გიორგი ჩაკვეტაძე – რადიკალებმა საბოლოოდ გაგვიმხილეს გეგმაც და მოტივაციაც – 7 ნოემბერს გისურვებთო! – „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ისევ უნდა ახალგაზრდები ქუჩაში დახვრიტოს

რადიკალებმა საბოლოოდ გაგვიმხილეს გეგმაც და მოტივაციაც – 7 ნოემბერს გისურვებთო! 7 ნოემბერი და 26 მაისი უნდათ დააბრუნონ. „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ისევ უნდა ახალგაზრდები ქუჩაში დახვრიტოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც „ოპოზიცია იმედგაცრუებული დარჩა“ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელი შეხვედრისგან, „გადავიდნენ პროვოკაციებზე“.
მანვე აღნიშნა, რომ ელოდება დიპლომატიური კორპუსის რეაგირებას.
„რადიკალებმა საბოლოოდ გაგვიმხილეს გეგმაც და მოტივაციაც – 7 ნოემბერს გისურვებთო! 7 ნოემბერი და 26 მაისი უნდათ დააბრუნონ. კოლექტიურ „ნაც. მოძრაობას“ ისევ უნდა ახალგაზრდები ქუჩაში დახვრიტოს… რამდენიმე წუთის წინ „იმედის“ გადამღებ ჯგუფს კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს… მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელი შეხვედრისგან იმედგაცრუებულები დარჩნენ, გადავიდნენ პროვოკაციებზე. ველოდები დიპლომატიურ კორპუსს რა რეაგირება ექნება. სოლიდარობა თითოეულ ჟურნალისტს! ამათ ბოროტ ზრახვებზე სახელმწიფოს ყოველ ჯერზე ექნება შესაბამისი რეაგირება!“, – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება – მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ “ვოუქ” ცენზურას

ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი შეხვედრა იყო პრეზიდენტ ტრამპთან ოვალურ ოფისში – განვიხილეთ Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიები, ვისაუბრეთ დიპლომატიაზე, მნიშვნელოვანია პროცესი გაცოცხლდეს