.3 მლნ. აშშ […]